10 ფაქტი კლოდ მონეს შესახებ, რომელიც აქამდე შეიძლება არ იცოდი
ფოტო: The Art History
დღევანდელობაში, საკმაოდ იშვიათია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც კლოდ მონეს ნახატები არ მოსწონს (ან საერთოდ არ სმენია მასზე). პიერ-ოგიუსტ რენუართან, ალფრედ სისლეისთან და ფრედრიკ ბაზილთან ერთად, მონემ საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ მიმდინარეობას და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მხატვრობაში.
მაგრამ, ნამდვილად იცნობთ ამ დიდ მხატვარს? — გთავაზობთ 11 ფაქტს მისი ცხოვრების შესახებ.
1. არცთუ ისე კარგი ხასიათი ჰქონდა
კლოდ მონე ცნობილია თავისი ნახატებით, წყლის შროშანებით, დიდი წვერით, ჟივერნიში გაშენებული იაპონური ბაღითა და ცუდი ხასიათით.
ფოტო: Christie's
სინამდვილეში, ჟივერნიში ის დიდად არ მოსწონდათ. მონე მთელ დროს ხატვაში ატარებდა და ჰყავდა მეგობრები (ჟორჟ კლამენსო, ოგიუსტ როდენი და სხვა), რომლებთანაც ურთიერთობა ისეთივე რთული იყო, როგორც თავად მასთან.
2. ბავშვობიდან ხატავდა
ცნობილია, რომ მონე კარიკატურებს თავის რვეულში ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა ამ ფაქტით მამამისი აღფრთოვანებული არ გახლდათ. (თუ თავს უკეთ გაგრძნობინებთ, გენიოსებიც გაფანტულები ისხდნენ საკლასო ოთახში).
ფოტო: Draw Paint Academy
ფოტო: Draw Paint Academy
მონე მოუსვენარი ბავშვი იყო. მიუხედავად ამისა, მან სენტ-ადრესში მხატვარ ეჟენ ბუდენის ყურადღება მიიქცია. ბუდენს ის ზღვის პირას დასახატად დაჰყავდა და რჩევებს აძლევდა.
3. სურდა, რომ პორტრეტების მხატვარი ყოფილიყო
კლოდ მონე ხშირად ხატავდა თავის მეუღლეს, კამილს. მეუღლის პორტრეტებს შორისაა 1866 წელს დახატული La femme en robe verte.
La femme en robe verte
ფოტო: The Musée Marmottan Monet
მოგვიანებით, ამ პორტრეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მონემ პორტრეტების მხატვრობაზეც კი დაიწყო ფიქრი. თუმცა, ბაღებში ქალების ხატვის დროს აღმოაჩინა, რამდენად მოსწონდა ბუნებისა და პეიზაჟების ხატვა.
4. ფინანსურ სიდუხჭირეში ცხოვრობდა
კლოდ მონე ნამდვილად ამართლებდა მხატვრების ირგვლივ შექმნილ სტერეოტიპს. მონეს ხატვა არ აძლევდა უზრუნველყოფილად ცხოვრების საშუალებას და ოჯახთან დაბრუნება მალევე მოუწია.
bridge over pond of water lilies
ფოტო: The Musée Marmottan Monet
Terrasse sur le bord de mer à Sainte Adresse
ფოტო: The Musée Marmottan Monet
კლოდ მონეს მამა მცირე რაოდენობით ფულს აძლევდა, თუმცა მხატვრის ყოველდღიურ ხარჯებს მამიდა ფარავდა. 1876 წელს კამილი და მონე დაუახლოვდნენ კოლექციონერებს, ერნესტ და ალისა ჰოშედეებს. მოგვიანებით, ერთად დაიწყეს ცხოვრება (დიახ, ოთხივემ).
5. განსაკუთრებით უყვარდა შუქებთან და წყალთან თამაში
მონე მოხიბლული იყო სინათლით, წყალში მოციმციმე ანარეკლებითა და მზის სხივებით.
Water Lilies
ფოტო: Claude Monet
Sunrise
ფოტო: The Musée Marmottan Monet
მონემ თავისი სახელოსნო ნავზეც კი მოაწყო, რათა სხვადასხვა ხედვის წერტილი ეპოვა და მომაჯადოებელ ტალღებთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო.
6. ერთსა და იმავე საგანს რამდენჯერმე ხატავდა
მონეს ნახატების ყველაზე საინტერესო ნაწილი სუბიექტურობა და საგნების სხვადასხვაგვარად დანახვის უნარია. მისი ნამუშევრების ნახვისას მარტივად შევამჩნევთ, როგორ იცვლება მხატვრის ხედვა სეზონების, სინათლისა და დროის მიხედვით.
ფოტო: The Musée Marmottan Monet
მის ნახატებში ხშირად შეხვდებით მატარებლებს, ლონდონს, წყლის შროშანებს, თივის გროვებს, ზღვას, თოვლს და ა.შ.
7. ხშირად ხატავდა თავისი ოჯახის წევრებს
კლოდ მონეს ნახატებში ხშირად ნახავთ თავისი ოჯახის წევრებს — მშობლებს, მეუღლესა და შვილებს. თუმცა, ყველაზე ხშირად თავის ცოლს, კამილს, ხატავდა.
Woman with a Parasol
ფოტო: The Musée Marmottan Monet
8. მონეს უკანასკნელი წლები ტრაგიკული იყო
მაშინ, როცა მხატვარი კარიერის პიკში იყო, კატარაქტა განუვითარდა, რამაც დააზიანა მონეს მხედველობა და ფერების აღქმა. მიუხედავად მეგობრის დაჟინებული თხოვნისა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, ჯიუტი მხატვარი დიდხანს უარს ამბობდა, მოგვიანებით კი, ოპერაციის გაკეთება მარჯვენა თვალზე მაინც დასჭირდა.
ფოტო: Leslie Parke
გარდაცვალების შემდეგ, მონეს ახლო მეგობარმა, კლემანსომ, უარი თქვა გარდაცვლილის სხეულის შავი ქსოვილით დაფარვაზე და ამის ნაცვლად ნაცვლად ქსოვილი ფერადი, ყვავილებიანი ფარდებით ჩაანაცვლა.
9. ხატვა მონესთვის სიცოცხლის აზრი იყო
ცხადია, მან მთელი ცხოვრება ხატვას მიუძღვნა და ხშირად ოჯახისგან მოშორებით მიდიოდა, რათა მშვიდად დაეხატა.
ფოტო: Monet Museum
გარდაცვალების შემდეგ, მონეს ვაჟმა, მიშელმა, ნამუშევრები მემკვიდრეობით მიიღო. მოგვიანებით ეს ნამუშევრები მარმოტანის მუზეუმმა შეიძინა.
10. მან ხელოვნების ისტორია შეცვალა
მონეს შემოქმედებამ ხელოვნების ისტორიაში სრული რევოლუცია მოახდინა. ის ცდილობდა, სინათლე, ფორმა და ფერი ისე გამოესახა, როგორც თავად ხედავდა და აღიქვამდა.
ფოტო: Artsper Magazine
სწორედ კლოდ მონეს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეების იმპრესიონისტმა მხატვრებმა ასეთი ნამუშევრები დაგვიტოვეს (პისარო, დეგა, მანე და სხვა).
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები