Amnesty International OPCW-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიწყონ ოფიციალური გამოძიება BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით
Amnesty International აცხადებს, რომ BBC-ის გამოძიების შემდეგ, რომელმაც მიუთითა, რომ პოლიციამ 2024 წლის ბოლოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე "მავნე და სავარაუდოდ აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები" გამოიყენა, ქვეყანაში ექსპერტებზე, ჟურნალისტებზე და ადამიანის უფლებების დამცველებზე "ზეწოლის ტალღა" მიმდინარეობს.
ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლება სამაგიეროდ დაკავებულია იმ პირების წინააღმდეგ საქმეებით, რომლებიც მიღებულ დაზიანებებს ადასტურებდნენ ან საჯაროდ საუბრობდნენ. მათ ბრალად "სხვისი სახელმწიფოსადმი მტრულ საქმიანობაში დახმარება" ედებათ, რაც "ამნესტის" შეფასებით "უსაფუძვლოა".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წყლის ჭავლისთვის გამოყენებული ქიმიკატების გამჟღავნებაზე უარის თქმა — მიუხედავად ქიმიური იარაღის კონვენციის ვალდებულებების — აჩენს "საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის" საჭიროებას.
BBC-ის დოკუმენტური ფილმი When Water Burns წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რომელსაც დამწვრობის და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანების გამოწვევა შეუძლია. BBC-ში ციტირებული რეცენზირებადი კვლევის მიხედვით, ბევრ მონაწილეს აღენიშნებოდა "გრძელვადიანი ხველა, ქოშინი და კანის გაღიზიანება".
ექიმებმა მანამდეც მოითხოვეს გამოყენებული ნივთიერებების დასახელება, თუმცა ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფების თქმით, მათი მოთხოვნები ერთხელაც არ დაკმაყოფილდა.
დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, იმ მტკიცებით, რომ მასალა "საქართველოს ეროვნული ინტერესებს და რეპუტაციას აზიანებს".
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ს ინფორმაციას "ცრუ" უწოდა და გამოაცხადა, რომ უცხოურ მედიასთან თანამშრომლობა შესაძლოა სისხლის სამართლის საქმედ ჩაითვალოს.
მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ წყლის ჭავლებში მართლაც იყო დამატებული გარკვეული ქიმიკატი, თუმცა კონკრეტული ნივთიერება არ დაუსახელეია მან არც კამიტის გამოყენება უარყო.
Amnesty International- ის განცხადებით, კვლევის ავტორები, რომლებიც BBC-ის სიუჟეტში ფიგურირებდნენ, დაკითხვაზე დაიბარეს და ძირითადად მათ მოტივებსა და კვალიფიკაციაზე ეკითხებოდნენ. მთავარი ავტორის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით ის ამ ქმედებას უპირველესად აკადემიურ თავისუფლებაზე თავდასხმად აღიქვამს.
"მე ამას უპირველესად აკადემიურ თავისუფლებაზე თავდასხმად აღვიქვამ… თუკი ქიმიკატს აღმოვაჩენდი და საერთაშორისო ჟურნალში შევიტანდი, ეს მაინც ვერ იქნებოდა დევნის საფუძველი", — თქვა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ დაკითხვა აშკარა ზეწოლას წარმოადგენდა და მას კითხეს, ხომ არ იყო "გადახდილი მედიისთვის საუბრისთვის".
Amnesty International-ის შეფასებით, ეს ტაქტიკები მოწმეების გაჩუმებას და კრიტიკული კვლევის შეფერხებას ემსახურება.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ქიმიური ნივთიერებების დამატება წყლის ჭავლში საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს, რადგან დოზის კონტროლი "შეუძლებელი" ხდება .
თუ გამოყენებული ქიმიკატები არ შედიოდა დასაშვები ცრემლსადენი აგენტების შეზღუდულ ჩამონათვალში, Amnesty International-ის თქმით, საქართველო შესაძლოა ქიმიური იარაღის კონვენციას არღვევდეს.
Amnesty International OPCW-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიწყონ ოფიციალური გამოძიება, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს — შეაჩერონ საქართველოსთვის სამართალდამცავი აღჭურვილობის მიწოდება, სანამ დამოუკიდებელი გამოძიება არ დასრულდება და სრული ანგარიშგება არ იქნება უზრუნველყოფილი.
მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
- ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა
- მიხეილ სარჯველაძე: "კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს საშუალებები, რომელიც იწვევს ცრემლდენას"
- IPI ჟურნალისტების სავარაუდო აკრძალულ ქიმურ ნივთიერებასთან კონტაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
- კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ნივთიერება 2007 და 2009 წელს იქნა შეძენილი და პასუხისმგებლობა ეკისრება მერაბიშვილს და არა გომელაურს
- დავით მათიკაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ BBC-ის ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა დაევალოს"
- ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა
- ნინო წილოსანი: "ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც, ის არის დაზიანებული ფსიქიკის, არასწორ გარემოში გაზრდილი"
- "არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული, რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული" — კახა კალაძე BBC-ს გამოძიებაზე
- გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს
- გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდა ის უქნიათ — თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
- საქართველოში ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს — რას წერს Washington Examiner BBC-ის გამოძიებაზე?
- ტომ როგანი: ჩვენი კონტრიბუტორი კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც საქართველოს მთავრობას კორუფციასა და რუსეთისადმი თვითდამორჩილებას აკრიტიკებს
- ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით — ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე
- პეტრას აუსტრევიჩუსი: "თუ მართალია, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია"
- ჰელსინკის კომისია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას და მოკავშირეებს, გადაამოწმონ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და დააწესონ სანქციები
- BBC: ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს
- "ქართული ოცნება" BBC-ს გამოძიებას "უპასუხოდ არ ტოვებს" და ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები