სახალხო პროექტი ეთერს დაუბრუნდა - ყველაფერი ნიჭიერის პირველი ეპიზოდის შესახებ
ფოტო: ნიჭიერი FB
ქართული სატელევიზიო სივრცის უპირობო ლიდერი ტელეეკრანებს დაუბრუნდა, იმედის ეთერში ნიჭიერი დაიწყო. ჩვენ უკვე გიამბეთ მცირეოდენი ჭორები და სპოილერები შესარჩევი ტურიდან, სანამ ნიჭიერი ეთერში გავიდოდა, ახლა კი პირველი გადაცემა განვიხილოთ, რომელმაც მაყურებელს არათუ იმედები გაუმართლა, გაოგნებულიც კი დატოვა.
რა არ ვიხილეთ სცენაზე ე.წ თავანის ჩაბარება, ცეკვა რომელშიც ძირითადად ტუჩები მოძრაობდნენ, თან ძალიან ვნებიანად, ნომერი სადაც მხოლოდ წარბები ცეკვავდნენ, მარიხუანაზე ამღერებული რეპერები, ცივი იარაღიც კი, არაფრის დანაკლისი გვიგრძნია, მგონი ერმალო მაღრაძის ახალი ფილმის მსახიობიც კი გავიცანით. ამიტომ ინტრიგა გვერდზე გადავდოთ და დეტალურად გადავხედოთ გუშინდელი კონკურსანტების სიას.
შოუს პირველმა მონაწილემ სცენაზე გასვლისთანავე მოხიბლა მაყურებელი. 6 წლის ნინიმ ჟიურის ამცნო რომ "ჰიპ-ჰოპის მაგვარი ცეკვა" უნდა შეესრულებინა და რაც შემდეგ სცენაზე ვიხილეთ, მართლა გამაოგნებელი აღმოჩნდა. საოცარი არტისტიზმით და მოქნილობით დაჯილდოებული კონკურსანტის ნომერმა ჟიურის დიდი მოწონება, რაღა თქმა უნდა 4 კი და შიმიშიმების პრინცესის ტიტული დაიმსახურა. თუმცა, პატარა შემსრულებელი სცენიდან მანამ არ გაუშვეს, სანამ საყოველთაო თხოვნის შემდეგ გიორგი ბახუტაშვილს რამდენიმე მოძრაობა არ ასწავლა. ბახუტა კი ნიჭიერია, მაგრამ ყველა ვთანხმდებით რომ გოგო ჯობდა.
შემდეგი მონაწილის ალექსი შაშვიაშვილის მცდელობა მაყურებლისთვის გარეკახურის შესრულებით გაეცნო თავი უშედეგოდ დასრულდა და პირველი ლედის გაბრაზებაც გამოიწვია, თუმცა ჟიურიმ მას მეორე შანსი მისცა. ალექსმა ცნობილი როკ ჯგუფის Deep Purple-ს ლეგენდარული სიმღერა Child in time იმღერა და ამჯერად უფრო უარესად. ამ შესრულებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჟიურის წევრებმა დამსწრეებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს ან ცუდი ხუმრობა იყო, ან კონკურსანტმა წააგო ამ ნომრით სცენაზე გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად შემსრულებელმა ფაქტი უარყო, გულშემატკივართა ოთახში შეკრებილმა მეგობრებმა ის გასცეს. აღმოჩნდა რომ ყველაფერი ჯოკრის უიღბლო პარტიამ გამოიწვია.
ამჯერად სცენაზე 27 წლის გორელი აკრობატი, იოსებ ტლაშაძე გამოჩნდა. იოსებმა ეკვილიბრის საშუალებით დაამტკიცა, რომ გადაადგილება მხოლოდ მყარ ზედაპირზე არა, ჰაერშიც კარგად შეუძლია. ელასტიური, დაძაბული და საინტერესო ნომრით მას მომდევნო ტურში აუცილებლად ვიხილავთ.
ყოველ მომდევნო ნომერთან ერთად გადაცემაში დაძაბულობა და ინტრიგა მატულობდა. სცენაზე ახალგაზრდა გოგო-ბიჭი წარდგნენ, რომლებმაც თავიდანვე აღნიშნეს რომ მაყურებელს თამამ ცეკვას სთავაზობდნენ. დადგმას, რომელშიც განსაკუთრებული მიზიდულობა და ქიმია იგრძნობოდა ჟიურიმ კოცნტემფორარი უწოდა. საცეკვაო ნომერი, რომლის დიდი ნაწილი კოცნის ფონზე მიმდინარეობდა, პირველ ლედის არ მოეწონა. უფრო კონკრეტულად კი მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, რომ კოცნა კარგი იყო, ქორეოგრაფია კი არა. საბოლოოდ კი შემსრულებლებმა "4 მპუა" მოიპოვეს და სცენიდან სტეფანეს ფრაზამ გააცილა: "ზასაობითა შენითა მოიპოვე 4 კი შენი". 4 კი მოიპოვეს, მაგრამ რას შემოგვთავაზებენ მომდევნო ტურში, ეს გაცილებით უფრო საინტერესოა.
აცეკვებული ტუჩების შემდეგ, სცენაზე უკრაინელი ექსტრემალები მიხაილი და დიმიტრი წარდგნენ. შემსრულებლებმა მთელი სხეულით გაილაშქრეს მიზიდულობის წინააღმდეგ და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურეს.
თუმცა, როცა ჟიურის ეგონა რომ ნიჭიერების მაქსიმუმი ნახა, სცენაზე 31 წლის თვითნასწავლი შემსრულებელი წარსდგა. კახელი გლეხის, კახაბერ ჭუმბურიძის, საოპერო არიამ ოთხივე მათგანი გააოგნა, ბახუტაშვილი კი იმდენად, რომ კონკურსანტს ოქროს ღილაკი უბოძა და ნახევარფინალში გადაიყვანა
ფოტო: ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge
და აი ჩვენ მიერ დასპოილერებული სიცოცხლისთვის საშიში ნომერიც ვიხილეთ. სცენაზე შეიარაღებული ირაკლი ჩიხლაძე გამოჩნდა, რომელიც ჯერ ჟიურის წევრების დახოცვით იმუქრებოდა, შემდეგ ჟურნალისტად გარდაისახა. ირაკლი იქამდე იმუქრებოდა ნიჭიერის ჩაშლით და სისხლისღვრით, სანამ მისი ტერორისტული აქტი ჟიურის მთავარი იარაღით, წითელი ღილაკებით, არ აღიკვეთა. მართალია მან მაკას და რუსკას გული ვერ მოიგო, თუმცა დარბაზში მჯდომმა ერმალო მაღრაძემ მისი პერფომანსი არაჩვეულებრივ სანახაობად შეაფასა. კონკურსანტმა იქამდე იდავა იმაზე, რომ ჟიურის არ ჰქონდა უფლება მისი ნომერი უნიჭობად შეეფასებინა, სანამ გიორგი ბახუტაშვილმა სცენიდან არ გაიყვანა.
ამ დაძაბულობის მოხსნა კარგად გამოუვიდათ ქუთაისელ რეპერებს ბადალას და რანგოს. მარიხუანის დადებით თვისებებზე ამღერებულ რეპერებს, პირველი ლედი ბითბოქსით შეუერთდა, მოგვიანებით კი აღნიშნა რომ ტექსტი საინტერესო იყო, თუმცა რეპს ხარვეზები ჰქონდა. რეპერებმა სტეფანეს მოწონება დაიმსახურეს, მომღერალმა აღნიშნა რომ მათთან სამომავლო თანამშრომლობა სურდა და დაამატა: გეუბნებით 4 კის და გელოდებით კულისებში.
"ღამე არის მთვარიანი, მომაწოდე ტარიანი
არა ვარ შარიანი, ჯიბეში მაქვს ლარიანი"
მართალია ნიჭიერს ბევრი მომღერალი და მოცეკვავე სტუმრობს და ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ აჭარული განდაგანას მელოდია გულგრილს არავის ტოვებს, ავტომატურად ცეკვის სურვილს აჩენს, მაგრამ აქაც კი იშვიათობაა ჭიათურელი კონკურსანტი, რომლის წარბები აჭარულს ცეკვავს. რამდენადაც გამაოგნებლად არ უნდა ჟღერდეს ფაქტის აღწერა, შესრულებამ მსგავსი დამოკიდებულება არ გააჩინა, კონკურსანტმა 3 არა მიიღო და სცენა მალევე დატოვა, თუმცა სტეფანეს და რუსკას დიდი ინტერესი გაუჩინა თავად ეცადათ ბედი. რომელს უკეთ გამოუვიდა თავად შეაფასეთ.
და აი, ნომერი, რომელიც დღეიდან ქართულ ინტერნეტ სივრცეს ააფეთქებს და კონკურსანტი, რომელიც ქუბების გმირად მოგვევლინება. "როგორ ხარ ლამასო", ასე დაიწყო ვენესუელელი კონკურსანტის ნომერი. ექსცენტრული და სექსუალური შემსრულებლის გამომწვევმა სიმღერამ ყველა მოხიბლა.
"მიუხედავად იმისა, რომ სმენა არ აქვს მაინც კარგია", აღნიშნა სტეფანემ. სიმღერიდან შემსრულებელი სხვა ნომერზე გადაერთო, დასახმარებლად კი სცენაზე შორენა ბეგაშვილი მიიწვია. შეფარული სექსუალური კონტექსტის საუბრიდან, შემსრულებელი მალევე გადაერთო ფრაზაზე "მოდი გიჟო" და მათრახმომარჯვებულმა შორენას კოცნაც კი მოჰპარა. ნომერი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა და ის იყო დასასრულს ველოდით, რომ მოხდა ის, რამაც ყველა გააოგნა და მთელი დარბაზის ყურადღება სცენისკენ მიაჯაჭვა.
ნიჭიერი
ფოტო: კადრი ნიჭიერის ეთერიდან
ვენესუელელმა შემსრულებელმა, ნომერი სტრიპტიზის ცეკვით განაგრძო და რამდენიმე წამში ექსცენტრული მაჩოდან, სექსუალურ ქალად გარდაისახა. ეს ნომერი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, რომ არა მკვეთრად გამოკვეთილი და სრულიად ღია სხეულის ფორმები, არავინ დაიჯერებდა რომ რამდენიმე წუთის წინ სცენაზე მყოფი მუჩაჩო მართლა გადაიქცა სენიორიტად.
თითქოს უცნაურობები საკმარისი არ იყო, სცენაზე კვახი წარდგა. უფრო ზუსტად კი კაკო კვახაძე, რომელმაც ცეკვა კვახური შეასრულა, რითაც ბახუტას უკმაყოფილება გამოიწვია. ჟიურის წევრი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კონკურსანტს სერიოზულობა მოეთხოვებოდა. ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ სადმე შეგხვდებათ სკანდალური ნიუსი, ჰედლაინით - "გიორგი ბახუტაშვილმა არასერიოზულობიასთვის კვახი გააკრიტიკა!" ნიჭიერში ეს მართლა მოხდა.
სცენაზე იეზიდური ნაციონალური ცეკვა ეზდიხანი ვიხილეთ, რომელიც კონკურსანტთა თქმით რამდენიმე საუკუნეს ითვლის. მას შემდეგ რაც მათ 4 კი დაიმსახურეს, ჟიურის წევრებს სპეციალური გაკვეთილიც კი ჩაუტარეს სცენაზე და რამდენიმე მოძრაობა ასწავლეს.
გადაცემის დასასრულს მაყურებელმა იხილა ნომერი, რომელიც ყველას გულს მისწვდა და კიდევ ერთხელ გააღვივა ჭრილობა, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. სცენაზე წეროების გუნდი წარდგა. არაჩვეულებრივი პერფომანსით, ფერთა სრული კონტრასტით და საოცარი სიზუსტით შესრულებული ნომერი გზავნილი აღმოჩნდა.
სახელწოდება წერო, წეროვანიდან მოდის. ახალგორიდან დევნილმა ბავშვებმა საკუთარი ისტორია და ტკივილი სცენაზე ერთ ამბად გამოიტანეს. წეროებმა გვიამბეს, რომ ერთფეროვან სახლებში დაწყებული ახალი რეალობის შემდეგ მათ ერთმანეთი აღმოაჩინეს და მიხვდნენ რომ აქ უნდა აეშენებინათ საკუთარი მომავალი, ამიტომ ყოველდღიურობის გასაფერადებლად ჯგუფი შექმნეს. ცრემლების და აპლოდისმენტების ფონზე გიორგი ბახუტაშვილმა მაყურებელს მიმართა- მინდა ყველა თანამემამულეს და მთელ მსოფლიოს ვუთხრა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ყველას ერთად გვჯეროდეს, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით სახლში.
წეროებმა არამხოლოდ მკაფიო გზავნილის მოტანა შეძლეს, არამედ რუსკას ოქროს ღილაკიც დაიმსახურეს და ნახევარფინალის საგზური მიიღეს. "მე მინდა, რომ დღეიდან თქვენი ცხოვრება შეიცვალოს და მინდა, რომ მთელმა საქართველომ გაგიცნოთ ისეთი მაგრები, როგორებიც ხართ", მიმართა რუსკამ კონკურსანტებს. საბოლოოდ ნომერი გიორგი ბახუტაშვილთან სელფით დაასრულეს და ბედნიერები დაუბრუნდნენ კულისებს.
პირველი შესარჩევი ტური ასე დასრულდა. ცეკვა, სიმღერა, თეატრალური შოუ, იუმორი, ექსტრიმი და შესანიშნავი პერფორმანსები, ნიჭიერმა მაყურებელს მრავალფეროვანი შოუ შესთავაზა. მართალია ისტორია დეტალურად გიამბეთ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ დრო აღარ დაკარგოთ და აუცილებლად ნახეთ სახალხო პროექტი იმედზე.
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები