მეტროს მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გაფიცვით იმუქრებიან
თითქმის ორი წელი გავიდა, თბილისის მეტროს მემანქანეების პრობლემები და მოთხოვნები კვლავ არ იცვლება. დასაქმებულები 2016 წლის მსგავსად, ხელფასების 45-პროცენტიან ზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანები ამბობენ, რომ საშუალო ხელფასი 1138-1180 ლარია, 45 პროცენტიანი მატების შემთხვევაში კი საშუალოდ 1600 ლარი იქნება. წინასაგაფიცვო პერიოდის გასვლამდე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა.
ერთობა 2013-ისა და მეტროს მემანქანის, რატი კაპანაძის თქმით, საპროტესტო ტალღას 250-მდე თანამშრომელი უერთდება, მათ შორის სხვადასხვა დეპარტამენტიდან. მისი თქმით, უკეთესი შრომის პირობებისთვის ბრძოლა წლების წინ დაიწყეს, 2016 წელს სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოს მიმართა და მემანქანეებს გაფიცვა ერთი თვით გადაუვადეს.
ამ პერიოდის განმავლობაში მემანქანეები კომპანიასთან ორ საკითხზე - ღამის საათებში დამატებით ანაზღაურებასა და სტაჟის მიხედვითა ხელფასის გადახდაზე შეთანხმდნენ. ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეების პირობა მისცა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ხელფასების მატების საკითხს გადახედავდა.
"2016 წლიდან, 2017 წელი მოლაპარაკების გზით გავიარეთ. ახალი ადმინისტრაციის პირობებში კი პირობები ისევ შეიცვალა", - ამბობს რატი კაპანაძე On.ge-სთან საუბრისას.
თბილისის მთავრობის ცვლილების შემდეგ სატრანსპორტო კომპანიის ახალმა ადმინისტრაციამ ხელფასების პრობლემის მოსაგვარებლად ვადა იანვრამდე ითხოვა. მემანქანეების ცნობით, შეთანხმება ვერ შეძლებს, ახალი ადმინისტრაცია კი პოზიციის დასაფიქსირებლად დროს წელავს. მეტროს თანამშრომლებმა, სოლიდარობის ქსელის დახმარებით, ისევ წინასაგაფიცვო პერიოდი გამოაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ისევ მედიატორი გამოყო, სატრანსპორტო კომპანია კი მემანქანეებთან ისევ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის, ნათია ჩიტაშვილის განცხადებით, პროცესში დაახლოებით ათი დღეა რაც ჩაერთო. მემანქანეების გაფიცვამდე ერთი კვირა რჩება, მხარეები კი, ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
"ყველაფერი გაკეთდა, რომ მხარეები მომზადებულები მოვიდნენ. ორივე მხარე მოლაპარაკებისკენაა ორიენტირებული", - უთხრა On.ge-ს ნათია ჩიტაშვილმა.
სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესის დასრულებამდე ვერ ისაუბებენ.
"ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, როგორ მედიატორი. მოლაპარაკებებში მონაწილეობს როგორც სატრანსპორტო კომპანია, ისე მედიატორი. მოლაპარაკებების პროცესს მიმდინარეა და ამასთან დაკავშირებით განმარტებას რამდენიმე დღეში გავაკეთებთ", - უთხრეს On.ge-ს თბილისი სატრანსპორტო კომპანიაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში უკვე სწავლობენ თბილისის მეტროს თანამშრომლების მიერ დასახელებულ ერთ საკითხს. კომპანიის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიზნით მეტროში დაყენებულ კამერებს დასაქმებულთა კონტროლისა და შრომის დისციპლინური დარღვევების აღმოჩენისთვის იყენებს.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა

კომენტარები