სალომე ზურაბიშვილი

24 Feb. 2026, 14:07

"ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ დღეს, 24 თებერვალს, მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომიდან ოთხი წლის შესრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში თქვენ აჩვენეთ, რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა დამართა თქვენს ქვეყანას. ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ, ვერ მოახერხა თქვენი მუხლებზე დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში, რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ მოწმენი, რუსული ოკუპაციის დასრულებისა სხვაგანაც, "სამხრეთ ოსეთში", აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ საზღვრებს.

დიდება უკრაინას!"

განაცხადა საქართველოს მეხუთე ორეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის" "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა და რამდენიმე წუთში, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო.

მანამდე, 2014 წელს რუსეთი ყირიმში შეიჭრა და მიიერთა ის, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს დონბასის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?

1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე…