Japan Airlines (JAL) და კომპანია Boom Supersonic-ის თანამშრომლობის შედეგად, უახლოეს მომავალში, მგზავრებს ზებგერითი თვითმფრინავებით გადაადგილება შეეძლებათ. შეთანხმების ფარგლებში JAL $10 მილიონის ინვესტირებას აპირებს და გარდა ამისა, Boom-ს თვითმფრინავების დიზაინისა და მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში დაეხმარება.

ამავე პროექტის ფარგლებში, იაპონიის ავიახაზებს Boom-ის 20 თვითმფრინავის შეძენა შეეძლება, მას შემდეგ რაც ისინი ექსპლუატაციაში ჩასაშვებად მზად იქნება. Boom Supersonic-ს, თვითმფრინავებზე, ამჟამად, 56 შეკვეთა აქვს მსოფლიოს 5 წამყვანი ავიაკომპანიისგან.

Boom-ის თვითმფრინავებს ფრენისას 2716 კმ/სთ (Mach 2.2) განვითარება შეეძლება და 55 მგზავრს გადაიყვანს. თვითმფრინავი მთლიანად ბიზნესკლასზე იქნება მორგებული.

პირველი კომერციულ ფრენის განხორციელება 2023 წლისთვის იგეგმება.