საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი SOLO Business-ის მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და ახალი საქმიანი შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერას აგრძელებს. გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და ბანკის მხარდაჭერით, 2026 წლის 7-8 ოქტომბერს, ტაშკენტში, საერთაშორისო ბიზნესგამოფენა, საქართველო — უზბეკეთი აბრეშუმის გზა, უკვე მეორედ გაიმართება.
გამოფენა The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-ისა და უზბეკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით ხორციელდება, რაც ქართულ კომპანიებს კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებასთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.
მისი მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, კომპანიებისთვის ახალი ბაზრის გაცნობა და საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. გამოფენა JW Marriott Tashkent-ში გაიმართება, ის 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს მოიზიდავს და მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო — უზბეკეთი აბრეშუმის გზა ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, უზბეკეთის ბიზნესგარემოსა და ბაზრის პოტენციალს გაეცნონ, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებში და შეხვდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებსა თუ ინვესტორებს. ამასთან ერთად, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
"ბოლო წლებში, უზბეკეთის მიმართ ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამას მონაწილეთა მრავალფეროვნებაც მოწმობს. წლევანდელ გამოფენაში ისეთი მსხვილი კომპანიები იღებენ მონაწილეობას, როგორიც არის იმობილიარე, თეგეტა მოტორსი, სოფტგენი, ვეზირი, თბილისი ბულვარი, მანდეი, ასკანელი და სხვა. იმისათვის, რომ წლევანდელი ბიზნეს გამოფენის მასშტაბები გაგვეზარდა, გადავწყვიტეთ, დავპარტნიორებულიყავით ადგილობრივ მსხვილ ინსტიტუციებთან, როგორიც არის EuroUz და უზბეკეთის სავაჭრო პალატა. გამოფენა მონაწილე კომპანიებს სთავაზობს განახლებულ კონცეფციას, კერძოდ, სტუმრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი აუდიტორიის არსებობას. ამასთან ერთად, უშუალოდ მონაწილე კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებით დაორგანიზდება როგორც ინდივიდუალური B2B, ასევე Round table სტილის შეხვედრები და ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტები. ვფიქრობთ, რომ მოცემული ფორმატი ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს უფრო სიღრმისეულად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი და ჩამოაყალიბონ ბიზნესკავშირები", — განაცხადა გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ჩიკვაიძემ.
"საქართველოს ბანკისთვის ქართული ბიზნესის საერთაშორისო განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობა ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბანკი ბიზნესებს ფინანსურ რესურსებთან ერთად ისეთი შესაძლებლობების შექმნაშიც ეხმარება, რომლებიც მათ ახალი პარტნიორების მოძიებაში, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და საქმიანობის გაფართოებაში უწყობს ხელს. საერთაშორისო ბიზნესგამოფენის მხარდაჭერით კი SOLO Business-ის მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და საკუთარი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივები განიხილონ. გვჯერა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართული ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და საერთაშორისო შესაძლებლობების რეალურ ბიზნესპარტნიორობებად ქცევაში დაეხმარება", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, თორნიკე კუპრაშვილმა.
თუ გსურთ, თქვენი კომპანია გახდეს საერთაშორისო ბიზნესგამოფენის მონაწილე და გაეცნოთ უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობებს, დარეგისტრირდით გამოფენაზე (მონაწილეობა ფასიანია): https://forms.gle/8ZbuQPpGqhbWi1nP6
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები