ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდი ბებიასგან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბებიები ხშირად ჩვენი პირველი მასწავლებლები, მაგალითები დათანამზრახველები არიან. ალბათ, მათ მსგავსად არავის შეუძლია, ასე ძლიერად ირწმუნოს ბავშვის და შეაგულიანოს ის ოცნებების ასრულების გზაზე. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
იმ ძლიერ სიყვარულზე ფიქრმა, რომელიც ბებიებს შეუძლიათ, განსაკუთრებით დაგვაახლოვა ბრენდ ბებიასთან. ქართული ბრენდი და სოციალური საწარმო ბებიას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბებიების ხელნაკეთი ქუდებითა და წინდებით (როგორც თავად უწოდებენ, ნახელავებით), ათბობს მომხმარებელს.
ბრენდი ბებიას 2018 წელს შეიქმნა და ბებიასა და შვილიშვილს შორის არსებულ სათუთ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ურთიერთობას ეფუძნება. ამ ბლოგში მოგიყვებით გიორგი ნოზაძეზე, შვილიშვილსა და ბრენდის დამფუძნებელზე, და ბებიას ბებიებზე, რომლებიც ხელნაკეთ აქსესუარებში საკუთარ ზრუნვასა და სითბოს აქსოვენ.
ყველაზე თბილი ქუდი მსოფლიოში
გიორგი ნოზაძის ბავშვობა ვენერა ბებიას დიდი სიყვარულითა და ზრუნვითაა სავსე. ბრენდ ბებიას მთავარი ინსპირაციაც სწორედ ის გახდა. ვენერა ნამდვილი გამომგონებელი იყო: სახლში ყველაზე ადრე იღვიძებდა, კერავდა, ქსოვდა და ავეჯის დიზაინებსაც კი ქმნიდა. მისი შემართება გიორგისთვის დღეს ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ბრენდ ბებიასაც ასულდგმულებს.
გიორგის მეხსიერებას განსაკუთრებული სიყვარულითა და, ალბათ, ცოტაოდენი სევდითაც შემორჩა ბებიას მოქსოვილი ერთი კონკრეტული ნივთი, ეს იყო ყველაზე თბილი და კომფორტული ქუდი, რომელიც ბებიამმას სკოლის ასაკში მოუქსოვა. ქუდს ტყუპისცალიც ჰყავდა, რომელიც გიორგიმ მეგობარს აჩუქა.
“დაახლოებით 25 წლის ვიყავი, ეს ქუდი რომ დავკარგე და ბებიას ვთხოვე, ზუსტად ასეთი კიდევ მოექსოვა. ბებია უკვე ასაკში იყო და ჩემი სურვილის ასრულება ვეღარ შეძლო. ერთ წელში კი გარდაიცვალა... მაშინ ასმაგად დამწყდა დაკარგულ ქუდზე გული. მივხვდი, რომ ის მსოფლიოში ყველაზე თბილი ქუდი იყო”. — იხსენებს გიორგი.
ბრენდი ბებიას დაბადება
ბებიის ხელნაკეთი ნივთების უხილავმა, მაგრამ მძლავრმა ენერგიამ გიორგი იმაზე დააფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ენერგია ცხოვრებაში და რეალურად, რამდენ ადამიანს აკლია ის. ბრენდის შექმნის იდეაც ძალიან მარტივად დაიბადა: გიორგი დაფიქრდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძლიერ უყვართ ზრუნვა და ძალიან კარგად ეხერხებათ ქსოვა და მათზეც, ვისთვისაც ეს ზრუნვა ძალიან ფასეულია. სწორედ ამ ორი ჯგუფის გასაერთიანებლად შეიქმნა სოციალური საწარმო ბებიას, რომელიც უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი მასალისგან ქუდებს, კაშნეებსა და წინდებს ამზადებს.
“ხელით ქსოვისას ადამიანი მხოლოდ კი არ ქმნის სამოსს, არამედ მასში აქსოვს საკუთარ გულსა და სულს. ყველა ადამიანი, რომელიც ბებიას სამოსს მოიხმარს ამ ენერგიას გრძნობს. სწორედ ამ ენერგიით დაიბადა ბრენდი ბებიას და იქმნება მისი სამოსი”. — ამბობს გიორგი ნოზაძე, ბრენდ ბებიას დამფუძნებელი.
პროცესი რამდენიმე ეტაპს აერთიანებს: გუნდი ამზადებს დიზაინს და მქსოველებს საუკეთესო მასალას აწვდის. ბებიები საკუთარ სახლებში, განსაკუთრებული მონდომებით ქმნიან პროდუქციას. მენეჯმენტის გუნდი კი ზრუნავს, რომ ეს გამორჩეული ხელნაკეთი ნივთები თითოეულ მომხმარებელთან სათანადო ფორმაში მივიდეს.
ბრენდი ბებიას, მომხმარებლისთვის ბებიების ზრუნვის გაზიარებასთან ერთად, თავადვე ზრუნავს მათზე. ბრენდის გარშემო შემოკრებილი ხანდაზმული მქსოველი ქალები თავიანთ საქმიანობაში იმედს ხედავენ. ისინი აქტიურად ერთვებიან შემოქმედებით პროცესში და ნახელავებით ახალგაზრდა თაობასაც ათბობენ.
“ჩვენი გუნდი ექვსი მქსოველი ბებიასა და მენეჯმენტის სამი წევრისგან შედგება. ქალბატონი ნათელა, ჩვენი ერთ-ერთი განსაკუთრებული მქსოველი და ძალიან ძვირფასი თანამშრომელი, ცოტა ხნის წინ მოაკლდა გუნდს... ბებიას გუნდის წევრია დედაჩემიც. ის ადმინისტრაციულ საქმიანობაშია ჩართული, ხელნაკეთ ნივთებს საკუთარ სახლში ინახავს და იქიდანვე უგზავნის ჩვენს მომხმარებლებს”. — ამბობს გიორგი ნოზაძე.
სწორედ ამ ადამიანების შემართება და შემოქმედებითი ჟინი აძლევს გიორგის ძალას ბრენდის განვითარების გზაზე არ გაჩერდეს.
ბრენდის გზა და განვითარების პროცესი
შალი და ბამბა — ბრენდის აქსესუარებში 100%-ით ბუნებრივი მასალების გამოყენება დამფუძნებელთა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ეს მიდგომა გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, თავად პროდუქცია კი ჰიპოალერგიული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ბებიას აქსესუარების დიზაინი მუდმივად ვითარდება. ბრენდის პირველი კოლექციის შთაგონების წყარო ქართული ორნამენტები და სამი სტიქია: მიწა, ჰაერი და წყალი გახდა. სწორედ ამ ელემენტების სინთეზით შეიქმნა ქუდების პირველი ხაზი.
“ძალიან მაგარი ქუდები გამოგვივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მასობრივი წარმოებისთვის მათი შექმნა რთული იქნებოდა. ამიტომ არჩევანი უფრო მარტივ, საყოველთაო დიზაინებზე შევაჩერეთ. თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ, რომ სამი ელემენტის მოტივზე შექმნილი აქსესუარებიც დავაბრუნოთ წარმოებაში, თუნდაც მცირე რაოდენობით”. — ამბობს გიორგი ნოზაძე.
ბრენდი ჯერ ისევ განვითარების გზაზეა. პანდემიამ, არასტაბილურმა პოლიტიკურმა ვითარებამ თუ სხვადასხვა გარე ფაქტორმა ბრენდის გაფართოების პროცესში გარკვეული ბარიერები შექმნა. თუმცა, გიორგის სჯერა, რომ მისი საქმე გულწრფელ და კეთილშობილ მიზნებს ემსახურება, ამიტომ გაჩერებას არ აპირებს.
მომავლის გეგმები
მომავლის გეგმებიც დიდია...
გიორგის მიზანია, ბრენდში ასობით ქალბატონი დაასაქმოს და მათ საყვარელი საქმის კეთების საშუალება მისცეს. ამასთან, სამომავლოდ მას ბებიების სამკერვალოს გახსნაც სურს, სადაც საუკეთესო მკერავი ქალბატონები ტანსაცმლის ახალ-ახალ დიზაინებზე იმუშავებენ. იქედან კი შესაძლებლობები უსაზღვროა... მთავარია, შემოქმედებითმა აზროვნებამ და ჟინმა საკმარისი შემართება მოგცეს.
გიორგისა და მის გუნდს კი ეს ნამდვილად არ აკლიათ. ბრენდი ბებიას აუცილებლად გახდება წარმატებული მსოფლიო ბრენდი, რომელიც, ზრუნვასთან ერთად, უმშვენიერეს პროდუქტსაც გაუზიარებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
კომენტარები