"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
მოკლული ასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამ ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ მორიგ გამარჯვებას უწოდებს.
ეკა კუპატაძე პოსტში პასუხობს დაკავებული არასრულწლოვნის დამცველებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დაკავების კადრებს სენტიმენტალურად შეხედა. მისი თქმით, კანონის მიხედვით, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და დანაშაულის ნიშნები, მოსამართლის განჩინებას ვერანაირი ემოციური ფონი და "ტანტრუმი" ვერ შეცვლის. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებულები მანიპულატორები არიან და სწორედ მათმა ქმედებებმა მიიყვანა საქმე ტრაგედიამდე.
"წუხელ დაიჭირეს ნ.ი. და ა.ბ.!
საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის!
თეთრად გავათენე, მაგრამ ფეისბუქში ვერ შევედი. თუმცაღა გავიგე, რომ "ნიაკოს" დამცველები გასჩენია. ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია — თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ. ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტავთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით: "თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს". ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, "დედის" ტანტრუმი ვერ უშველის.
ჩემთვის ნ.ი. "არასრულწლოვანი" კი არა, მკვლელია. დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები. იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები. სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.
რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა.
მე ვნახე ნ.ი-ს ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული "ნიაკო", რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს.
სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ.
ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.
ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო:
— "გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა".
ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ. გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად!", — დაწერა ეკა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 აგვისტოს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვნები — ნ.ი და ა.ბ დააკავეს.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები