ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ფონდი განმარტავს, რომ 2018 წელს "სოციალური სოლიდარობის აქტის" ფარგლებში გამოსყიდული და ჩამოწერილი იქნა ყველა ის პრობლემური სესხი, რომელიც წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა — კერძოდ, ძირი თანხა არ აღემატებოდა 2 000 ლარს და მსესხებელს ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროცენტი არ ჰქონდა გადახდილი. ფონდის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვალდებულებები მხოლოდ მათი სრული პატიების მიზნით შეიძინეს და ყოველგვარი შემდგომი მოთხოვნა გამორიცხულია, ხოლო თუ ვინმეს დღეს მსგავს სესხზე დაფარვას სთხოვენ, ეს ან ტექნიკური შეცდომაა, ან აღნიშნული ვალდებულება კრიტერიუმებს თავიდანვე ვერ აკმაყოფილებდა.
"ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას. მოგახსენებთ, რომ 2018 წელს "ფონდმა ქართუმ" "სოციალური სოლიდარობის აქტის" ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების ოთხი მილიარდ ას ოთხი მილიონ ოთხას ოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი (4’104’429’484) ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები. ამ უპრეცენდენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა ექვსას თხუთმეტი ათას ას სამოცდაოთხი (615’164) პირის ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი (1’387’296 ) სესხის პატიება. პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდავოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო. ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა ორი ათას (2000) ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.
აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან. ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში "ფონდი ქართუ" გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე. "ფონდი ქართუ" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა. ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და, შესაბამისად, არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში. ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აჰყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში", — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ მოქალაქეებს 2018 წელს ჩამოწერილი სესხების დაფარვას კვლავ სთხოვდნენ. აღნიშნულ თემაზე ვიდეომიმართვა "ვეძებ"-ის დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემაც გამოაქვეყნა.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები