უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული შემოჭრიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში კიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გარდამტეხი აღმოჩნდა გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის. უკრაინული მხარის შეფასებით, იმ პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი და ერთსულოვანი პასუხის არარსებობამ კრემლს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა, რამაც პირდაპირი ბიძგი მისცა 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას, ხოლო მოგვიანებით — უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებას.
უკრაინის დიპლომატიური უწყება ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მცოცავ ანექსიასა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ, კონტინენტზე სტაბილურობის აღდგენა კი მხოლოდ ყველა მიტაცებული ტერიტორიის დეოკუპაციითა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაბრუნებითაა შესაძლებელი.
"18 წლის წინ რუსული ჯარები შეიჭრნენ სუვერენული ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რითაც უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები და გაეროს წესდების დებულებები.
2008 წლის შეიარაღებული აგრესია, ასობით დაღუპული და ასიათასობით ლტოლვილი, საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ე.წ. "ბორდერიზაცია", იძულებითი პასპორტიზაცია და მკვიდრი მოსახლეობის გამოდევნა — ეს ყოველივე მოსკოვის ერთიანი იმპერიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილებია, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნებისა და ხალხების დამორჩილებისა და განადგურებისკენ.
"რუსულმა სამყარომ" ქართულ მიწაზე სიკვდილი, ნგრევა, უუფლებობა და სიღარიბე მოიტანა — ზუსტად ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, სადაც კი ის ფეხს ადგამს. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც ოდესღაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსმა აგრესორმა და მისმა პროქსიმ დეპრესიულ ზონად აქციეს, სადაც ხდება ადამიანის უფლებები უხეში უგულუბელყოფა.
2008 წლის აგვისტო გარდამტეხი მომენტი გახდა თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი, კონსოლიდირებული და ძლიერი რეაქციის არარსებობამ მხოლოდ გაუღვივა მადა რუს დმპყრობელს და პირდაპირი გზა გაუკაფა 2014 წელს უკრაინის ყირიმისა და დონბასის ოკუპაციისკენ, ხოლო მოგვიანებით — უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრისკენ.
რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების თანმიმდევრული, მცოცავი შთანთქმისა და ანექსიის ნათელი დასტური 2026 წლის 9 მაისს ცხინვალში კრემლსა და მის მარიონეტულ რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" შეთანხმება გახდა.
უკრაინა თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ქართული მიწის ოკუპაციას და ამ პოლიტიკას მანამ დავიცავთ, სანამ რუსი ოკუპანტი არ გაეთრევა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. აგრესიის დროს ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებს არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, ხოლო რუსი დამნაშავეები წარდგენილნი უნდა იქნენ ეროვნული და საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ევროპაში მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ მიტაცებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენის პირობებში.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე, გააფართოოს სასანქციო შეზღუდვები და გააერთიანოს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისაცემად აგრესიის დანაშაულისთვის, ხოლო რუსი დამნაშავეები — ყველა შემდგომი სიმხეცისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
კომენტარები