გურიის ეპარქიის მოძღვარი გამორიცხავს იმას, რომ ლანჩხუთში, პოლიციის თანამშრომლებს მღვდელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

სასულიერო პირი ქრონიკასთან საუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულმა მღვდელმა თავის არეში დაზიანებები, მანქანით გააადგილების დროს მექანიკურად მიიღო:

"ის მართალია იყო ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ აქ არ იყო ალკოჰოლური თრობა, ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გახდა იმის მიზეზი რომ მამაო გადაეყვანა საპატრულო ეკიპაჟს თავისი მანქანით და აი ამ გადაადგილების დროს მოხდა მექნიკური დაზიანება, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩვენ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს რომ ეს მოხდა პოლიციის მიერ და იმას რომ იყო რაიმე ხელის შეხება და შეურაცხყოის ფაქტი".

დღეს, გამთენიისას, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს, რომ სასულიერო პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგ იგი აღნიშნული მუხლით დააკავეს, თავიანთ მანქანაში ჩასვეს და ოზურგეთისკენ წაიყვანეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ჰყვება, დაკავებულმა პოლიციის მანქანაში თავად მიიყენა თვითდაზიანებები. მათივე მტკიცებით, შსს-ს ამის ამსახველი ვიდეო ჩანაწერიც აქვს.