26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა და 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის მატარებელი ყოველდღიურ მიმოსვლას აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის თანდასწრებით, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვან შეთანხმებათა პაკეტს მოეწერა ხელი.
ასევე, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე; 20 წლით გახანგრძლივდა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური პარტნიორობების გაღრმავებასთან და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ 20-წლიანი ხელშეკრულება, სოციალურ გაზთან დაკავშირებით, გადაგრძელდა 20 წლით. ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
[...]
ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო— თბილისი — სუბსის მილსადენს. ეს მილსადენი რეალურად გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში — არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება და რჩება, რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში.
[...]
ასევე შევთანხმდით ბაქო — თბილისი — ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის ეს მონაკვეთი. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას. აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმო და ეს პროექტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით...", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები