რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და მას როგორც სწავლის, ისე სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უფინანსებს. 2027–2028 სასწავლო წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე გვესაუბრება.
ლუკა მეწარმეობისა და ინოვაციების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ლონდონში, ბირბეკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს. ის სარეკლამო სააგენტო Quick-ის თანადამფუძნებელია.
როგორც იხსენებს, Chevening-ის კონკურსანტობა რაღაც კუთხით ამ სფეროში მუშაობას ჰგავს: “ჩემი საქმიანობა მეწარმეობასა და მარკეტინგთან ერთდროულად მაკავშირებს. ორივე სფეროში წარმატება ძალისხმევაზე, ჟინზე, სიჯიუტეზეა დამოკიდებული, მაგრამ რჩება რაღაც ნაწილი — აქ უნდა გაგიმართლოს. Chevening-ის კონკურსიც კრეატიულ ინდუსტრიას ჰგავს, წარმატების დიდი წილი დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამდენ დროს დაუთმობ ესეს გადაწერას, ინტერვიუს მოდელირებას. თუმცა, რამდენჯერაც უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი, მაინც რჩება ფორტუნას თავისი წილი“, — გვიყვება ლუკა.
CHEVENING-ის აპლიკაციის ერთ-ერთი კითხვა სამომავლო გეგმებს ეხება. ამიტომ საჭიროა, ყველა აპლიკანტს ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში. ლუკას სურს, ბრიტანული სტანდარტები ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს და მარკეტინგული და სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით კი აპლიკანტებს ურჩევს, მაქსიმალურად გაიზიარონ აპლიკანტების გამოცდილება.
“ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ციფრული პლატფორმები, უყურონ სტიპენდიატების ვიდეოებს YouTube-ზე, სადაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. CHEVENING-ის მიზანია, იპოვოს ადამიანები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. დრო და სიტყვების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ამბის მოსაყოლად სულ 1200 სწორი და საჭირო სიტყვა უნდა იპოვო. პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო. აუცილებლად ყველამ უნდა სცადოს ბედი, ვისაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურს”, — გვიზიარებს ლუკა.
კითხვაზე: დღევანდელი გადმოსახედიდან რას გააკეთებდა ლუკა სხვანაირად აპლიკაციის შევსების პროცესში, გვპასუხობს:
“CHEVENING-ის აპლიკაცია ისე არის შედგენილი, რომ ოთხივე ესე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ყველა მათგანის წერისას საკუთარი თავის ისეთი გადმოსახედიდან დანახვა გვიწევს, რომელზეც მანამდე არასდროს გვიფიქრია. სააპლიკაციო პერიოდში ყველაზე მეტად ფორმალური და ნაკლებად მნიშვნელოვანი ამ ოთხ ესეს შორის მეგონა ის, რომელშიც ვწერთ, რატომ გადავწყვიტეთ დიდ ბრიტანეთში სწავლა. ამ ერთი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ესეც ისეთივე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, როგორც დანარჩენი სამი. ბრიტანეთი ძალიან ბევრნაირია და იმის მიხედვით, როგორი ადამიანი ხარ და რა ინტერესები გაქვს, სხვადასხვა შესაძლებლობას გთავაზობს. აპლიკაციას თავიდან რომ ვავსებდე, გაცილებით დიდ დროს დავუთმობდი წინასწარ ბრიტანეთზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას და ბევრად ადრე, ჩამოსვლამდე, ვიპოვიდი ლონდონის იმ მხარეს, რომელიც ჩემთვის აქ ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა”.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები