შსს: გარდაბანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დააკავეს 2 პირი და კიდევ 3 მხილებულია
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს და სამი ამხილეს.
უწყების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს. მათივე ცნობით, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით: 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებული ს.ა., 1971 წელს დაბადებული ა.მ. და 1996 წელს დაბადებული ე.მ. ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.
ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს და 3 პირი ამხილეს", — წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები