მეცნიერებმა შემთხვევით გამოიგონეს მუტანტი ფერმენტი, რომელიც პლასტმასის ბოთლებს ჭამს
ფოტო: Fred Dufour/AFP/Getty Images
მეცნიერებმა შემთხვევით შექმნეს მუტანტი ფერმენტი, რომელიც პლასტმასის ბოთლებს შლის. ეს მიღწევა შეიძლება პლასტმასით დაბინძურების კრიზისის მოგვარებაში დაგვეხმაროს.
პოლიეთილენი ტერეფტალატი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ აბრევიატურით PET, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თერმოპლასტიკური პოლიმერია. სწორედ მისგან მზადდება კონტეინერები სასმელებისა და საჭმელებისათვის. მსოფლიოში, ყოველ წუთში დაახლოებით 1 მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება, გადამუშავებას კი მათი მხოლოდ 14% ექვემდებარება. თუმცა, ბოთლების ამ 14%-ის სრულად გადამუშავება მაინც ვერ ხერხდება. მათი გარდაქმნა მხოლოდ ქსოვილად შეიძლება. ამ ბოთლების უმეტესობა ოკეანეში ხვდება. ოკეანეში PET-ისგან დამზადებული ბოთლის სრულად დეგრადირებას რამდენიმე საუკუნე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში ბოთლი სერიოზულ ზიანს აყენებს ზღვის ბინადრებს და, სავარაუდოდ, იმ ადამიანებსაც, რომლებიც ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ.
2016 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც პლასტმასს ბუნებრივად გადაამუშავებს. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ეს ბაქტერია იაპონიის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.
მკვლევარებმა ენზიმზე რამდენიმე ცდა ჩაატარეს, იმის სანახავად, თუ როგორ განვითარდა ეს ბაქტერია, თუმცა შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ ცდების შემდეგ ბაქტერიის განსაკუთრებული თვისება (პლასტმასის დაშლა) გაუმჯობესებულა. პორტმუთის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მაკგიჰანი მკვლევართა ჯგუფის მეთაურია. მისი თქმით, მეცნიერებმა უნებურად ენზიმი გააუმჯობესეს და ეს მათთვისაც აღმოჩენა იყო.
ცდის შედეგად, ამ ბაქტერიის PET-ის გადამუშავების კოეფიციენტი 20%-ით გაიზარდა.
"20% ღირსეული გაუმჯობესებაა, თუმცა მაქსიმალური - არა. ეს შედეგი მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია ენზიმის შესაძლებლობები ტექნოლოგიების დახმარებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და, საბოლოოდ, სუპერსწრაფი ბაქტერია შევქმნათ", - ამბობს მაკგიჰანი.
ინდუსტრიული ენზიმები ფართოდ გამოიყენება სარეცხი საშუალებებისა და ბიოსაწვავის წარმოებაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერებმა ამ ენზიმების 1000-ჯერ ასწრაფება შეძლეს. მაკგიჰანის თქმით, პლასტმასისმჭამელი ენზიმის განვითარებასაც დაახლოებით ამდენი დრო დასჭირდება. ერთ-ერთი შესაძლო გაუმჯობესება შეიძლება მაღალი ტემპერატურისადმი გამძლეობა იყოს. 70 გრადუსზე ზემოთ ჩვეულებრივ შუშისებრ მდგომარეობაში მყოფი PET წებოვანი ხდება, რაც მისი დეგრადირების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამ სფეროში შესაძლო წარმატებების მიუხედავად, სიტუაცია დიდად შეიძლება მაინც არ შეიცვალოს. სანამ ნავთობი იაფია, PET-ის თავიდან წარმოებაც მის გადამუშავებაზე იაფი დაჯდება, თუმცა საზოგადოებრივი შეგნების ამაღლებასთან ერთად, კომპანიები შეიძლება ამ საკითხით ბევრად უფრო აქტიურად დაინტერესდნენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები