ლელო

13 Apr. 2026, 14:12

"ვულოცავთ უნგრელ ხალხს რეჟიმზე გამარჯვებას, დემოკრატიული არჩევანის გაკეთებას და ევროპული გზის მხარდაჭერას. ეს გამარჯვება არის თავისუფლების, ღირსებისა და დემოკრატიული ღირებულებების რწმენის შედეგი!

უნგრეთის არჩევნები, სადაც ორბანის 16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში ევროპული კურსის მხარდამჭერმა ძალებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხალხი საბოლოოდ მუდამ აკეთებს არჩევანს რეალური კეთილდღეობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის სასიკეთოდ.

ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი და ვერცერთი გამყალბებელი სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში!
უნგრეთმა გვაჩვენა, რომ ავტოკრატიები დროებითია, ხოლო თავისუფლების, სამართლიანობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა მუდმივი!

უნგრეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მოქალაქეების მასშტაბური აქტიურობა არჩევნებში არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს!

უნგრეთის მაგალითი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოშიც საზოგადოება დგას ისტორიული არჩევანის წინაშე — დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ ევროპული გზა, რომელიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან, თუ დავრჩეთ რეგრესის გზაზე, შევქმნათ გამჭვირვალეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, თუ დავრჩეთ კორუფციულ, უკანონო, იზოლირებულ სივრცედ, სადაც არავინ არის დაცული.
ევროპული კავშირი არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური სივრცე, სადაც სახელმწიფო ემსახურება მოქალაქეს და არა პირიქით.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები უნგრელების მსგავსად კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ევროპული მომავლის სასარგებლოდ, რადგან ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!

როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში, დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია თუ საზოგადოება მტკიცე და ერთიანია. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ამ მოთხოვნას ღირსეულად ვუპასუხოთ.

უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება "ძლიერი საქართველო — ლელოს" მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი უთანასწორო სისტემაშიც კი!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალი Curiosity მარსული ხეობის, ვალე გრანდეს შესწავლისას, არაჩვეულებრივ ლანდშაფტს გადააწყდა. მარსმავლის…