გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზოგჯერ ყველაფერი ერთი ქალაქიდან იწყება — იმ ქალაქიდან, რომელიც შენს ფიქრს, არჩევანს და საბოლოოდ, გზას განსაზღვრავს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანისთვის ეს ქალაქი ქუთაისია.
ქალაქი, რომელიც მხოლოდ მის ბავშვობას არ ინახავს — ქუთაისი ცხოვრობს მის აზროვნებაში, დამოკიდებულებებში, იმ გზაში, რომელსაც დღეს მიჰყვება. ქუთაისი მისთვის არის სიყვარულის, იუმორისა და სიმშვიდის ერთობლიობა — ის განსაკუთრებული მუხტი, რომელიც გასწავლის, სირთულეებს სიმშვიდით შეხვდე და საქმე გულით აკეთო.
აქ დრო თითქოს სხვანაირად მოძრაობს. ეს არის სივრცე, რომელიც არ გაჩქარებს, პირიქით, გაძლევს დროს, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინო. ქალაქი, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი ხშირად პირობითია და სრულიად უცნობიც კი შეიძლება ერთ წამში შენიანი გახდეს.
“ჩემთვის ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც გასწავლის ფიქრს და გაძლევს დროს საკუთარი თავის აღმოსაჩენად. აქ ვისწავლე, რომ ნებისმიერ სირთულეს იუმორითა და სიმშვიდით უნდა შეხვდე, ხოლო საქმე სიყვარულით აკეთო. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი პირობითია და სრულიად უცნობიც კი შეიძლება ერთ წამში შენიანად და ნაცნობად იგრძნო”. — აღნიშნავს გიორგი.
სწორედ ამ გარემოში ისწავლა გიორგიმ მთავარი — აღმოაჩინოს გამოსავალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავენ.
“ქუთაისმა მასწავლა მთავარი — გამოსავლის პოვნა იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავენ. როცა მინიმალური რესურსით მაქსიმალურ შედეგს იღებ. ჩემს პროფესიაში, ტექნოლოგიებში, ეს თვისება გადამწყვეტია: ნებისმიერი რთული კოდი თუ სისტემური ხარვეზი სწორედ ასეთ მოქნილ მიდგომას მოითხოვს.
გარდა ამისა, ამ ქალაქმა ჩამომიყალიბა შინაგანი სიმტკიცე. აქ სწავლა და ამოცანებთან ჭიდილი, ყოველდღიური ცხოვრება ერთგვარი მამოძრავებელი ძალა იყო, რამაც მასწავლა, რომ სირთულე არა დაბრკოლება, არამედ ზრდის შესაძლებლობაა. სწორედ ეს არდანებების და არგაჩერების თვისება მეხმარება, რომ დღეს ნებისმიერ გამოწვევას მშვიდად და მომზადებული შევხვდე. საბოლოოდ, ქუთაისმა მასწავლა, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა, ხოლო სწორი ხედვა, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად საუკეთესო იარაღი”. — გვიყვება გიორგი.
ეს უნარი კი შემთხვევით არ ჩნდება. ის ყალიბდება პატარა, თითქოს უმნიშვნელო მომენტებიდან — როცა ბავშვობაში რაღაცას შლი, მერე თავიდან აწყობ, ცდი, შეცდომას უშვებ და თავიდან იწყებ.
გიორგისთვის ეს პროცესი 8-9 წლის ასაკში დაიწყო. ტექნიკასთან ჩხირკედელაობა მისთვის თამაში კი არა, აღმოჩენა იყო — ელექტროძრავებით პატარა მოწყობილობების აწყობა, იდეის წარმოდგენა და შემდეგ მისი რეალობაში გადმოტანა.
მოგვიანებით ეს ცნობისმოყვარეობა Minecraft-ის სამყაროში გაგრძელდა — სივრცეში, სადაც ფანტაზია პირდაპირ იქცევა მოქმედებად. მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო უფრო ღრმა კითხვები: რა დგას ამ ყველაფრის უკან? როგორ მუშაობს სისტემა?
პასუხების ძიება მალე პრაქტიკად იქცა. თუ ვინმეს კომპიუტერზე პრობლემა შეექმნებოდა, უკვე იცოდნენ — გიორგი მოაგვარებდა. 10-11 წლის ასაკში კი საკუთარი YouTube არხიც ჰქონდა, სადაც სხვებსაც უზიარებდა ცოდნას — მარტივი, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის გზებს.
“არხი ძირითადად საგანმანათლებლო იყო: ვასწავლიდი კომპიუტერთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ საკითხებს, მაგალითად, საათის გასწორებას და მსგავს რაღაცებს. ასევე ვიღებდი სხვადასხვა ნივთის შექმნის პროცესს და ზოგად საინფორმაციო ვიდეოებს.
და, ალბათ, ამ ყოველივემ ჩაუყარა საფუძველი ჩემი და ტექნოლოგიების კავშირს. შემდეგ უკვე პროგრამული ენების შესწავლაზე გადავედი. თავიდან სწავლა React-ით დავიწყე, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ნაკლებად მაინტერესებდა. უფრო ალგორითმულ და საფიქრალ სამუშაოზე გადავედი. დავიწყე ალგორითმული უნარ-ჩვევების განვითარება და სხვადასხვა ამოცანის ამოხსნა. როცა მივხვდი, რომ დამოუკიდებლად ისე ვეღარ ვუმკლავდებოდი სირთულეებს, როგორც მინდოდა, რეპეტიტორთან დავიწყე სიარული. მაშინ AI არ იყო ცნობილი და ისე განვითარებული ამიტომ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც კონკრეტულ პრობლემას უფრო ღრმად ამიხსნიდა.“
ეს იყო მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, არამედ აზროვნების იმ სტილისკენ, რომელიც დღესაც განსაზღვრავს მის გზას.
სკოლა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა — ადგილი, სადაც სწავლა მუდმივ გამოწვევასთან ასოცირდებოდა. ამოცანები, დისკუსიები, დაუღალავი ფიქრი — ეს ყველაფერი ქმნიდა გარემოს, რომელიც არ გაძლევდა გაჩერების საშუალებას. სწორედ აქ გაჩნდა ის შინაგანი მუხტი, რომელიც დღემდე არ აძლევს საშუალებას დაკმაყოფილდეს მიღწეულით.
“თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში წარმატება მხოლოდ ტექნიკური ცოდნით არ განისაზღვრება, ეს არის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის ერთობლიობა, სადაც ნებისმიერი რთული ამოცანა ლოგიკურ ნაწილებად იშლება და ოპტიმალური გამოსავალი იძებნება. ამ პროცესს საფუძვლად უდევს მუდმივი სწავლისა და განვითარების მზაობა, რაც საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და შევინარჩუნოთ აქტუალობა ცვალებად გარემოში. ყველაზე გენიალური კოდიც კი უფასურია, თუ მას სხვა ადამიანებამდე ვერ მიიტან, სწორედ რბილი უნარები(კომუნიკაცია და სხვა) არის ხიდი ტექნოლოგიასა და ადამიანს შორის, ის გვეხმარება გუნდურ მუშაობაში, იდეების სწორად მიტანასა და იმის გააზრებაში, თუ რა სჭირდება რეალურად მომხმარებელს”. — გვიყვება გიორგი.
ის ახლა კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობს და Backend-ის მიმართულებით ავითარებს საკუთარ ცოდნას — იქ, სადაც იდეა რეალურ პროდუქტად იქცევა. მას აინტერესებს არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი — როგორ მუშაობს სისტემა შიგნიდან, როგორ იქმნება რთული მექანიზმები კადრს მიღმა.
ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ბანკის სტიპენდია — მხარდაჭერა, რომელიც მისთვის მხოლოდ ფინანსური რესურსი არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც პასუხისმგებლობას აჩენს, რომ ყოველდღიურად იმუშაო უფრო მიზანმიმართულად, უფრო სიღრმისეულად.
თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იდეის შექმნის პროცესია — ის მომენტი, როცა ფიქრი კოდად იქცევა, კოდი — პროდუქტად, და პროდუქტი — რეალურ დახმარებად.
არ გაჩერებაზე საუბრისას კი ამბობს, რომ მთავარი მამოძრავებელი ცნობისმოყვარეობაა.
“ცნობისმოყვარეობა მუდმივად მიბიძგებს გავიგო, როგორ მუშაობს ესა თუ ის საკითხი და არ გავჩერდე. ამას ემატება შეუპოვრობა და პრინციპი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო, რაც მაძლევს ძალას სირთულეების მიუხედავად არ გავჩერდე. ამ ყველაფერს აძლიერებს პასუხისმგებლობის განცდა ქვეყნისა და მომავლის წინაშე — ვიცი, რომ ჩემი დღევანდელი ცოდნა მომავალში შეიძლება ადამიანებს დაეხმაროს და შექმნას ახალი შესაძლებლობები, ამიტომ გაჩერების უფლება არ მაქვს”. — აღნიშნავს ის.
დასახული მიზნების მიღწევის პროცესში კი საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერა.
“საქართველოს ბანკის სტიპენდიამ ჩემთვის გაცილებით მეტი მოიტანა, ვიდრე უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერა. პირველ რიგში, მან მომცა შესაძლებლობა, რომ მთელი ჩემი რესურსი და ენერგია სწავლისკენ მიმემართა და ფინანსურ საკითხებზე ფიქრის ნაცვლად, მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. ამასთანავე, ამ აღიარებამ ერთგვარი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც დამაკისრა. როდესაც ხედავ, რომ ასეთი მასშტაბის ორგანიზაცია შენს პოტენციალს ენდობა, ეს გაიძულებს, შენს საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად და პროფესიულად მიუდგე. ეს სტიპენდია ჩემთვის არის დამატებითი მოტივაცია, რომ ყოველდღიურად დავამტკიცო ამ ნდობის მართებულობა და მაქსიმუმი გავაკეთო ჩემს სფეროში წარმატების მისაღწევად“. — გვიზიარებს გიორგი.
მისი მიზანია, მიღებული ცოდნა საქართველოში გამოიყენოს და სხვებსაც გაუზიაროს. სჯერა, რომ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ყველაზე დიდი მიღწევაა. და, იმავდროულად, ფიქრობს, რომ საქართველოში შექმნილ კოდს შეუძლია ბარიერები მოხსნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის.
და თუ ვინმე ახლა საკუთარ გზაზე პირველ ნაბიჯს ვერ დგამს, გიორგი ურჩევს: არ დაელოდოს იდეალურ მომენტს, უბრალოდ დაიწყოს.
უფრო მეტისთვის, წაიკითხეთ ბლოგი.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
კომენტარები