EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ
ფოტო: Ludovic Marin, AFP
მსოფლიო ლიდერები კვირას სომხეთში, ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრის დევიზია "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" იმართება.
48 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, დღეს, 4 მაისს, შეიკრიბება, რათა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, მათ შორის აშშ-ირანის დაძაბულობა, პირისპირ განიხილონ.
France 24 წერს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფაქტორი ცენტრალური იქნება. სამიტი ერევანში, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის გზაჯვარედინზე იმართება.
"კონტინენტის ლიდერები, კანადასთან, როგორც სტუმართან ერთად, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლონ უსაფრთხოებისა და კოლექტიური მდგრადობის გასაძლიერებლად", — დაწერა სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, როდესაც ის სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა.
ერევანში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ხოლო მერცის ინტერესებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წარადგენს.
მათ შეუერთდებათ კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი — პირველი არაევროპელი ლიდერი, რომელიც EPC-ის მოლაპარაკებებში მონაწილეობს. France 24 წერს, რომ ეს არის ოტავასა და ევროპას შორის იმ მზარდი დაახლოების ნიშანი, რომელიც ტრამპის პოლიტიკამ გამოიწვია.
აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ოტავა ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების სქემას შეუერთდა და ცდილობს გააღრმაოს თანამშრომლობა სავაჭრო სფეროში.
EPC-ის ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ერევანში ჩავიდა. ის გუშინ, 3 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მათ ერევანი ერთად დაათვალიერეს.
სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს ირაკლი კობახიძეც, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. აღნიშNული მრგვალი მაგიდის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოებაა.
როგორ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მრგვალი მაგიდის ფორმატში ექნება საშუალება, მიმართოს ევროპელ ლიდერებს და ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოიყენებს.
"ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, ამიერკავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად — დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, EPC-ის ფორუმს დაესწრებიან ლიდერები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, აგრეთვე ალბანეთიდან, ანდორიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, კანადიდან, საქართველოდან, ისლანდიიდან, კოსოვოდან, ლიხტენშტაინიდან, მოლდოვიდან, მონაკოდან, მონტენეგროდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ნორვეგიიდან, სან-მარინოდან, სერბეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არის სამთავრობოთაშორისო ფორუმი ევროპის მომავლის შესახებ პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაარსდა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები