OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის
ფოტო: Reuters
სემ ალტმანმა ბოდიში მოუხადა ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ტამბლერ-რიჯის (Tumbler Ridge) მაცხოვრებლებს იმის გამო, რომ OpenAI-მ პოლიცია არ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც მისმა სისტემებმა ChatGPT-ის ის მომხმარებელი დააფიქსირეს, რომელმაც მოგვიანებით კანადაში, 1989 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი სასკოლო სროლისას, 8 ადამიანი მოკლა და 27 ადამიანი დაჭრა. ცნობილია, რომ OpenAI-ს დაახლოებით ათმა თანამშრომელმა გადახედა მკვლელის ანგარიშს 2025 წლის ივნისში და ზოგიერთმა მათგანმა სამართალდამცავებისთვის შეტყობინებაც კი მოითხოვა, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო და გამოიყენა "უფრო მაღალი ზღვარი", რომელსაც ეს საუბრები, მათი აზრით, არ აკმაყოფილებდა.
სემ ალტმანმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა ღია წერილი ტამბლერ-რიჯის მაცხოვრებლების მიმართ, სადაც ბოდიშს იხდის სამართალდამცავების არ გაფრთხილების გამო. "ღრმად ვწუხვარ, რომ არ შევატყობინეთ პოლიციას იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც ივნისში დავბლოკეთ", — წერს ალტმანი — "მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სიტყვები ვერაფერს შეცვლის, მჯერა, რომ ბოდიში აუცილებელია იმ ზიანისა და გამოუსწორებელი დანაკარგის აღიარებისთვის, რომელიც თქვენმა საზოგადოებამ განიცადა".
18 წლის ჯესი ვან რუტსელაარმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს 8 ადამიანი მოკლა და 27 დაჭრა. OpenAI-ს ავტომატურმა სისტემამ ვან რუტსელაარის ChatGPT ანგარიში რვა თვით ადრე, 2025 წლის ივნისში დააფიქსირა. თანამშრომლებმა განიხილეს საუბრები, რომლებიც შეიცავდა ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის სცენარებს. კომპანიის ხელმძღვანელობამ პოლიციაში დარეკვის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. მომხმარებლის ანგარიში უბრალოდ დაიბლოკა. არავინ გააფრთხილეს.
რვა თვის შემდეგ ვან რუტსელაარმა სახლში მოკლა დედა და 11 წლის ნახევარძმა, შემდეგ კი სკოლისკენ გაემართა და ცეცხლი გახსნა მოდიფიცირებული თოფით. მან მოკლა ასისტენტი და ხუთი მოსწავლე (12 და 13 წლის). ოცდაშვიდი ადამიანი დაშავდა. 12 წლის მაია გებალას თავისა და კისრის არეში სამი ტყვია მოხვდა, როდესაც ის თანაკლასელებს გადაეფარა და "ტვინის კატასტროფული, ტრავმული დაზიანება" მიიღო მუდმივი კოგნიტური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობებით. ვან რუტსელაარმა სკოლაშივე მოიკლა თავი. ეს შემთხვევა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მასობრივი სროლაა.
ფოტო: AFP via Getty Images
"ტკივილი, რომელიც თქვენმა საზოგადოებამ განიცადა, წარმოუდგენელია", — წერს ალტმანი. OpenAI-მ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი ჰქონდა ვან რუტსელაარის ChatGPT ანგარიში პრობლემური გამოყენების გამო, თუმცა კომპანიამ არ შეატყობინა პოლიციას და არც საქმე გადასცა მათ, რადგან მიიჩნია, რომ მომხმარებლის აქტივობა არ აკმაყოფილებდა "სარწმუნო ან გარდაუვალი საფრთხის" ზღვარს, რომელიც სხვებისთვის სერიოზული ფიზიკური ზიანის მიყენებას გულისხმობს.
თავის წერილში ალტმანმა აღნიშნა, რომ ტამბლერ-რიჯის მოსახლეობისთვის საჯარო ბოდიშის მოხდა დააყოვნა, რადგან "საჭირო იყო დრო საზოგადოების პატივსაცემად, სანამ თქვენ გლოვობდით".
"ვერაფერს წარმოვიდგენ ამ სამყაროში იმაზე უარესს, ვიდრე შვილის დაკარგვაა", — დაამატა მან.
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი
ფოტო: David Paul Morris /Bloomberg/Getty Images
თავდასხმისას მძიმედ დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვის მშობლებმა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიას "ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია მსროლელის მიერ მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი მოვლენის გრძელვადიანი დაგეგმვის შესახებ", თუმცა "არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის".
OpenAI-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.
ალტმანმა წერილში აღნიშნა, რომ კომპანია გააგრძელებს ფოკუსირებას "ხელისუფლების ყველა დონესთან თანამშრომლობაზე, რათა დარწმუნდეს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება". OpenAI-ს ამჟამად ფლორიდაშიც ემუქრება სისხლისსამართლებრივი გამოძიება, რომელიც უკავშირდება ChatGPT-ის გამოყენებას იმ კაცის მიერ, რომელსაც ბრალად ედება გასულ წელს ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები