ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. ადგილობრივი გამოცემის, Livepress-ის ცნობით, დაჭრილი პირი ბიზნესმენი ლევან ქუჩულორიაა, რომელიც ამ წუთას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.