რეზო კიკნაძე

27 Apr. 2026, 11:09

"ბადრაგმა მკითხა, რამდენი წლის ხარო და ცოტა ხნით დავფიქრდი, კინაღამ 26 წამომცდა…ზოგჯერ მგონია, რომ ციხეში ყოფნის წლები საერთოდ არ მემატება და საერთოდ 28 წლისადაც ვერ აღვიქვამ თავს. ძალიან მეხამუშება… ისევ 26-ის მინდა ვიყო. სად გაფრინდა ეს ორი წელი? რაში დაიხარჯა?

ერთხელ ერთმა 35 წლის პატიმარმა მითხრა: 20 წლის ვარო. ციხეში გატარებულ 15 წელს არ ვითვლი, აქ წლები არ გემატებაო...

არადა, ყველაზე მეტად აქ გემატება წლები, თუ გემატება. პირველი ჭაღარაც აქ გამიჩნდა და მერე მოჰყვა მეორე და მესამე… კიდევ ვინ იცის, წინ რამდენი მელოდება. იქნებ მთლიანადაც გავთეთრდე გასვლამდე."

წერს პროევროპული აქციების მონაწილე აქტივისტი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ რეზო კიკნაძე 2024 წლის 6 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში ყურძნის მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი…