დეკრიმინალიზაციის მოლოდინში
"Choose Life" (აირჩიე სიცოცხლე) - 1980 იანი წლების დიდ ბრიტანეთში ანტინარკოტიკული მოძრაობის მთავარი სლოგანი იყო.
მაშინ, როცა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ნარკოპოლიტიკა შეუქცევადად მიდის ლიბერალიზებისა და ამ პოლიტიკაში დასჯის მექანიზმის გამორიცხვისკენ, პროცესები ამ მიმართულებით საქართველოშიც დაიძრა. თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მარიხუანას ეხება
მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 0,6 პროცენტი ანუ, დაახლოებით, 30 მილიონი ადამიანი იტანჯება სხვადასხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებულისგან. ნარკოდამოკიდებულების პრობლემა სხვადასხვა სიმწვავით მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში ვლინდება. ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე არაერთი ათწლეულია აწუხებს მთელ მსოფლიოს.
ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით საინტერესო გამოცდილება და ისტორია აქვს საქართველოსაც. ნარკომანია საქართველოში განსაკუთრებული სიმწვავით გასული საუკუნის 90 იან წლებში გამოვლინდა. 1991 წლიდან მალევე, ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობა და მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ წამოიწყო ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რაც ასევე, მოიცავდა მწვავე ბრძოლას ნარკოდანაშაულთან და ნარკოტიკების მომხმარებლებთანაც. საქართველოს ისტორიის უკლევბლივ ყველა ხელისუფლების ნარკოკანონმდებლობა მომხმარებელს განიხილავდა როგორც კრიმინალს და სასჯელად, როგორც წესი, თავისუფლების აღკვეთას იყენებდა.
ნარკოპილიტიკა დღეს
დღევანდელი ნარკოპოლიტიკა, უმეტესწილად, რეპრესიულია. ქვეყნის პატიმართა 30 პროცენტი სწორედ ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. კანონმდებლობით, აკრძალული ნივთიერებების ნუსხაში ჩამოთვლილი 207 ნივთიერებიდან, 107-ის შემთხვევაში არ არის დადგენილი მცირე ოდენობა და იგი განსაზღვრულია როგორც ტირე (-), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებების უმცირესი ოდენობით ფლობაც კი სასჯელის სახით 8 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება პრობლემური ნარკომომხმარებლების რიცხვს, ამ მიმართულებითაც ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობი ზრდა შეინიშნება. 18 დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობამ 50 ათასი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული ადამიანების 89 პროცენტი გათავასიფულებიდან პირველივე წელს კვლავ დაუბრუნდა მოხმარებას. ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ევროპის მასშტაბით.
საქართველოში ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების 60 ფაქტი ფიქსირდება მილიონ ადამიანზე. დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალი უნდა იყოს, ვინაიდან, ხშირად, ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტს დაღუპულის ოჯახის წევრები არ ახმაურებენ. რეპრესიული და მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის პარალელურად, ინექციური პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე 10 ათასით გაიზარდა.
მოცემული ნარკოპოლიტიკის პირობებში სახელმწიფო საგრძნობლად მცირე რესურს ხარჯავს სარეაბილატაციო და ზიანის შემცირების პროგრამებზე. 2016 წლის მონაცემებით, მეთადონის ჩანაცვლების პროგრამას სულ 5 400 ბენეფიციარი ჰყავს, თუმცა სტაციონარული მკურნალობის კურსის გავლა, ერთდროულად, მაქსიმუმ 100 ადამიანს შეუძლია.
სახელმწიფო ნარკოტესტირებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-დან 16 მილიონამდე ლარს ხარჯავს, ტესტირებული შარდის 75 პროცენტი კი აბსოლუტურად სუფთაა.
2013 წლიდან დღემდე, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და 2016 წელს, სულ, ასეთი 37 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელი შეეფარდა 104, ხოლო ფლობისთვის კი 631 პირს. ფულადი ჯარიმა ნარკოდანაშაულისთვის დაეკისრა 1 101 პირს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 1 011 ადამიანთან, ხოლო ჯარიმის სახით შემოსულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამავდროულად, ცალკე ხარჯს წარმოადგენს პატიმრების შენახვა სასჯელ აღსრულების დაწესებულებში. ერთი პატიმრის მხოლოდ საკვებით უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ყოველწლიურად 1 800 ლარს ხარჯავს. ჯამურად, ერთი პატიმრის დღიური შენახვა ციხეში სახელმწიფოს, დაახლოებით, 30 ლარი უჯდება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დასჯის მაგივრად მკურნალობას და ჩანაცვლების პროგრამას მიმართავდა, საგრძნობლად დაზოგავდა სახელმწიფო ხარჯებსაც. ჩანაცვლების პროგრამა ერთი ადამიანისთვის ყოველდღიურად მხოლოდ 3,5 ლარი ღირს.
ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა. ამ მხრივ, ყველაზე დიდი გარღვევა იყო ბექა წიქარიშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც სახელმწიფოს ედავებოდა გამომშრალი მარიხუანის შენახვის გამო საპატიმრო სასჯელის კონსტიტუციურობას. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა, შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობისთვის საპატიმრო სასჯელი გაუქმდა.
იგივე, ან უფრო დიდი მნიშვნელობის იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება. ამ დღეს სასამართლო კოლეგიამ გააუქმა საპატიმრო სასჯელი მარიხუანას მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით სარჩელი გივი შანიძემ შეიტანა, მას სამართლებრივ დახმარებას პარტია გირჩი უწევდა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის შედეგად გაუქმდა საპატიმრო სასჯელი 140 გრამამდე ნედლი მარიხუანის, 0,00009 გრამი დეზომორფინის ფლობისა და 151 გრამამდე მცენარე კანაფის დათესვა-მოყვანისთვის.
რა ხდება მსოფლიოში? War On Drugs (ომი ნარკოტიკებთან)
ამ ომის ინიციატორი აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონია. ნიქსონმა ამ ნაბიჯით წინასწარ განსაზღვრა ნარკოტიკებთან საზოგადოებრივი დამოკიდებულება მრავალი წლით. 1971 წელს ნიქსონმა ნარკოტიკები საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა.
შემდგომში ამ პროცესს დაერქვა ომი ნარკოტიკებთან (War On Drugs) 70-იანი წლების ამერიკაში ფართო პოპულარობით სარგებლობდა. ე.წ. ჰიპების მოძრაობა. ჰიპების მოძრაობაში, ძირითადად, გაერთიანებული იყვნენ 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს. ვიეტნამის ომის, ფსიქოდელიური როკის პოპულარობისა და ფუნდამენტური სოციალური ცვლილების პარალელურად, ახალგაზრდებში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, განსაკუთრებით კი LSD, მარიხუანა, ბარბიტურატები და სხვა. მომხმარებლების ზრდას ფედერალურმა ხელისუფლებამ შეტევით უპასუხა და გამოუცხადა ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ომი ნარკოტიკებს, მათ შორის, მის მომხმარებლებსაც. აქტიური ბრძოლის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ომი ნარკოტიკებთან არ აღმოჩნდა ეფექტიანი. მომხმარებლების რაოდენობა განუხრლად იზრდებოდა და ამასთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა ახალი ნარკოტიკების სინთეზირება და გავრცელება.
მაშინ, როცა პაბლო ესკობარის მიერ კოლუმბიაში წარმოებული კოკაინი ფლორიდის შტატს იპყრობდა, სახელმწიფო ნარკოკონტროლის აგენტები მარიხუანასა და მის მომხმარებლებს დასდევდნენ. კოლუმბიური კოკაინი გახდა აშშ-საყვარელი ნარკოტიკი. ამავდროულად, კოკაინი იქცა მთავარ საექსპორტო პროდუქციად კოლუმბიისთვის და ერთ-ერთ მთავარ იმპორტად ამერიკისთვის. კოკაინის აღმოჩენიდან მალევე, აშშ-ის მაშინდელმა ადმინისტრაციამ ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს და დევნიდა როგორც დიდ ნარკობარონებს, ასევე, წვრილ გამსაღებლებსა და მომხმარებლებს.
ეს პროცესები მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო სასარგებლო. დროთა განმავლობაში, ანომალიური ტემპებით იზრდებოდა ესკობარის ქონება და ძალაუფლება. ყველაფერი იმ ზომამდე მივიდა, რომ 1989 წელს პანამაში გაქცეული ესკობარის ქონების ღირებულებას Forbes $47 მილიარდით აფასებდა, ხოლო, კოლუმბიაში დასაბრუნებლად, ესკობარი ხელისუფლებას მთლიანი სახელმწიფო ვალის გადახადას სთავაზობდა. დიდი ომის, ათასობით ადამიანის სიკვდილის, მილიარდობით დახარჯული დოლარის შედეგად, ფეხშიშველი ესკობარი კოლუმბიური ნარკოკონტროლის სამსახურის აგენტებმა 1993 წლის 2 დეკემბერს ბოგოტის ერთ-ერთ ღარიბულ უბანში მოკლეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კოკაინის მოხმარება აშშ-ში ოდნავადაც არ შემცირებულა და სულ უფრო იზრდებოდა მისი გავრცელების არეალი. ესკობარის ორგანიზაცია მედელინის კარტელი, კალის კარტელმა შეცვლა. საბოლოოდ, ეს ბიზნესი მთლიან შავი ბაზრის ხელში აღმოჩნდა. მეინსტრიმ პოლიტიკა ამ მიმართულებით ამერიკაში უცვლელი რჩებოდა. ამავდროულად, ევროპაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად, მიდგომები ნელ-ნელა სულ უფრო რბილდებოდა, ის დასჯიდან მკურნალობაზე ორიენტირებული გახდა. დროთა განმავლობაში კოკაინის წარმოებამ კოლუმბიაში იკლო, მაგრამ მეზობელ პერუში გადაინაცვლა. პრობლემა, ანუ კოკაინის პოპულარობა და მისი მოხმარება, არ შემცირებულა. ეს ბიზნესი, დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო ძალადობრივ ხასიათს იძენდა და საბოლოოდ, უსასტიკეს და უდიდეს კრიმინალურ სინდიკატად ჩამოყალიბდა. დღეს, კოკაინის წარმოებით, ლიდერებს შორის მექსიკა და იქაური ნარკოკარტელები არიან. შესაბამისად, აშშ-ს დღეს ბრძოლა უკვე მექსიკიდან შემოსულ ნარკოტიკებთან უწევს.
მას შემდეგ, რაც დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის ნათელი გახდა, რომ ნარკოტიკებთან ომი არ მუშაობს, ნელ-ნელა და მეთოდურად იცვლებოდა ნარკოპოლიტიკაც. დღევანდელი მდგომარეობით, დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ნარკოპოტილიკა მომხმარებლების მიმართ ლიბერალურია. ევროპის, თითქმის ყველა სახელმწიფოში, მომხმარებლებს ყველაგან მიუწვდებათ ხელი ჩანაცვლების პროგრამასა და სარეაბილიტაციო კურსზე. ნარკომანია კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება თუმცა, დასავლური დემოკრატიების ქვეყნები წლების წინ შეთანხმდნენ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა არ ნიშნავს და არ მოიცავს ნარკომომხმარებლებთან ბრძოლას.
სულ უფრო იკიდებს ფეხს ჩანაცვლების პროგრამები და საერეაბილიტაციო კურსები. ასეთ ქვეყნებში მოხმარება, უმეტესად, დეკრიმინალიზებულია და არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და არ სჯიდეს მომხმარებლებს.
ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამერიკაშიც. დღევანდელი მდგომარეობით, მარიხუანა ლეგალიზებულია ცხრა შტატში. ამის გარდა, სამედიცინო მიზნებით მარიხუანას გამოყენება ლეგალურია 8 შტატში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, დასავლურ დემოკრატიებში ომი მომხრებლებთან უკვე დაამთავრდა. სახელმწიფოები გადავიდნენ ზრუნვის მოდელზე და უარი თქვეს ძველ და არაეფექტიან მეთოდებზე.
სხვადასხვა ქვეყენებზე დაკვირვებით შეიძლება ასევე, საინტერესო პოლიტიკური ფენომენი აღმოვაჩინოთ. საქმე იმაშია, რომ ქვეყნებში, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებას ძველი მეთოდებით ებრძვიან და ყურადღებას ამახვილებენ მომხმარებლებზე, როგორც წესი, არადემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური წყობით ხასიათდებიან. ასეთი ქვეყნების სიაში შედის, ჩინეთი, რუსეთი, ინდონეზია, ირანი, საუდის არაბეთი და ახლო აღმოსავლეთის არაერთი ქვეყანა.
ინტერნეტ ტექნოლოგიის განვითარება თავის სასიკეთოდ გამოიყენა შავმა ბაზარმა. ე.წ. დარქნეტის, ანუ ჩრდილოვან ინტერნეტის მეშვეობით, ნარკოტიკებით ვაჭრობის მოცულობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ნარკო ბიზნესის მოცულობა მსოფლიო მაშტაბით ყოველწლიურად $300 მილიარდ დოლარს შეადგენს. სულ უფრო რთულდება ბრძოლა გავრცელებასთან.
პორტუგალია როგორც ალტერნატივა
ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ჭეშმარიტად, ყველაზე დიდი და რევოლუციური ნაბიჯი პორტუგალიამ გადაგდა. პორტუგალიაში, ჩვენ მსგავსად, უდიდესი კულტურული ღირებულების მატარებელია ღვინო და მევენახეობა. პორტუგალია საქართველოს მსგავსია პოლიტიკური და სოციალური ისტორიის თვალსაზრითაც. იქაც. როგორც ჩვენთან, საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოს მართავდნენ ფანატიკურად რელიგიური მონარქები, კათოლიკური ეკლესია ფლობდა მონოპოლიას საზოგადობრივ განწყობების კუთხით. ჩვენი პოლიტიკური ისტორია იდენტური იყო მეოცე საუკუნეშიც. იქაც, როგორც საქართველოში, წყობა ავტორიტარული იყო და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში ანტუნიო სალაზარი მართავდა. ჩამოთვლილი ასპექტების გარდა, პორტუგალიის პრეცენდენტი ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასთან ერთად ორმოცმა სხვადასხვა ორგანიზაციამ შეიმუშავა, სწორედ პორტუგალიური რეფორმის ბაზაზე არის დაფუძნებული.
სალაზარის რეჟიმის დაცემასთან ერთად, დაეცა დიქტატურაც და გაიხსნა ქვეყნის საზღვრები. რამდენიმე წელიწადში პორტუგალია იძირებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკებში. პორტუგალიის საპორტო ქალაქები გახდა "ფანჯარა ევროპაში" ახლო აღმოსავლური და აფრიკული ნარკოტიკისთვის. ხელისუფლებამ ახალ რეალობას აქაც შეტევით უპასუხა და დაიწყო პოლიტიკური ომი ნარკოტიკებისა და მისი მომხმარებლების წინააღმდეგ. ამგვარი ნარკოპოლიკა პორტუგალიაში 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, მეოცე საუკუნის მიწურულს, ნარკოდამოკიდებული ადამიანების რაოდენობით, პორტუგალია ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა, იმავე პოზიციას იკავებდა ქვეყანა აივ/შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობით. მათი რაოდენობა ყოველწლიურად 2 000 ადამიანით იზრდებოდა. მოსახლეობის ერთი პროცენტი, ანუ 100 ათასი მოქალაქე, ჰეროინზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა. ჯამურად, პატიმრების დაახლოებით 50 პროცენტი სწორედ ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
პორტუგალიაშიც, როგორც ჩვენთან, პირველი ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შეიტანა. 1996 წელს სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კანონი, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქცა გარდამტეხ მოვლენად ქვეყნისთვის.
2001 წელს პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნომრით 30/2000. დოკუმენტი გულიხმობდა უკლებლივ ყველა ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერების პირადი ფლობისა და მომხარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ოდენობად ნარკოტიკული საშუალების 10 დღის მარაგი განისაზღვრა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა მრავალი სარეაბილატაციო ცენტრი, ფართოდ დაინერგა ჩანაცვლებისა და ნარკომანიის მკურნალობის პროგრამები. რეფორმაში ჩართულები იყვნენ ფსიქოლოგები, ექიმები, ნარკოლოგები, სხვადასხვა არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
დაინერგა ზიანის შემცირების პროგრამა, რომელიც მომხმარებლების რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე იყო ორიენტირებული. ამ ცვლილებების პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად ებრძოდა ნარკოტიკს, როგორც მოვლენას, მის გაყიდვასა და გავრცელებას. ნარკომანიის მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებდა. ფინანსური რესურსები რომელიც მიჰქონდა მომხმარებლების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესებს, ანუ პოლიციური რესურსი, გამოთავისუფლდა. სწორედ აქედან ფინანსდებოდა უკლებვლივ ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი მკურანოლობისა და რეაბილიტაციის პროგრამები.
ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიურ აფთიაქში კოკაინი ან ჰეროინი არ იყიდება.
ფართოდ დაინერგა სპეციალური ჯგუფების, კომისიების ინსტიტუტი. კომისიაში სულ სამი ადამიანი შედის - ურისტი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. სწორედ ეს კომისია წყვეტს ნარკომომხმარებლების ბედს და არა - პოლიცია.
მას შემდეგ, რაც მოქალაქე შემჩნეული იქნება სისტემატურ და ყოველდღიურ მოხმარებაში ან მას აღმოუჩენენ პირადი მარაგის მაქსიმუმის (10 დღე), პოლიცია მოქალაქის შესახებ ინფორმაციას კომისიას აწვდის.
თავის მხრივ კომისიას აქვს უფლება:
- დააჯარიმოს მოქალაქე €25 დან €125-მდე;
- დაუწესოს მას აკრძალვა, პროფესიებზე რომელიც სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მოითხოვს;
- აუკრძალოს ვიზიტი კლუბებში
- აუკრძალოს ქვეყნიდან გასვლა;
- ჩამოართვას იარაღის ტარების უფლება;
- მოახდინოს ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მარაგის კონფისკაცია;
- მოუხსნას პირს სახელმწიფო ფინანსური და სოციალური დახმარება.
უკანასკნელ ორ პუნქტს კომისია უიშვიათეს შემთხვევებში იყენებს. რეფორმის შედეგად:
- შემცირდა შიდსის გავრცელების ახალი შემთხვევები;
- შემცირდა ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა. 2001 წელი - 80, 2012 წელი - 16
- შემცირდა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. 2001 წელი - 14 ათასი, 2012 წელი 6 ათასი.
- არკოტიკებისა და ნარკო მომხმარებლების მონიტორინგის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ზედოზირებით გამოწვეული სიკვიდილის სიმცირით, პორტუგალიაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რუმინეთს აქვს.
ეს არის შედეგები, რომელიც პორგულიამ დეკრიმინალიზაციიდან 16 წლის თავზე მიიღო და მსოფლიოს შესთავაზა ჰუმანური, ეფექტური, არა დასჯაზე, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს არსებული მოდელებიდან ყველაზე ეფექტიანია.
სწორედ პორტუგალიური მოდელისს და ადგილობრივი კონტესქტის გათვალისწინებით შეიქმნა კანონპროექტი, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასთან ერთა,დ ორმოცმა სხვადახვა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
კანონპროექტი პარლამენტს თავაზობს:
- დადგინდეს ოდენობები აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხაში არსებულ უკლებლივ ყველა ნივთიერებაზე. მოხდეს უკლებლივ ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და გაუქმდეს საპატიმრო სასჯელი. დადგინდეს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობები და მის ფლობაზე გაუქმდეს საპატიმრო სასჯელი. პირადი მოხმარებისთვის განკუთნილ ოდენობად განისაზღვროს ერთი დღის მარაგი;
- პირად ოდენობაზე მეტის ფლობა, ყიდვა-გაყიდვა, გავრცელება დამზადება რჩება სისხლის სამართლის კოდექსის საქმედ თუმცა, მნიშვნელოვნად მცირდება საპატიმრო ვადები და საჯარიმო სანქციები;
- მომხმარებლებზე პოლიციური კონტროლის გაუქმების შედეგად ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას და ამ თანხების სრულ მობილიზაციას სარაებილიტაციო, სამკურნალო და რესოციალიზაციის საქმეზე.
შეთავაზებული ნარკოპოლიტიკა ცვლის პარადიგმას, მომხმარებელის დასჯის მაგივრად თავაზობს ზრუნვას. კანონის მიღების შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკას სახელმწიფოში არა ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო გაატარებს.
რეალურად, თავისუფალი სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ნარკოტიკებთან ომი არ მუშაობს, ეს არ არის ეფექტიანი. დღევანდელი მდგომარეობით, დემოკრატიული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნარკომანია არ არის კრიმინალი. ნარკომანია არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და არა - დასჯა. ნარკომანიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სწორედ დეკრიმინალიზაციაა.
რეცეპტი ნაპოვნია, საკითხის ირგვლივ არსებობს საზოგადოებრივი მზაობა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, 2016 წელს გამოკითხულთა 55 პროცენტი ეწინააღმდეგება ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის ინექციური) მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენებას. 2017 წელს იგივე მაჩვენებელი 57 პროცენტს უტოლდება.
არსებობს ფინანსური რესურსი, რომელიც რეფორმის განსახორციელებლად არის საჭირო. ერთადერთი, რაც პროცესის ბოლომდე მისაყვანად არის საჭირო, ეს არის პოლიტიკური ნება. შეუძლებელია, გვინდოდეს ვიყოთ დასავლური პოლიტიკის, კულტურისა თუ სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფილი წევრი და იგივე ნარკოპოლიტიკა გვქონდეს მომავალში, რაც დღეს. ალოგიკურია, ყველა ძირითადი მიმართულებით მივდიოდეთ დასავლეთისკენ და ამავდროულად გვქონდეს საბჭოური ნარკოპოლიტიკა.
ყველა არგუმენტი დეკრიმინალაზიციის სასარგებლოდ უკვე გაჟღერებულია თუმცა, ყველაზე მთავარი არგუმენტი, მაინც, იმ ადამიანების შეწყვეტილი სისოცხლეა, რომლებიც ამ კანიბალისტური სტრუქტრის პოლიტიკას ემსხვერპლნენ. დემურ სტურუა, ლევან აბზიანიძე, ამირან კვირიკაშვილი - ეს იმ ადამიანების ალბათ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. პირდაპირი მსხვერპლის გარდა, არსებულმა ნარკოპოლიტიკამ მოიტანა ძალადობა, მოიტანა შავი ბაზარი, უამრავი პატიმარი და მათი გაუბედურებული და გაღარიბებული ოჯახები. ყველაზე მეტად საპატიმროებში სწორედ სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ადამიანები ხვდებიან, ისინი, ვინაც ვერ შეძლო საპროცესო გარიგებისთვის აუცილებელი თანხის გადახდა.
ამ სტატიის მომზადების პროცესში გავიგე, რომ ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მოვიდა დრო კანონმდებლებმა აირჩიონ როგორ რეალობაში ვიცხოვრებთ. არჩევანი ნათელია, #Choose LIfe, ანუ აირჩიე სიცოცხლე.
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები