ხმაური, რომელსაც ტვინი ნაკლებად ებრძვის — რატომ გვამშვიდებს ტალღების ხმა?
ფოტო: Nortek
ახლახან გადმოვედი ზღვისპირა ქალაქში. მართალია, დუბლინის ცენტრიდან სანაპირომდე მისასვლელად ერთ საათზე მეტი გჭირდება, მაგრამ იმის შეგრძნებაც კი, რომ ზღვასთან ახლოს ვარ და ლექციის შემდეგ, უბრალოდ, სანაპიროზე გასეირნება და ოკეანის ნახვა შემიძლია, მამშვიდებს.
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე? რატომ არის, რომ ზღვის ნაპირზე ჯდომისას ან უბრალოდ ტალღების ხმის მოსმენისას თითქოს, ყველაფერი ჩუმდება და ყოველდღიური პრობლემები ოდნავ ნაკლებად გვახსენებენ თავს?
მივხვდი, რომ ზღვის ხმას სხვადასხვა დროს ვაკითხავ ხოლმე — თუ სახლში სამეცადინოდ დარჩენილს კონცენტრაცია მჭირდება და ავტომატურად ვკრეფ Ocean sounds to study-ს; თუ მარტო ყოფნისა და სიმშვიდეში გასეირნების დღე მაქვს; თუ წიგნის წაკითხვას ვაპირებ; თუ ბევრი საქმე მაქვს; თუ გვიან ღამით დაძინება მიჭირს და აზრების გაფანტვასა და დამშვიდებას ვცდილობ; ან თუნდაც, როგორც ახლა, სტატიის წერას უკანა ფონად ზღვის ტალღების ხმა მინდა გასდევდეს.
ისე გამოვიდა, რომ წყლის ხმა წლების განმავლობაში ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა — მაშინაც კი, როცა ზღვიდან ასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობდი. შესაძლოა, ამიტომაც დალაგდა ჩემი ცხოვრება ასე: თავიდან და თავიდან ვირჩევ გზებს, რომლებიც წყალთან ახლოს მიმიყვანს.
როგორც მერე აღმოვაჩინე, ჩემნაირი ჩვევა მილიონობით სხვა ადამიანსაც ჰქონია და როგორც ჩანს, ამის უკან მხოლოდ ზღვის სიყვარული ან სასიამოვნო მოგონებები არ დგას, არამედ —მეცნიერული ახსნა.
როგორ გვეხმარება დამშვიდებაში?
ზღვის ტალღების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება მათი განმეორებადობაა. ტალღა მოდის, ხმაური იმატებს, შემდეგ იკლებს და ცოტა ხანში ყველაფერი თავიდან მეორდება. მსგავსი რამ ხდება წვიმის დროსაც, მდინარის დინებისას ან ჩანჩქერის უწყვეტი გუგუნის მოსმენისას.
ჩვენი ყოველდღიურობა კი სრულიად განსხვავებული ხმებითაა სავსე — მანქანის სიგნალი, ტელეფონის შეტყობინება, კარის გაღება, ვიღაცის საუბარი. მოულოდნელი ხმები ყურადღებას გვთხოვს, ბუნებრივი, თანაბარი ხმები კი შეიძლება უფრო მარტივად იქცეს ფონურად.
სწორედ ამიტომ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივ ხმებს, განსაკუთრებით წყლის ხმას, შეუძლია სტრესის შემდეგ ორგანიზმის დასვენებას შეუწყოს ხელი. ერთ-ერთ კვლევაში ბუნებრივი ხმების მოსმენისას სტრესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური მაჩვენებელი უფრო სწრაფად უბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას, ვიდრე ხმაურიან გარემოში. უფრო ფართო მიმოხილვებიც მიუთითებს, რომ ბუნებრივი ხმები, მათ შორის წყლის ხმები, შეიძლება დადებითად მოქმედებდეს სტრესსა და კეთილდღეობაზე.
რატომ გვიადვილდება დაძინება?
როცა ვიძინებთ, ტვინი გარემოსთან ურთიერთობას მთლიანად არ წყვეტს. უეცარი და მკვეთრი ხმა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ გარემოს და გავიღვიძოთ. თანაბარი ფონური ხმა კი სხვა მცირე ხმაურს ნაწილობრივ ფარავს და უფრო ტკბილად დაძინებაში გვეხმარება და უფრო კომფორტულ გარემოს გვიქმნის.
რა ხდება მეცადინეობისას?
აქვე ერთი მარტივი პარადოქსიც უნდა ვახსენოთ — ხმა, რომელიც არსად მიდის, ზოგჯერ ყურადღებას ნაკლებად გვიფანტავს. სრული სიჩუმე ყველასთვის იდეალური გარემო არ არის, რადგან მასში ერთი შემთხვევითი ხმა შეიძლება განსაკუთრებით შესამჩნევი გახდეს. საუბარს კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტყვებს ვარჩევთ, ჩვენი ყურადღების ნაწილი ბუნებრივად მიაქვს. ზღვის ხმა ამ მხრივ განსხვავებულია: ტალღები მეორდება, მაგრამ კონკრეტულ ინფორმაციას არ გვაწვდის. კვლევებშიც აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი ხმების მოსმენას ზოგ შემთხვევაში ყურადღებისა და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება ახლავს.
წყლის ხმებს ერთი საერთო რამ აქვთ: ისინი ბუნებრივად მეორდება, არ გვთხოვს მათზე რეაგირებას და თან შეიძლება სხვა, უფრო მოულოდნელი ხმები გადაფაროს. კვლევებში წყალს ბუნებრივ ხმებს შორის განსაკუთრებით ხშირად უკავშირებენ დადებით ემოციებსა და აღდგენით ეფექტს.
და მაინც, ალბათ მხოლოდ ბიოლოგიით ვერ ავხსნით, რატომ გვიყვარს ზღვის ხმა ასე ძალიან. მასთან ჩვენი პირადი მოგონებებიც გვაკავშირებს — ზაფხული, შვებულება, სანაპირო, თავისუფლება, ბავშვობა ან უბრალოდ ის განცდა, რომ სადღაც შეგვიძლია წავიდეთ და ცოტა ხნით არაფერზე ვიფიქროთ.
ტალღები არაფერს გვთხოვს. უბრალოდ მოდის და მიდის, ისევ და ისევ. და ზოგჯერ, როცა ყოველდღიურობა ზედმეტად ხმაურიანი ხდება, ალბათ, სწორედ ეს გვჭირდება.
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა

კომენტარები