შარლიზ ტერონი

11 Oct. 2017, 17:12

ქალები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ მათი მისამართით ასეთი ამაზრზენი საქციელის შესახებ, ვთვლი, რომ მამაცები არიან. მე ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბავმა გამაკვირვა. კულტურა ყოველთვის ძალადობდა ქალებზე, არამხოლოდ ჰოლივუდში, არამედ მთელს მსოფლიოში. ბევრი კაცი საკუთარ თანამდებობას, ძალასა და გავლენებს იყენებდა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ასე მოქცეოდა ქალებს. ჩვენ ვერ გავკიცხავთ მსხვერპლ ქალებს, ისინი ახალგაზრდები იყვნენ და სწორედ იმ პერიოდში იწყებდნენ საქმიანობას. არ არსებობდა გზა, რომ ისინი ამ კაცის წინააღმდეგ წასულიყვნენ, რადგან მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი ხმას ამოიღებდნენ - უბრალოდ გაქრებოდნენ და თავიანთ კარიერას წამებში დაასრულებდნენ. ახლა კი, როცა ასეთი ამბავია ატეხილი, ვფიქრობ შეგვიძლია პოზიტიურად ვიფიქროთ, რადგან ეს იქნება დასასრული ამ მავნებლური და საშინელი ქცევებისა, რასაც გავლენიანი ადამიანები, ახალგაზრდა გოგოების წინააღმდეგ აკეთებდნენ. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ახალგაზრდები ასეთი უხამსობისგან, მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რამ აღარასდროს დაემართებათ და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მათ ყოველთვის დავიცავ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: არჩევ თუ ვერა მწვანილებს?
  2. ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის "წინასწარმეტყველებები" პროპაგანდის იარაღი
  3. ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ სიმღერებს წყალზე
  4. ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა
  5. კროსვორდი: გამოიცანი მწერალი საკულტო პერსონაჟით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგი…