კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ნივთიერება 2007 და 2009 წელს იქნა შეძენილი და პასუხისმგებლობა ეკისრება მერაბიშვილს და არა გომელაურს
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე საუბრისას აცხადებს, რომ კონკრეტული ნივთიერება 2007 და 2009 წელს, 2-ჯერ იქნა შეძენილი და ის გამოიყენებოდა 2007 წლიდან — 2008-ში, 2009-ში, მერე 2019, 2020 წლებში და "აქ სასკანდალო არაფერია".
"2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული, ხო? რა არის ეს ნივთიერება? რა იყო ეს ნივთიერება, არ ვიცი. ამაზე ისაუბრებს ალბათ გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ — სასკანდალო აქ არაფერი არ არის. 2009 წელს იქნა შეძენილი აღნიშნული ნივთიერება, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა როგორც 2009-ში, 7-დან სხვათა შორის, 2007 წელს, 2008 წელს, 2009 წელს, 2010 წელს და ასე შემდეგ. ჯერ 7-ში, მერე 9-ში 2 სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა... ამას გამოძიება შეისწავლის, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა... მაცალეთ, მაცალეთ, მაცალეთ, ნახეთ, 2007-ში, 8-ში 9-ში, 10-ში, მერე 2019-ში, 20-ში და ასე შემდეგ გამოიყენებოდა კონკრეტულო ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების პრემიერი ამბობს, რომ "ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომელიც იქნა გამოყენებული, შეძენილი იქნა 2007 და 2009 წელს და ის კი ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"
"თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ ინერვიულოთ ვანო მერაბიშვილის ბედზე. თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. ...შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ...სკანდალი დამთავრებულია, სკანდალი ჩაშლილია, BBC-ის მიერ, სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალი საპნის ბუშტივით გასკდა. ...ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომელიც იქნა გამოყენებული, შეძენილი იქნა დიახ, 2007 და 2009 წელს. ეს დაადასტურა გომელაურმა. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება და ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. სკანდალი ჩაიშალა დანარჩენს გეტყვით სუს-ი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ BBC-ის გამოძიებაზე.
კობახიძის თქმით, "BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა". მან გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები და თქვა, რომ მაშინ დიდი მომართვიანობა იყო, ახლა კი მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში.
"მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკების მიმართ. თქვენ გახსოვთ მაგალითად 9 აპრილის დროს რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენი ხანი გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა და ა.შ , როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი, საერთოდ არავითარი... ის მნიშვნელობა აქვს, რომ ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი. იქიდან, სადაც სკანდალი არ არსებობს", — თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ BBC-იმ 1-ელ დეკემბერს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა".
- ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა
- BBC: მთავრობამ თბილისის აქციებზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა — რა ვიცით გამოძიებაზე
- "არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული, რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული" — კახა კალაძე BBC-ს გამოძიებაზე
- გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდა ის უქნიათ — თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
- საქართველოში ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს — რას წერს Washington Examiner BBC-ის გამოძიებაზე?
- ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით — ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე
- "ქართული ოცნება" BBC-ს გამოძიებას "უპასუხოდ არ ტოვებს" და ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
- BBC: ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს
- ჩვენ ყველას გავცემთ სათანადოდ პასუხს. ძალიან ძლიერები ვართ ამისთვის, ვახტანგ გომელაურიც გასცემს პასუხს ყველაფერზე — ყაველაშვილის BBC-ის გამოძიებაზე
- ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე — მაია ბუწაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
- ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, რითაც ხელმძღვანელობენ "ფეიქი" ტელევიზიები საქართველოში
- ვახტანგ გომელაური: ეს ნივთიერებები რაზეც ისინი [BBC] ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე
- სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- ფედერალისტები BBC-ის გამოძიებაზე: მოგვმართეთ ცხელ ხაზზე, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის და დადგინდეს ჭეშმარიტება
- ველოდებით გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით — ანიტა ჰიპერი BBC-ის გამოძიებაზე
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები