რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
ფოტო: Magnific
ჩვენ, ადამიანებს, ვისაც ჭამა გვიყვარს, ალბათ ყველაზე ხშირად დაგვიდანაშაულებია თავი იმაში, რომ ზომიერების დაცვა გვიჭირს — ერთ ნაჭერზე ვერ ვჩერდებით. ხანდახან კი ვახერხებთ და თავსაც ვიტყუებთ, რომ შოკოლადის მხოლოდ ერთ ნატეხს შევჭამთ და არა მთელ ფილას, ან რამდენიმე ჩიფსს დავჯერდებით და დანარჩენს შევინახავთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცარიელ შეფუთვასთან და სირცხვილთან ერთად ვრჩებით ხოლმე — პირში მწარე გემოთი, რომელსაც შოკოლადის სიტკბო ვეღარ ფარავს.
როგორც წესი, პირველი, რასაც ასეთ დროს ვაკეთებთ, საკუთარი თავის დადანაშაულებაა. ვბრაზობთ, რომ ნებისყოფა არ გვაქვს, სუსტები ვართ და საკუთარი თავის კონტროლი გვიჭირს. სინამდვილეში კი, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა — როცა საქმეში ბიოლოგია ერთვება, ჩვენი ძალისხმევა ფუჭი ხდება ხოლმე.
როცა ტკბილს, მარილიანს ან ცხიმიანს ვჭამთ, ტვინში სიამოვნებისა და მოტივაციის ნეიროტრანსმიტერი — დოფამინი გამოიყოფა. ჩვენი ტვინი კი ევოლუციურად ჯერ კიდევ ქვის ხანაშია ჩარჩენილი — იმ დროში, როცა მაღალკალორიული საკვები უიშვიათესი ფუფუნება იყო, ადამიანს კი გადასარჩენად ყველაფერი უნდა შეეჭამა, რასაც იპოვიდა.
დღეს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე გამოწვევები ნაკლებად გვიდგას, პირველ ლუკმაზე ჩვენი გონება მაინც რთავს განგაშის სიგნალს — რასაც ვჭამთ, ძვირფასი ენერგიაა და არ უნდა გავჩერდეთ. ტვინის რაციონალური ნაწილი თითქოს დროებით ითიშება და ინსტინქტებს მინდობილ ორგანიზმად ვიქცევით, რომელსაც უბრალოდ მეტი დოფამინი სჭირდება.
ფოტო: Tenor
საქმეს ისიც ართულებს, რომ ჩვენი საყვარელი სასუსნავები შაქრის, მარილისა და ცხიმის მათემატიკურად გათვლილ, იდეალურ პროპორციას შეიცავს — ისინი მაქსიმალურად აღაგზნებენ ჩვენს რეცეპტორებს, მაგრამ, ამავდროულად, სწრაფ დანაყრებას არ იწვევენ. შედეგად, კუჭის გადავსების სიგნალი ტვინამდე მანამ არ მიდის, სანამ მთელ პაკეტს არ გამოვცლით ხოლმე.
თუმცა, სისტემის გასაცურებლად ან ბიოლოგიის დასაჯაბნად რაღაც ხრიკები მაინც არსებობს:
- არასდროს ჭამო პირდაპირ შეფუთვიდან — ტვინს საზღვრების აღქმა და ნორმის განსაზღვრა უჭირს. უკეთესია, თუ შენი საყვარელი სასუსნავის მცირე (მაგრამ საკმარის) რაოდენობას გადმოიღებ, დანარჩენს კი მხედველობის არიდან გააქრობ.
- გამოიყენე ხუთი წუთის წესი — როცა პირველ ნაჭერს შეჭამ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე ან წყალი დალიე. ეს დრო საკმარისია ხოლმე იმისათვის, რომ დოფამინის ტალღამ გადაიაროს და საკუთარ გადაწყვეტილებებზე კონტროლი დაიბრუნო.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დანაშაულის გრძნობა უნდა დავთრგუნოთ. გვახსოვდეს, რომ ის, რაც აქამდე სისუსტე და ნებისყოფის ნაკლებობა გვეგონა, სინამდვილეში ტვინის ბუნებრივი რეაქციაა.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები