ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა-სილვია ცოიუ აცხადებს, რომ საქართველოში პრორუსული გავლენის საპირწონედ აუცილებელია პროევროპული ალტერნატივის გაძლიერება. აღნიშნული განცხადება მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გააკეთა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას, რუმინეთისა და ევროპული მხარის სახელით მან მკაფიო გზავნილები გადასცა საგარეო უწყების ხელმძღვანელს სასამართლო სისტემის რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის აუცილებლობაზე.
"ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მე რუმინეთისა და ევროპული მხარის სახელით მკაფიო გზავნილი გადავეცი სასამართლო სისტემის რეფორმებისა და ზუსტი დემოკრატიული პროცესების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მაგრამ, ასევე, ჩვენ იქ პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა უნდა გავაგრძელოთ," — განაცხადა ცოიუმ.
მისივე განმარტებით, ეს ალტერნატივა ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება.
"ეს ალტერნატივა კი ნათელია ეკონომიკური ზრდისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენთვის, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს," — აღნიშნა მან.
ოანა-სილვია ცოიუმ ასევე უპასუხა "ევროსკოპის" შეკითხვას და განაცხადა, თუ რა იქნება მისი გზავნილი საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. მისი თქმით, ევროკავშირს სჯერა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის, თუმცა პროგრესისთვის აუცილებელია რეფორმები.
"ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ დიალოგის განახლების აუცილებლობის შესახებ განვაცხადეთ, თუმცა ამისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო," — განაცხადა მან.
ცოიუმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.
"დაკავებული ოპოზიციის ლიდერები ნამდვილი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ და მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ. ეს ჩვენი საუბრისას ჩემი კოლეგის მთავარი პერსპექტივა იყო და ასევე, ის ფაქტი, რომ დაკავშირებადობა, ღია დიალოგი და ჩვენი უნარი, შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა, წინსვლის გზას წარმოადგენს," — განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელების საკითხის გადახედვაც.
"მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთგულები ვართ როგორც ქართველი ხალხის ევროპული მომავლის, ისე ევროპული ალტერნატივის შექმნის მიზნით დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ. ასევე, ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც ოპოზიცია არსებობს," — აღნიშნა ცოიუმ.
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები