ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

5 Dec. 2025, 14:06

ნინო წილოსანი: "რაღაც კუთხით, ჩახუნაშვილი მეცოდება კიდეც. ის არის დაზიანებული ფსიქიკის, დაზიანებულ გარემოში გაზრდილი. როდესაც მამამისს მიშა სააკაშვილის, ბელადის სურათი არა მხოლოდ სამუშაო სივრცეში, ალბათ, სახლშიც უკიდია, ალბათ ხვდებით, რამდენად წარმოუდგენლად დაზიანებულ გარემოში იზრდებოდა ეს ადამიანი, ამიტომ ამ ბელადის და მისი მავნებლობის გავლენა იგრძნობა იმ ვითომ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც მან გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩახუნაშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ყველანაირად შეეცდებიან, რომ მთავარი დაწოლის წერტილი გადაიტანონ BBC-ზე, იმიტომ რომ მათ მხარეს არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლის გამოც ისინი შეთითხნიდნენ ამ დოკუმენტებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა შეეცდებიან თავის უფრო გავლენიან მოკავშირეს შეაწმინდონ ხელი, ამ შემთხვევაში BBC-ის და ყველა დისტანცირდება პროცესიდან, რომლის საწყისი თითოეული მათგანი იყო. ჩახუნაშვილის ის მავნებლური ვითომ კვლევა რომ არა, BBC ვერაფერზე დააფუძნებდა ამ თავის სპეცოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ამ სტატიაში თუ დოკუმენტურ ფილმში მოხსენიებული თითოეული ადამიანი, საქართველოს გამყიდველი, არის მონაწილე იმ ანტისაქართველოს სპეცოპერაციისა, რომელიც სამწუხროდ, ერთ დროს რეპუტაციულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ