რეზო კიკნაძე

20 Jan. 2026, 16:24

"დავიწყოთ სოლიდარობით, სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატორის წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებს, ყველამ მაგალითი უნდა აიღოს, ვინც საკუთარ თავზე წინ ქვეყნის კეთილდღეობას აყენებს.

მინდა ყოველდღე დავსვა კითხვა, თუ რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე. ხომ უნდა ვიცოდეთ რა ქიმიურ ნივთიერებებს უშვებდნენ? ვიდრე პასუხს არ მივიღებთ, ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, რადგან ორმაგს გააკეთებენ მერე და ხმის ამომღებიც არავინ იქნება.

მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში წყდება? იმ დროს, როცა ამბობდნენ ევროპა არ გვინდაო, გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ყველაფერი გავუტარეთ და დღეს, გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში წყდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩუმად იყავით ბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო.

ვუყურებ ქვეყანაში სიტუაციას, დათა თუთაშხიადან არქიფო სეთურის ნახირი მახსენდება და იმას შევადარებდი, ვინც კიდევ მთავრობას უჭერს მხარს... რა უნდა მოვინანიო, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე. შერჩევით სამართალს უნდა შევეხო, მაგალითად, რაც მახსენდება, ზვიადაური მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური.

გიგა ავალიანის საქმეს უნდა შევეხო, იმათ [ბრალდებულებს] არ უკვალიფიცირებდნენ ვიდრე დედამ არ ამოიღო ხმა და ჩვენ ჯგუფურობას გვედავებიან.

ხალხნო, არასდროს შეგეშინდეთ ერთი სიტყვის — რევოლუციის, რევოლუცია მშვიდობის საწინდარია, ყველაფერი არეული რევოლუციით ლაგდება".

განაცხადა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსში გამართულ სხდომაზე.

ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური 2012-2016 წლებში "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო. 2021 წელს, ის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 3 თვის შემდეგ კი თელავის რაიონულმა სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა…