2017 - რეკორდულად ცუდი წელი ჟურნალისტებისთვის
ფოტო: ამერიკის ხმა
2017 წელს მსოფლიოში 65 ჟურნალისტი მოკლეს და 262 დააპატიმრეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს მედიის თავისუფლების კუთხით სიტუაცია გაუარესდა.
პრესის თავისუფლებაზე ვაშინგტონში უფლებადამცველებმა ისაუბრეს, მათ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს აზერბაიჯანში ჟურნალისტების და აქტივისტებისთვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემწყობი ფაქტორი დაუსჯელობაა - განაცხადეს ვაშინგტონში საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტში გამართულ შეხვედრაზე.
"2017 წელს პრესის თავისუფლების კუთხით სიტუაცია გაუარესდა. დაფიქსირდა ჟურნალისტების დაკავების და მკვლელობის რეკორდული მაჩვენებელი. ყველაზე ცუდი რაც ხდება არის საქმეების გამოძიების გაჭიანურება ან გამოუძიებლობა. ეს დაუსჯელობის კულტურას ქმნის. ჟურნალისტების ოჯახები ვერ იღებენ პასუხებს. ამის გათვალისწინებით, გასული წელი ძალიან რთული იყო", - აცხადებს ლანა ბაიდასი, ადამიანის უფლებების დაცვის ინიციატივიდან.
საქართველოს სამეზობლოსა და რეგიონზე საუბრისას მომხსენებლები თანხმდებიან, რომ რეგიონში რუსეთი მედია თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობების შემთხვევები შემცირდა, პრესის თავისუფლება არ გაუმჯობესებულა. პირიქით, კრემლმა მიაგნო უფრო მოქნილ გზებს მედიის დასაშინებლად და კრიტიკის ჩასახშობად.
"რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსება შეწყვიტა და ისინი "უცხო ქვეყნის აგენტებად" გამოაცხადა. ასევე, რუსეთში ვხედავთ მედიის, დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების მიმართ დამამცირებელ რიტორიკას", - აცხადებს შენონ გრინი, უფროსი მკვლევარი საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან.
"გვხდება სახელმწიფო მედიის ფენომენი, რომელიც მთავრობის ხედვის პროპაგანდას ეწევა. ბევრის მხრივ, რუსეთი პრესის შეზღუდვის კუთხით მოწინავეა და სხვა ქვეყნებზეც ახდენს გავლენას. იქ უკვე აღარ სჭირდებათ ფიზიკური ძალადობის ან მუქარის გამოყენება იმისთვის, რომ მედია დააშინონ არ გააშუქონ გარკვეული საკითხები. ჟურნალისტები თვითცენზურას მიმართავენ და არ აშუქებენ იმ საკითხებს, რამაც მათ შეიძლება უსიამოვნებები მოუტანოს", - თქვა მან.
საუბარი საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევასაც შეეხო. მომხდარზე საუბრისას პრესის თავისუფლების დამცველი რიკარდო გონზალესი ამბობს, რომ აზერბაიჯანი პრესის წარმომადგენლებისთვის და პოლიტიკური აქტივისტებისთვის სატუსაღოდ გადაიქცა.
"აზერბაიჯანი სატუსაღო გახდა მათთვის, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობს ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ჟურნალისტი, ადამიანის უფლებების დამცველი თუ პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, აქამდე საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობამ მიგვიყვანა. უმოქმედობა დაუსჯელობის განცდას ქმნის", - ამბობს რიკარდო გონზალესი, ორგანიზაცია "მე-19 მუხლის" პროგრამის ხელმძღვანელი.
2017 წელმა პრესის თავისუფლების ახალი გამოწვევები გამოკვეთა. მათ შორისაა პროპაგანდა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ინტერნეტტროლები. მათთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდი საზოგადოებაში მედია წიგნიერების გაზრდაა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები