აშშ-ის სენატმა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო
ფოტო: AFP
აშშ-ის სენატმა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლჰა სტეფანშინა ავრცელებს.
მან მადლიერება გამოთქვა სენატორი შაჰინის, სენატორი ტომ ტილისის და ყველა იმ სენატორის მიმართ, ვინც ორპარტიულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მისი განმარტებით, რეზოლუცია ადასტურებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოლაპარაკების გზით უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ეს რეზოლუცია აღიარებს პრეზიდენტ ტრამპის მუდმივ ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და ხაზს უსვამს რუსეთის ესკალაციურ თავდასხმებს, მათ შორის უკრაინაში მომუშავე ამერიკული კომპანიების მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებას.
"მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის, სენატორი ტომ ტილისის და ყველა იმ სენატორის, ვინც მხარი დაუჭირა ორპარტიულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-4 წლისთავს ეხება.
კერძოდ, რეზოლუცია: ადასტურებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოლაპარაკების გზით უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინა უნდა იყოს ცენტრალური მხარე მისი მომავლის შესახებ გამართულ დისკუსიებში;
აღიარებს პრეზიდენტ ტრამპის მუდმივ ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რაც მოითხოვს აშშ-ის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიას — ეს აუცილებელია უკრაინისთვის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად;
ხაზს უსვამს რუსეთის ესკალაციურ თავდასხმებს, მათ შორის უკრაინაში მომუშავე ამერიკული კომპანიების მიზანმიმართულად ამოღებას სამიზნეში, რათა სცადონ ამერიკული ინვესტიციების შეფერხება", — დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელში.
ამას გარდა, ვაშინგტონში გამართულ ტრანსატლანტიკური გაზის უსაფრთხოების სამიტზე, რომელსაც 12 ქვეყნის მინისტრი ესწრებოდა, ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში უკრაინის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. ელჩის განმარტებით, განხადებაში აღნიშნულია, რომ "უკრაინა ფლობს ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს გაზის მიწისქვეშა საცავს, რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ გაზის ბაზრებსა და კომერციულ სავაჭრო ჰაბებში, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ეკონომიკურ აღდგენასა და რეკონსტრუქცია".
"ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ტრანსატლანტიკური გაზის უსაფრთხოების დღევანდელ სამიტზე, რომელსაც 12 ქვეყნის მინისტრი ესწრებოდა, მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელიც აღიარებს უკრაინის განსაკუთრებულ როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უკრაინა ფლობს ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს გაზის მიწისქვეშა საცავს, რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ გაზის ბაზრებსა და კომერციულ სავაჭრო ჰაბებში, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ეკონომიკურ აღდგენასა და რეკონსტრუქცია". სამიტზე უკრაინას წარმოადგენდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანატოლი კუცევოლი.
მადლობას ვუხდით აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს და მდივან რაიტს სამიტზე სოლიდარობის სიტყვებისთვის, იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომის მე-4 წლისთავია", — დაწერა ოლჰა სტეფანშინამ.
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
კომენტარები