ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც 2021 წლის თებერვალში მთავრობის სათავეში დაბრუნების დეტალებს, ქვეყანაში არსებულ მაშინდელ მძიმე კრიზისს და მის პერიოდში მიღწეულ შედეგებს იხსენებს.
ღარიბაშვილი იხსენებს იმ ვითარებას, რომელშიც პრემიერის პოსტი ჩაიბარა და გიორგი გახარიას გადადგომას "მოულოდნელი ღალატს" უწოდებს.
"საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერმინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში:
ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად "დეფოლტის" საფრთხის წინაშე იდგა.
ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია — დემორალიზებული, გუნდი — დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35–37%-მდე იყო დაცემული. ასეთი ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე 2021 წლის 18 თებერვალს", — დაწერა ღარიბაშვილმა.
ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე მათ შეძლეს ვითარების სწრაფი სტაბილიზაცია, კოვიდშეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენა.
"პრემიერად დანიშვნისთანავე, უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა, შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა, უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
პარალელურად გავხსენით დაკეტილი ეკონომიკა, ძლიერი ბიძგი მივეცით ბიზნესსა და ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდის პირობებში დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ინიციატივების განხორციელება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განახლების პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში გავშალეთ სამუშაოები.
იმავე წელს დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები. 43%-იანი ბარიერი დავძლიეთ და ავიღეთ 47%.
თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი. და ბოლოს, უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი", — დაწერა ექსპრემიერმა.
წერილში ხაზგასმულია სამწლიანი მმართველობის პერიოდში ინფლაციის შემცირების, მედიკამენტების ფასების რეეგულირებისა და ვალის შემცირების წარმატებები.
"ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით გაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი — ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო — საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.
ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ, ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ. მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-დან 38%-მდე", — აღნიშნულია წერილში.
ღარიბაშვილი ყურადღებას ამახვილებს უმუშევრობის შემცირებაზე, ხელფასების ზრდასა და სოციალურ ინიციატივებზე.
"მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.
მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.
სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით — მეათე ადგილზე. ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები", — წერს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერი ხაზს უსვამს ეროვნული ინტერესების დაცვას, რეგიონულ მედიაციასა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება. ქვეყნის შიგნით მიმდინარე სწრაფი განვითარების პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებდით.
სამ წელიწადში განვახორციელეთ 25 საგარეო ვიზიტი. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. წარმატებული ვიზიტები მქონდა ჩინეთში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში, ისრაელსა და იორდანიაში (უწმინდესის, ილია მეორის, კურთხევით, სამასი წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა წმინდა მიწაზე).
გავამყარეთ მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები რეგიონში. ბოლო პერიოდში პირველი მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა. ასევე, პირველად გაიმართა სამივე ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა თბილისში", — აღნიშნულია წერილში.
თავის მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თანამდებობა მაღალი რეიტინგით დატოვა.
"და ბოლოს:
ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.
ამ შედეგებით დავტოვე პრემიერმინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.
მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა — საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!", — წერს ექსპრემიერი.
მეტი ღარიბაშვილის წერილების შესახებ:
- ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
- ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
- ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
- "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
- "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
- ექსმაღალჩინოსნები საპყრობილეში — ვინ იმყოფება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
კომენტარები