სამოქალაქო საზოგადოება: ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი 2-ს ხელისუფლების ძალადობისგან
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
სამოქალაქო საზოგადოების წევრები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და საჯარო განცხადება გააკეთეს.
განცხადების ტექსტი მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ წაიკითხა და რუსთავი 2-ის საქმეზე, წინა ორ ინსტანციაში გამართულ "უსამართლო" სასამართლო პროცესებზე ისაუბრა:
"ივანიშვილს და მის გუნდს განსაკუთრებით აფრთხობს რუსთავი-ის მიერ 8 ოქტომბერს დაგეგმილი ეგზითფოლი და რუსთავი2-ის როლი ამომრჩეველთა ხმების დაცვის საქმეში. ამიტომ მიდის ასეთ რისკზე. ჩვენ არ ვაპირებთ, ხელისუფლებას მივცეთ შესაძლებლობა, წარგვართვას ხმა, რომელიც რუსთავი 2-დან ისმის. ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი 2-ს ხელისუფლების ძალადობისგან და არ დავუშვებთ უკანონო გადწყვეტილების აღსრულებას".
სამოქალაქო საზოგადოების სახელით, ნინო დანელიამ მესამე და ბოლო ინსტანციას, უზენაეს სასამართლოს რუსთავი 2-ს საქმის განხილვისკენ მოუწოდა:
"ამ დღეებში საქართველოში წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მედიის, რუსთავი 2-ის ბედი. უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა არსებობას პრორუსული ნარატივისგან თავისუფალი და ყველაზე მსხვილი მედია. მოვუწოდებთ მოსამართლეებს გაიაზრონ, რომ რუსთავი 2-ის დაცვა არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება და კეთილდღეობა, მიუხედავად მათ პოლიტიკური გემოვნებისა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ტელევიზიასთან მიმართებით. მივმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს დემოკრატიული მომავალი. გთხოვთ, განიხილოთ რუსთავი 2-ის საქმე და იმოქმედოთ არა ერთი მოქალაქის ახირების, არამედ საქართველოს კანონმდებლობის, მოქალაქეების ინტერესების დაცვით".
მიმართავა ეხებოდა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსაც. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი:
"მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართოსაც, ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართოს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა. ვიცით, რომ მოსამართლეებზე მიმდინარებს ზეწოლა. გვესმის, რომ სასწორზე დევს მოსამართლეების პირადი უსაფრთხოება. მაგრამ, გთხოვთ, რომ მხედველობაში მიიღოთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია საქართველოს თავისუფალი მომავლის უზრუნველსაყოფად".
ნინო დანელიამ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ქმედებებზე სწორედ ის იქნება ანგარიშვალდებული:
"მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და შევახსენებთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს მოქმედებებზე მასაც ეკისრება. მოსამართლეები მისი რჩეულები არიან. საერთაშორისო საზოგადოებას კი ვთხოვთ, კიდევ ერთხელ შეახსენოს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი „რუსთავი 2-ის" დაკარგვა".
13 ივლისს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ უზენაესს უკვე მიმართეს საკასაციო საჩივრით და მოუწოდა სასამართლოს, წარმოებაში მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე.
- ჰანი რ2-ის საქმეზე: საპარლამენტო არჩევნები მედიის თავისუფლების დაცვით უნდა ჩატარდეს
- გვარამია უზენაეს სასამართლოს: ნუ შეასრულობთ დაკვეთას და მიიღეთ რ2-ის საქმე
- სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება
- ყარამანიშვილები რ2-სთვის ბრძოლის გაგრძელებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ
-
კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
კომენტარები