ნარიყალაზე ბუშტებს თუ გახეთქავთ, ინტერნეტის გიგაბაიტებს მოიგებთ - ბილაინის მორიგი ინოვაცია
ერთ მშვენიერ დღეს ნარიყალაზე უცნაური ბუშტები გამოჩნდა, რომელსაც ადამიანები ესევიან და დაუნდობლად ხეთქავენ. თითოეულ ბუშტს კონკრეტული რიცხვი აწერია. რაც უფრო დიდი რიცხვია გამოსახული, მით მეტი მონდომებით იბრძვიან ადამიანები მის მოსანადირებლად. თითოეული გახეთქილი ბუშტი მომგებიანია. თუ იმდენად უიღბლო ხართ, რომ ვერც ერთი ბუშტი ვერ გახეთქეთ, არ იდარდოთ, თქვენ მაინც დასაჩუქრდებით. პრიზი კი ბილაინის ინტერნეტ პაკეტია. თქვენ მიერ მოგებული მეგაბაიტებისა თუ გიგაბაიტების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ გახეთქილი ბუშტების რაოდენობაზე.
თუ თქვენ უკვე იცვამთ და ნარიყალაზე წასასვლელად ემზადებით, გირჩევთ ცოტა ხნით მოიცადოთ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ვირტუალურ რეალობაში, VR ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში ყველაზე მზარდმა კომპანიამ, ბილაინმა, VR-ის ადაპტირება GSM სისტემებზე სცადა და მომხმარებლებს დიდი სიურპიზი გაუკეთა.
ბილაინმა VR ტექნოლოგიის ათვისება და სპეციალური თამაშის შექმნა გადაწყვიტა. როგორც უკვე მიხვდით, თამაში ძალიან მარტივი და ამავდროულად სასარგებლოა. მოთამაშე ირგებს სპეციალურ სათვალეს და ვირტუალურ რეალობაში იწყებს მოგზაურობას. თამაშის დაწყებისთანავე მის წინაშე თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მოთამაშე ნარიყალას ერთ-ერთ საგუშაგოზე დგას და ხელში სათამაშო იარაღი უჭირავს. მის თვალწინ ბუშტები ამოდის. მოთამაშემ გარკვეული დროის მანძილზე რაც შეიძლება მეტი ბუშტი უნდა გახეთქოს. შედეგად, ის აგროვებს ქულებს, რომლებიც მობილური ინტერნეტის რაოდენობაში ითარგმნება და ტელეფონზე ერიცხება.
თამაშის დაწყება ფასიანია, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლარი ღირს. საფასური პირდაპირ ტელეფონის ანგარიშიდან მოგეჭრებათ. თამაში ბილაინის ოფისებშია შესაძლებელი. ადგილზე მისულები, თქვენი ნომრით გაივლით ავტორიზაციას და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაინაცვლებთ ვირტუალურ რეალობაში.
ყველაფერთან ერთად, ბილაინის ახალი წამოწყება იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ყველაფერი მოთამაშეზეა დამოკიდებული. კერძოდ, ბილაინმა თავის მომხმარებლებს მისცა იდეალური შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტონ, რა პროდუქტის შეძენა სურთ ერთ ლარის სანაცვლოდ და იბრძოლონ მაქსიმალური მოგების მისაღებად. გამოდის, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთ ლარად მიიღოთ როგორც 20 გიგაბაიტი ინტერნეტი, ისე მინიმალური რაოდენობა - ყველაფერი მხოლოდ თქვენს ხელშია. ეს არის ორიგინალური მეთოდი კლიენტისა და კომპანიის ურთიერთობაში.
თამაშის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოყვა ბილაინის მომხმარებლებში. რუსთაველისა და მარჯანიშვილის ოფისებში არ წყდება თამაშის მსურველთა რაოდენობა. ისინი, ვინც ერთხელ უკვე ითამაშა, მეორედ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ბრუნდებიან. ერთ-ერთი მათგანი სანდრო ფარულავაა, რომელმაც თამაშით 20 გიგაბაიტი ინტერნეტი მოიგო.
"ძალიან მაგარი წამოწყებაა. ერთი ლარი ღირს თამაშის დაწყება და გაცილებით მეტს იგებ, ვიდრე დახარჯე", - ამბობს სანდრო ფარულავა.
სანდრო ფარულავას 20 გიგაბაიტი ინტერნეტის მოსაგებად მხოლოდ ერთი ცდა დაჭირდა.
"ძალიან მარტივი თამაშია, ყველას შეუძლია მოიგოს. მთავარია სისხარტე, რომ ბუშტები არ გაგექცეს. ყველაფერი ოსტატურადაა გაკეთებული, ნამდვილად გაერთობით, თუ ითამაშებთ", - დაამატა თამაშის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა.
ბილაინი თამაშის განვითარებას აპირებს. უახლოეს მომავალში შესაძლოა თამაშს ახალი ადგილები დაემატოს და ინტერფეისი უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მანამდე კი, შეგიძლიათ ბილაინის რუსთაველისა და მარჯანიშვილის ოფისებს ეწვიოთ და დატკბეთ ერთ-ერთი პირველი ქართული VR თამაშით.
კომენტარები