თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდი, 34 წლის თორნიკე შენგელია ბარსელონას ტოვებს. ესპანური მედია წერს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რომ ქართველი კალათბურთელი უახლოეს პერიოდში ახალ კლუბს — დუბაის შეუერთდება.
ცნობილია, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად შენგელიას კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 900 000 ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ფორვარდის გადაბირებით ევროპული კალათბურთის არაერთი გრანდი იყო დაინტერესებული. მსურველთა შორის იყვნენ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი ოლიმპიაკოსი, ასევე ფენერბაჰჩე, მადრიდის რეალი და სერბული პარტიზანი. მიუხედავად ასეთი ინტერესისა, შენგელიამ არჩევანი სწორედ არაბულ კლუბზე შეაჩერა.
რატომ დუბაი და რატომ ტოვებს ბარსელონას?
ერთი მხრივ, ბარსელონას დატოვება კატალონიურ კლუბში მიმდინარე რადიკალურმა ცვლილებებმაც დააჩქარა. კლუბიდან წავიდნენ მთავარი მწვრთნელი, გენერალური მენეჯერმი და კიდევ 9 კალათბურთელი. ასეთი მასშტაბის წმენდისა და ცვლილებების ფონზე, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებდა კლუბი ახალი სეზონისთვის რეალურად კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შეკრებას.
ძირითადი ფაქტორი, რამაც თორნიკეს გადაწყვეტილება განაპირობა, დუბაის მთავარი მწვრთნელი, ხავიერ პასკუალია. შენგელიას ესპანელ სპეციალისტთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება ჯერ კიდევ ბარსელონაში პირველი პერიოდიდან აკავშირებს.
შენგელიას მიზანია, რომ კარიერის მიწურულს ევროლიგა მოიგოს და ამ მხრივ, დუბაის პროექტი საკმაოდ პერსპექტიულია. გუნდში არაერთი ვარსკვლავია, მათ შორის არიან ამერიკელი, სერბი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი კალათბურთელები.
ევროლიგის გარდა, დუბაი ABA ლიგაშია წარმოდგენილი, სადაც, ძირითადად, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები ასპარეზობენ. დუბაი მათ 2024/25 წლების სეზონიდან დაემატა.
გასულ სეზონში ბარსელონას მაისურით თორნიკე შენგელიას შედეგი: ესპანეთის ლიგა ენდესაში ის საშუალოდ 11.2 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ევროლიგაში — 12.4 ქულასა და 4.6 მოხსნას.
შთამბეჭდავი შემადგენლობის, ასევე კარგად ნაცნობი მწვრთნელის ფონზე, ნათელია, თუ რატომ გახდა დუბაი მიმზიდველი შენგელიასთვის. ევროლიგის კლუბების დაკომპლექტების პროცესი დასკვნით ფაზაშია და მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც დადასტურდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი —საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
კომენტარები