25 NGO: საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოითხოვენ, რომ საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას — რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.
განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში.
"2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერმინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების — აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შსს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.
ქართული ოცნების ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, "როდესაც წყალი წვავს", მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია. ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენი გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.
საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში," — წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უზვამენ ინ ფაქტს,რომ "ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა."
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიშესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს უახლოეს დღეებში მიმართავენ, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოავლინონ ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საკითხს გამოიკვლევენ.
"2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა. იგივე პრობლემა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით "ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ". ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა.
თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს "ქიმიური იარაღის შესახებ" საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას.
უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა.
ამავდროულად, მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- უფლებები საქართველო.
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი —GCRT,
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
- ევროპის ფონდი,
- სამოქალაქო იდეა,
- EECMD,
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI),
- საქართველოს ევროპული ორბიტა,
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო,
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),
- საფარი,
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი,
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი,
- თბილისი პრაიდი,
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის,
- ადამიანის უფლებათა ცენტრი,
- საქართველოს მომავლის აკადემია,
- მწვანე ალტერნატივა,
- დემოკრატიის მცველები,
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი,
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი,
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
შეგახსენებთ, BBC-ს ცნობით, ქართულმა ოცნებამ გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ მოქალაქეებს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდათ, მაგალითად, გაძნელებული სუნთქვა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველება და ღებინება. უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს ეს სიმპტომები რამდენიმე კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა. დარბევებში მოყოლილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს, რომ წყლის ჭავლი თითქოს "წვავდა".
ვრცლად ამ თემაზე:
- BBC: მთავრობამ თბილისის აქციებზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა — რა ვიცით გამოძიებაზე
- "ქართული ოცნება" "ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო" BBC-ს უჩივლებს
- ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ — კალაძე BBC-ის გამოძიებაზე
- თაზო დათუნაშვილი: საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას
- გიორგი ბურჯანაძე: პირადი გამოცდილება და BBC-ის მტკიცებულებები მაძლევს საფუძველს, დავიჯერო ის, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია
- ველოდებით გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით — ანიტა ჰიპერი BBC-ის გამოძიებაზე
- ფედერალისტები BBC-ის გამოძიებაზე: მოგვმართეთ ცხელ ხაზზე, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის და დადგინდეს ჭეშმარიტება
- სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- ALDE: მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული
- ვახტანგ გომელაური: ეს ნივთიერებები რაზეც ისინი [BBC] ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე
- ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, რითაც ხელმძღვანელობენ "ფეიქი" ტელევიზიები საქართველოში
- გეკა გელაძის და ვახტანგ გომელაურის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები აქციებზე "კამიტის" გამოყენებაზე
- ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე — მაია ბუწაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
- BBC: ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს
- ნინო წილოსანი: ALDE არის ნაცების და ამ ბოროტი ძალის მფარველი დასავლური დედაპარტია
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
კომენტარები