"რატომ უნდა ვასწავლებინოთ ჭკუა სხვებს და რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში არის?!" — შალვა პაპუაშვილი შვედეთზე
"ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი და არც არავინ — შვედეთი ცდილობს ჩვენს მენტორობას, ცხვირაწეული გვესაუბრება და რაღაც მიმართებებით ჭკუას გვასწავლის", — ამის შესახებ ბრიფინგზე ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კირცხალიას მსგავსად, ისიც შეშფოთებულია თუ არა შვედეთში არსებული მდგომარეობით?
შალვა პაპუაშვილის თქმით, ვერ გაიგო "რატომ უნდა ვასწავლებინოთ ჭკუა სხვებს და რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში არის?!"
"ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი და არც არავინ — შვედეთი ცდილობს ჩვენს მენტორობას, ცხვირაწეული გვესაუბრება და რაღაც მიმართებებით ჭკუას გვასწავლის. საქართველო არის 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ასწლოვანი გამოცდილება აქვს და იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული დემოკრატია, სადაც არჩევითობის პრინციპი დამკვიდრდა. ვერ გავიგე რატომ უნდა ვასწავლებინოთ ჭკუა სხვებს და რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში არის?! ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მივუთითებთ იმ ხარვეზებზე და მოვითხოვთ კიდეც. რა რეაგირება იქნება ამაზე ძალიან გვაინტერესებს. ან ჩვენ ავყვებით იმ მცირე უსამშობლოების ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ საკავშირო რესპუბლიკის დონეზე, როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით. საბჭოთა მოსკოვიდან რომ ჭკუას გვასწავლიდნენ და რევიზორები რომ ჩამოდიოდნენ და მეორე მდივნებს გვინიშნავდნენ — ან ასე წარმოგვიდგენია ჩვენ ევროკავშირი — როგორც კავშირი არათანაბრებისა, ან ჩვენ ვიქცევით როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ითხოვს, პატივი სცენ მის სახელმწიფოებრიობას.
ამიტომ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის მიმართ არამედ, სხვების მიმართ. ბერლინში როგორ ხდება აქციების დაშლა დემონსტრაციების, ხომ გაქვთ ნანახი? ის ბრუტალური ძალადობა, რომელსაც ჩვენ პოლიციის მხრიდან ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როდესაც ბერლინში თუ სხვა დედაქალაქებში ხდება ძალადობა დემონსტრანტების მიმართ — ამაზე არ ვთქვათ არაფერი. არ ვთქვათ არაფერი იმაზე, რაც თუნდაც გრენლანდიაში დანიამ მათ შორის ევროკავშირის წევრობის დროსაც კი მიდიოდა ის სტერილიზაციის პროცესი, რომელიც შეფასებულია, როგორც ფაქტობრივი გენოციდი გრენლანდიის აბორიგენი მოსახლეობისა [...] ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამ — ჩანდეს ის ფარისევლობა, რომელსაც აქვს მსოფლიო პოლიტიკაში ადგილი. როდესაც საკუთარ თვალში ვერ ხედავენ დირეს და ჩვენ თვალში ეძებენ ბეწვს", — განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნების, მათ შორის შევდეთის მიერ საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველო "შეშფოთებულია შვედეთში გაზრდილი კრიმინალის დონით და ეკონომიკური სტაგნაციით" და მოუწოდა შვედეთს "დრო არ დახარჯოს საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე" და თავიანთ "მძიმე გამოწვევებს" მიხედოს.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები