ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა
ვენესუელის ვიცეპრეზიდენტმა და ნავთობის მინისტრმა დელსი როდრიგესმა ოფიციალურად დადო ფიცი და ქვეყნის დროებით პრეზიდენტი გახდა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ის მიერ დაკავებული პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკის სასამართლოში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
56 წლის როდრიგესი შრომითი სამართლის იურისტია, რომელიც კერძო სექტორთან მჭიდრო კავშირებით და მმართველი პარტიისადმი ერთგულებითაა ცნობილი.
ორშაბათს, 5 იანვარს, ფიცი ასევე დადო გასული წლის მაისში არჩეულმა 283-მა დეპუტატმა. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი მიეკუთვნება ოპოზიციას — ოპოზიციის უმეტესობამ, განსაკუთრებით ნობელის პრემიის ლაურეატის მაჩადოს ხელმძღვანელობით მოქმედმა ფრთამ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ერთადერთი დეპუტატი, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა, იყო პირველი ლედი სილია ფლორესი, რომელიც აშშ-ში პატიმრობაში იმყოფება.
- 2025 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მარია მაჩადოს მიენიჭა
- მარია მაჩადო: ნობელის პრემიას ვენესუელის ტანჯულ ხალხს და პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი
ცნობისთვის, მადუროს ბრალად ედება კოკაინის ტრეფიკინგის ქსელის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალადობრივ ჯგუფებთან, მათ შორის მექსიკის სინალოას და ზეტას კარტელებთან, კოლუმბიის FARC-ის მეამბოხეებთან და ვენესუელის კრიმინალურ დაჯგუფება "ტრენ დე არაგუასთან" თანამშრომლობდა.
მას ოთხი სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული: ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, ასევე ავტომატური იარაღისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობა.
მადურო წლებია უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი ვენესუელის მდიდარი ნავთობის რესურსების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული იმპერიალისტური გეგმების საფარია.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით აშშ-ში გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა კარაკასზე "მასშტაბური დარტყმები" განახორციელა.
- ნიკოლას მადურო: მე უდანაშაულო ვარ, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ
- შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ
- შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა
- მარკო რუბიო: აშშ ვენესუელასთან ომში არ არის, ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციებს ეომება
- ტრამპი დელსი როდრიგესს აფრთხილებს, "თუ სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ, მადუროზე დიდსაც".
- "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლას მადუროს დაკავებას ეხმაურება
- ტრამპი: მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ვენესუელიდან ვერტმფრენით გაიყვანეს
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები