გზა ფილარმონიიდან ეკრანებამდე - სახალხო პროექტი ბრუნდება
ფოტო: ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge
უკვე წლებია, რაც ქართული სატელევიზიო სივრცის რეიტინგს უპირობო ლიდერი ჰყავს. შოუ, რომელშიც ყველაზე უცნაური და მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანები იკრიბებიან, დიდი ხნის წინ აღიარეს სახალხო პროექტად. სულ მალე ნიჭიერი ეთერს უბრუნდება.
გადავხედოთ რას სთავაზობს განახლებული ნიჭიერი მაყურებელს და როგორ ჩაიარა შესარჩევმა ტურებმა. სექტემბრის მიწურულს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი დიდმა აურზაურმა მოიცვა. კიბეებიდან დაწყებული რიგი, ნერვიული სახეები, მოლოდინი და შეძახილები, "შეგვიშვით!"- ქვეყნის ყველაზე უცნაური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები საკუთარ რიგს ელოდებიან, რომ მაყურებლის წინაშე წარდგნენ.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღით გადასაღებ მოედანს დაემსგავსა. მონაწილეები ისეთი რეკვიზიტებით და მაკიაჟით მოძრაობდნენ თავს ხან სამეფო კარის თამაშებში იგრძნობდით, ხან ვარსკვლავურ ომებში, თუმცა ტკბილი მელოდრამების ნაკლებობაც არ შეინიშნებოდა. იყო სხვადასხვა მაგიური სამყაროს გაცოცხლების მცდელობები, შედეგიანი თუ არა ეს თავად გადაწყვიტეთ.
წელს, ტრადიციულად იხილავთ მუსიკალურ ნომრებს, სცენაზე ამღერებული ბაღის მასწავლებელს, სკოლის მოსწავლეებს, თვითნასწავლ ტენორს, გურიიდან ჩამოსულ დიდ ოჯახს და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი როდია, სცენაზე არც ცეკვების მრავალფეროვნება დაგაკლდებათ. ხმლების ჟღარუნი, ჩოხების ფრიალი და ფაფახების შრიალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა რაც გელით. ჰიპერელასტიური ტანმოვარჯიშეები, ცეცხლოვანი ტანგო, ჩაჩაჩა, მეტყველი და რომანტიული ვალსი, მიზიდულობის კანონის წინააღმდეგ გალაშქრებული ბრეიკი, რობოტ დენსი, ჰიპ-ჰოპი და ბევრი უცნაური მიმდინარეობა რომელთა შესახებ აქამდე არც კი ვიცოდით. აქვე იხილავთ არაჩვეულებრივ პერფომანსს შშმ პირების შესრულებით. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ნიჭიერი ადამიანისა, რომელიც გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა და ჟიურიმ თქვენთვის აღმოაჩინა.
ყველაფერი ისე იდეალურადაც არ ყოფილა, როგორც წარმოგიდგენიათ, სცენაზე წარდგნენ ხელმოცარულ ილუზიონისტებიც, რომლებსაც კოვზი მართლა ნაცარში ჩაუვარდათ. მომღერალი, მოცეკვავე და სხვა კონკურსანტებიც, რომელთა ნიჭიერება კითხვის ნიშნის ქვეშ - არამხოლოდ ჟიურიმ, არამედ მაყურებელმაც დააყენა.
ნიჭიერი, რომ ჭეშმარიტად სახალხო პროექტია ამაში დასარწმუნებლად ჟიურიც გვეხმარება, რომელიც სტეფანე მღებრიშვილის, მაკა ჩიჩუას, რუსკა მაყაშვილის და გიორგი ბახუტაშვილის ოთხეულს აერთიანებს. ჩაწერებისას არამხოლოდ კონკურსანტების, არამედ მათი მრავალფეროვანი ნიჭიც გამოვლინდა. ისინი ხან მაჭანკლის როლში წარდგნენ და სცენაზევე აიძულეს წყვილი სიყვარულში გამოტყდომოდნენ ერთმანეთს, ხან აცრემლებულ კონკურსანტებს ამშვიდებდნენ, ხან კი მონაწილეების ოჯახში სტუმრად იპატიჟებდნენ თავს. რა თქმა უნდა, არც გართობას იკლებდნენ, ამიტომ ეთერში ნახავთ მრავალჯერ აცეკვებულ რუსკა მაყაშვილს, რომელიც ორსულობის მიუხედავად საკმაოდ რთულ და ელასტიურ ნომრებს ეჭიდება, სტეფანე მღებრიშვილს, რომელსაც სცენა არ ჰყოფნის და დარბაზში მონაწილეებთან ერთად ერთობა. არც სტეფანეს საქვეყნოდ ცნობილი სიცილი დაგაკლდებათ, რომელიც ხშირად კონკურსანტების ნომრებზე მეტად ართობს მაყურებელს.
თუმცა ჟიური მხოლოდ გართობით და ქებით არ შემოფარგლულა, დაუნდობლად შეჩერებულ ნომრებს და გაბრაზებულ სახეებსაც ვიხილავთ.
ნიჭიერს არც მოულოდნელობა და დაძაბულობა დააკლდება. სიცოცხლისთვის საშიში ნომრები ამჯერადაც გელით. სცენაზე იარაღით ავარდნილი პირის უცნაურ პერფორმანსს თუ იხილავთ, ნერვებს გაუფრთხილდით!!! დეტალებს მალე გაიგებთ, თუმცა არ შეშინდეთ, ჟიური მას მთავარი იარაღით დაუპირისპირდა.
ყველაფერი ისე როგორ ჩაივლიდა, ამდენ ნიჭიერ ადამიანში, ყველაზე გამაოგნებელი და წარმოუდგენელი შესაძლებლობების პირები რომ არ გამოჩენილიყვნენ. ამიტომ ოქროს ღილაკის რამდენიმე მფლობელსაც გაეცნობით, ამათგან ერთი წამყვანებმა ვანიკომ და გიორგიმ თავად აირჩიეს.
რაც შეეხება მაყურებელს, ყველაზე დიდი მოლოდინი სასაცილო ნომრების მიმართ იგრძნობოდა. რიგიდან რიგში, ჩოჩქოლით გადაეცემოდა კითხვა "პრიკოლები არ იქნება?", რომლითაც ნიჭიერი აქამდეც ცნობილი იყო. ამჯერად ასეთი ნომრების ნაკლებობა შეინიშნებოდა, თუმცა დიდი დანაკლისს მაინც არ იგრძნობთ.
როგორ განვითარდა მოვლენები სცენაზე და დარბაზში ამას იმედის ეთერში დეტალურად გაიგებთ. ჩვენ კი მანამ კულისებში ვიმოგზაუროთ და ის ადამიანები გავიცნოთ, რომლებიც თქვენთვის ქმნიან შოუს.
სცენის ბნელ და ბურუსით მოცულ მხარეს გადაადგილებაც კი რთული აღმოჩნდა, ყველგან მონაწილეთა რეკვიზიტები და საშიში კოსტიუმების მქონე ადამიანები მოძრაობდნენ. ისინი ერთმანეთს გამოცდილებას, შიშებსა და მოლოდინებს უზიარებდნენ. მათი უმეტესობა, აბსოლუტურად დარწმუნებული აღმოჩნდა იმაში, რომ ეს სცენა მათი დებიუტისთვის საუკეთესო საშუალება იყო. ნაწილი კონკრეტული გზავნილითაა მოსული. ზოგს სურს ხმა გააგონოს მსოფლიოს, ოჯახს ან ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიიტანოს მესიჯი. ნაწილი ცდილობს თავს დაუმტკიცოს, რომ გამარჯვებას შეძლებს.
აქ დაძაბულობა უფრო მეტად იგრძნობა, აღელვებული კონკურსანტი ყოველ წუთს ამოწმებენ მერამდენე არიან რიგში. კონკურსანტებზე არანაკლებ აღელვებული თანამშრომლები, ხან გულშემატკივრების მობილიზებას ცდილობენ, ხან მონაწილეებს აკვალიანებენ როგორ მოიქცნენ ჩაწერის დროს.
ამ ყველაფრის უკან კი სხვა თანამშრომლები დგანან, რომლებიც იმაზე ზრუნავენ, რომ პროცესი უფრო ორგანიზებული და უსაფრთხო იყოს.
დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ ნაკადს გაუმკლავდნენ და ჩუმად შეპარული უცხო ადამიანები სცენიდან გაიყვანონ.
დეკორატორები, რომლებიც უზარმაზარ რეკვიზიტებს სცენაზე ათავსებენ და დამლაგებლები, რომლებიც ამ ყველაფერს ალაგებენ.
სულ რაღაც ერთ კვირაში ნიჭიერი ბრუნდება. დაელოდეთ 16 ოქტომბერს და თავად შეაფასეთ, რა შეიცვალა სახალხო პროექტში და რა არა, ვინ იმსახურებს მოიპოვოს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ტიტული და მოვახერხებთ თუ არა, ამჯერად მაინც გავცდეთ მომღერლების კონკურენციას, იმიტომ რომ სცენაზე ნამდვილი ეგზოტიკა გელით.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა









კომენტარები