სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
ფოტო: Dark / Netflix
2017 წელს Netflix-ზე გამოსულმა გერმანულმა სერიალმა Dark სწრაფად დაამსხვრია წარმოდგენა იმაზე, როგორი შეიძლება იყოს არაინგლისურენოვანი სატელევიზიო ჰიტი. სამი სეზონის განმავლობაში (2017–2020) Dark იქცა ერთ-ერთ ყველაზე ჩახლართულ, ინტელექტუალურ და ამბიციურ სერიალად სტრიმინგის ეპოქაში, პროექტად, რომელიც მაყურებლისგან სრულ კონცენტრაციას ითხოვს.
ფოტო: Dark / Netflix
დროის მარყუჟები, პარალელური სამყაროები, თაობებს შორის გადახლართული ოჯახური კავშირები და სიუჟეტი, რომელიც თითოეულ დეტალს მნიშვნელობას ანიჭებს, Dark-ს მარტივად საყურებელ სერიალად არ აქცევს. პირიქით, ის ითხოვს ჩაღრმავებას, ჩანაწერებს, დიაგრამებს და ხშირ შემთხვევაში ხელახლა ნახვასაც.
მილიონობით მაყურებლით, სერიალი მუდმივად ხვდებოდა Netflix-ის ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან შოუებს შორის და დღემდე ხშირად ფიგურირებს "ყველა დროის საუკეთესო სერიალების" სიებში.
ამ წარმატებამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა: რა ბედი ეწიათ სერიალის მსახიობებს მას შემდეგ, რაც დროის ციკლი საბოლოოდ დაიხურა? ზოგმა მსახიობმა Dark საერთაშორისო სცენაზე გასასვლელ პლატფორმად გამოიყენა, ზოგმა საავტორო კინოში გააგრძელა გზა, ზოგი კი პოპულარობის მიუხედავად ეკრანს საერთოდ ჩამოშორდა.
ლიზა ვიკარი (მართა ნილსენი)
ლიზა ვიკარი მართა ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის შემდეგ ქასთიდან ყველაზე თვალსაჩინო საერთაშორისო ნაბიჯი სწორედ ლიზა ვიკარმა გადადგა.
ლიზა ვიკარი სერიალში Hijack
ფოტო: Apple TV+
მისი კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო Hijack-ის მეორე სეზონით (2026), ეს მისი პირველი მსხვილი ინგლისურენოვანი როლია, სერიალში მთავარ როლს იდრის ელბა თამაშობს. ვიკარი საერთაშორისო ქასთში გამოჩნდა, რაც მკაფიოდ მიუთითებს მის გადასვლაზე გერმანული ბაზრიდან გლობალურ სცენაზე. თავად სერიალი Apple TV+-ის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად თრილერად რჩება, ეს ის მომენტია, როცა Dark-ის მსახიობი რეალურად "ტოვებს" ევროპულ ჩარჩოს.
ლიზა ვიკარი Isi & Ossi-ში
ფოტო: Netflix
ამასთან ერთად, ვიკარი არ ჩამოშორდა არც გერმანულ კინოს. Netflix-ის რომანტიკულ კომედიაში Isi & Ossi (2020) მან სრულიად განსხვავებული, მსუბუქი იმიჯი წარმოაჩინა, ფილმი გერმანიაში ჰიტი გახდა და ხშირად "ანტი-Dark"-ადაც მოიხსენიებენ. დამოუკიდებელ დრამაში Hannes (2021) კი კრიტიკოსებმა მისი ემოციურად შეკავებული თამაში განსაკუთრებით შეაქეს, რაც აჩვენებს, რომ ვიკარი მხოლოდ სერიალების ვარსკვლავი არ არის.
ლუის ჰოფმანი (იონას კანვალდი)
ლუის ჰოფმანი იონას კანვალდის როლში
ფოტო: Netflix
თუ ლიზა ვიკარმა საერთაშორისო ექსპანსია აირჩია, ლუის ჰოფმანი საპირისპირო გზას გაჰყვა: ნაკლები ხმაური, მეტი კონტროლი.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი Dark-ის შემდეგ არის Der Passfälscher (2022). ჰოფმანი თამაშობს ციომა შონჰაუსს, ებრაელ ახალგაზრდას, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში ყალბ პასპორტებს ამზადებდა. ფილმმა გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა და სწორედ ამ როლმა დაადასტურა, რომ ჰოფმანი რჩება სერიოზულ კინომსახიობად და არა მხოლოდ სერიალის ვარსკვლავად.
ლუის ჰოფმანი Der Passfälscher-ში
2023 წელს ის ასევე გამოჩნდა საერთაშორისო ისტორიულ დრამაში Seneca, ჯონ მალკოვიჩთან ერთად, მეორეხარისხოვანი როლით, მაგრამ საერთაშორისო კონტექსტში მნიშვნელოვანი მონაწილეობით.
ლუის ჰოფმანი სენეკაში
2024 წელს მან ითამაშა თრილერ-დრამაში Fresh, სადაც მთავარ პერსონაჟს, კაის ასახიერებს. ჰოფმანი შეგნებულად არ დაბრუნებულა სტრიმინგ-სერიალებში და აქცენტი ისტორიულ, ბიოგრაფიულ და არაკომერციულ როლებზე გააკეთა. Dark-ის დასრულების შემდეგ მან არ აირჩია სწრაფი სატელევიზიო წარმატება და ეს არჩევანი მის კარიერაში მკაფიოდ იკითხება.
ოლივერ მასუჩი (ულრიხ ნილსენი)
ოლივერ მასუჩი ულრიხ ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
ოლივერ მასუჩი Dark-ის შემდეგაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსახიობია, თუმცა აქცენტი ისევ გერმანულ კინოსა და სერიალებზე გააკეთა.
Netflix-ის პოსტაპოკალიფსურ სერიალში Tribes of Europa (2021) ის მეორეხარისხოვან, მაგრამ დასამახსოვრებელ როლში გამოჩნდა, ეს სერიალი Dark-ის შემდეგ გერმანული სამეცნიერო ფანტასტიკის გაგრძელების ერთ-ერთი მცდელობა იყო.
ოლივერ მასუჩი Tribes of Europa-ში
ფოტო: Netflix
მისი კარიერის პიკად კი ბევრისთვის რჩება Enfant Terrible (2020) რაინერ ვერნერ ფასბინდერის ბიოგრაფიული ფილმი, სადაც მასუჩი მთავარ როლშია. კრიტიკოსების შეფასებით, ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძლიერი შესრულებაა.
ოლივერ მასუჩი Enfant Terrible-ში
მარკ ვაშკე (ნოა)
მარკ ვაშკე ნოას როლში
ფოტო: Netflix
ნოას შემსრულებელი მარკ ვაშკე Dark-ის შემდეგ არ ქცეულა სტრიმინგის ვარსკვლავად და ეს სრულიად შეგნებული არჩევანია.
ვაშკე თამაშობს ცნობილ გერმანულ კრიმინალურ სერიალში Tatort. ეს სერიალი გერმანიის ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი კრიმინალური სატელევიზიო ფრენჩაიზია.
მარკ ვაშკე გერმანულ სატელევიზიო სერიალში Tatort
ვაშკე პირველ რიგში თეატრის მსახიობია, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ბერლინის Schaubühne-ში და რეგულარულად თამაშობს კლასიკურ, პოლიტიკურ და ექსპერიმენტულ სპექტაკლებში. კინოში კი მხოლოდ შერჩევით, საავტორო პროექტებში ჩნდება, სადაც ინტელექტუალურ და მორალურად გაურკვეველ პერსონაჟებს ანიჭებს უპირატესობას.
დაან ლენარდ ლიბრენცი
(მიკელ ნილსენი — ბავშვობაში)
დაან ლენარდ ლიბრენცი მიკელ ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, პატარა მიკელის შემსრულებელმა, დაან ლენარდ ლიბრენცმა, სერიალის შემდეგ აქტიური საერთაშორისო კარიერა არ აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გერმანულ სატელევიზიო პროექტში, Dark დღემდე მის ყველაზე ცნობილ და ფართო აუდიტორიაზე გასულ როლად რჩება, ხოლო ბოლო წლებში ის საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება
დაან ლენარდ ლიბრეცი
მაია შიონე
(ჰანა კანვალდი)
მაია შიონე ჰანა კანვალდის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის შემდეგ მსახიობი საერთაშორისო სტრიმინგ-პროექტებში არ გადასულა, თუმცა აქტიურად აგრძელებს მუშაობას გერმანულ კინოსა და ტელევიზიაში. სერიალის პარალელურად და მის შემდეგ ის გამოჩნდა Tatort-ის ეპიზოდში, ასევე ფილმებში A Dark in the Light, Eine fremde Tochter და Der Mann der die Welt aß. მის კარიერაში Dark არ ყოფილა გარდამტეხი როლი.
იორდის ტრიბელი
(კატარინა ნილსენი)
იორდის ტრიბელი კატარინა ნილსენის როლში
ფოტო: Netflix
იორდის ტრიბელის Dark-ის შემდგომი კარიერის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი ტელევიზიას უკავშირდება. იგი მონაწილეობს გერმანული ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერიალში Babylon Berlin, სადაც მნიშვნელოვან მეორეხარისხოვან როლში ჩნდება. პარალელურად, ტრიბელი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა Deutschland 83 / Deutschland 86 / Deutschland 89-ის ტრილოგიაში, პროექტებში, რომლებმაც გერმანულ სერიალებს საერთაშორისო აუდიტორია გაუხსნა.
იორდის ტრიბელი სერიალში Babylon Berlin
Dark ტრიბელის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა არა ჟანრის შეცვლით, არამედ მასშტაბით, სერიალის შემდეგ ის დარჩა მძიმე, სოციალურად და პოლიტიკურად დატვირთული ტელედრამების ერთ-ერთ ყველაზე სანდო სახედ.
კაროლინა აიხჰორნი
(შარლოტა დოპლერი)
კაროლინა აიხჰორნი შარლოტა დოპლერის როლში
ფოტო: Netflix
კაროლინა აიხჰორნი Dark-ამდეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მსახიობი იყო. სერიალის შემდეგ ის აქტიურად მუშაობს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლების დრამებსა და კრიმინალურ პროექტებში, რეგულარულად ჩნდება სატელევიზიო ფილმებსა და თეატრში. ის მონაწილეობს ახალ დრამატულ სერიალში Concordia – Tödliche Utopie (2024), არის პერსონაჟი ტელევიზიო ფილმში Morden im Norden: Weil du böse bist (2025) და გამოჩნდა Tatort-ის ეპიზოდშიც.
კლაუდია ტიდემანი — ორი თაობა
კლაუდია ტიდემანის ხანდაზმულ ვერსიას ასახიერებს ლიზა კროიცერი, გერმანული კინოს ლეგენდა, რომლისთვისაც Dark ახალი თაობისთვის მისი ხელახალი აღმოჩენის საფუძველი გახდა.
ლიზა კროიცერი
საშუალო ასაკის კლაუდიას კი იულიკა ჯენკინსი თამაშობს, გერმანული თეატრისა და ტელევიზიის ძლიერი ფიგურა.
ორივე მსახიობი ხშირად მონაწილეობს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლების მაღალი ხარისხის დრამებსა და კრიმინალურ სერიალებში.
ანდრეას პიეტშმანი
(იონას კანვალდი — საშუალო ასაკი)
ანდრეას პიეტშმანი უფროსი იონას კანვალდის როლში
ფოტო: Netflix
Dark-ის შემდეგ ანდრეას პიეტშმანი ძირითადად ტელევიზიაში დარჩა. Netflix-ის 1899-ში (2022) მან ერთ-ერთი მთავარი როლი, ეიკ ლარსენი, შეასრულა. სერიალი ერთ სეზონის მერე შეწყდა, თუმცა პიეტშმანი საერთაშორისო აუდიტორიამდე კვლავ მიიყვანა.
ანდრეას პიეტშმანი ნეტფლიქსის სერიალში 1899
ფოტო: Netflix
ამასთან ერთად, ის რეგულარულად ჩნდება გერმანულ კრიმინალურ დრამებში, Tatort, Die Chefin, სადაც მისი ჩაკეტილი და მკაცრი ამპლუა განსაკუთრებით მოთხოვნადია.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ირაკლი კობახიძე: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ ირაკლი კობახიძე: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
გადახედვა
-
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო "ლელოდან" შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო "ლელოდან" შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების "ძალადობრივი ხასიათი" აღიარეს ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების "ძალადობრივი ხასიათი" აღიარეს
გადახედვა
-
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
გადახედვა
-
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
გადახედვა
-
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
გადახედვა
-
BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში
გადახედვა
-
Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა
გადახედვა
-
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და "ეშინია, ფასები არ გაიქცეს" ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და "ეშინია, ფასები არ გაიქცეს"
გადახედვა
-
"დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა" — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე "დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა" — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე
გადახედვა
-
"მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე "მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე
გადახედვა
-
ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ
გადახედვა
-
რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
გადახედვა
-
5 მითი ინგლისურის სწავლაზე, რომელიც დროსა და ფულს გაკარგვინებთ 5 მითი ინგლისურის სწავლაზე, რომელიც დროსა და ფულს გაკარგვინებთ
-
როგორ დავიმახსოვროთ ინგლისური სიტყვები ერთხელ და სამუდამოდ? როგორ დავიმახსოვროთ ინგლისური სიტყვები ერთხელ და სამუდამოდ?
კომენტარები