ვამელისი – ბუნებრივი გზა თქვენი ჯანმრთელობის მხარდასაჭერად
ფოტო: სმარტფარმი
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შფოთვას, დეპრესიულ განწყობას, ქრონიკულ დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობასა თუ უძილობას ყველა ჩვენგანი შევუწუხებივართ. ზოგისთვის ეს ხანმოკლე პერიოდი ყოფილა, ზოგს კი ეს ჩივილები ხშირად ახსენებს თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მენტალური ჯანმრთელობისთვის, მათ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ზოგჯერ დამოუკიდებლადაც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სტატიაში გაგაცნობთ დამხმარე საშუალება ვამელისს, რომელსაც დამამშვიდებელი და ძილის მარეგულირებელი მოქმედება აქვს.
რა არის ვამელისი და რითი არის ის გამორჩეული?
ვამელისი დიეტური დანამატია, რომელიც შექმნილია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დასარეგულირებლად, სტრესისა და დაძაბულობის შესამცირებლად და ძილის გასაუმჯობესებლად. ის სხვა მსგავსი მედიკამენტებისგან ბუნებრივი შედგენილობით გამოირჩევა. მისი ფორმულა 100%-ით ვეგანურია, ანუ არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აერთიანებს სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტს და ამინომჟავურ კომპონენტს, რის გამოც ორგანიზმზე მრავალმხრივი მოქმედებით გამოირჩევა.
როგორია მისი შედგენილობა და რა სარგებელით ხასიათდება თითოეულ კომპონენტს?
ვამელისის თითოეული კაფსული შემდეგ კომპონენტებს შეიცავს:
- გაბა-ამინობუტერინის მჟავას (GABA – 100 მგ) — ის ნეიროტრანსმიტერია, რომელიც ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა. კვლევები ადასტურებს, რომ GABA ამცირებს შფოთვისა და შიშის შეგრძნებას, დეპრესიასა და სტრესს, შედეგად, აუმჯობესებს განწყობას. ის, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს შფოთვის პრევენციას, ხსნის პრემენსტრუალურ სიმპტომებსაც.
- ვალერიანის ფესვის ექსტრაქტს (Valeriana officinalis — 150 მგ) — ამ მცენარის სამკურნალო დანიშნულებით მოხმარებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის ტრადიციულად გამოიყენებოდა ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად და უძილობისთვის, რადგან აუმჯობესებს ჩაძინების დროსა და ძილის ხარისხს, ამცირებს დეპრესიის ნიშნებსადა ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. მცენარე ასევე გამოიყენება მენსტრუალური ტკივილისა და მენოპაუზის ისეთი სიმპტომების დროს, როგორებიცაა ალები და შფოთვა.
- ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტს (Melissa officinalis — 100 მგ) — მცენარე ცნობილია ბუნებრივი დამამშვიდებელი თვისებებითა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე მსუბუქი მოქმედებით.
- ვნების ყვავილის ექსტრაქტს (Passiflora incarnata — 50 მგ) — ხშირად გამოიყენება ძილის მოსაწესრიგებლად და ნერვული დაძაბულობისა თუ სტრესის მოსახსნელად.
- კუნელის ფოთლის ექსტრაქტს (Crataegus monogyna — 50 მგ) — ცნობილია სასიკეთო მოქმედებით გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მისი დახმარებით შესაძლებელია, კორონარული არტერიების სისხლის ნაკადის გაზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, არტერიული წნევის დაქვეითება. ასევე ხნის პალპიტაციას — გულისცემის გაძლიერებულ შეგრძნებას, რაც ხშირად ნერვული დაძაბულობითაა გამოწვეული. მცენარე ეფექტურია ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელადაც.
- გლიცინს (ამინომჟავა — 100 მგ) — ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის რეგულირების პროცესში. აუმჯობესებს თავის ტვინის ისეთ კოგნიტიურ ფუნქციებს, როგორებიცაა მეხსიერება, სწავლისა თუ კონცენტრაციის უნარი. გონების შრომისუნარიანობის ამაღლების გარდა, გამოიყენება ნერვული დაძაბულობისა და შფოთვის მოსახსნელად.
- L-თეანინს (105 მგ) — ამინომჟავაა, რომელიც მწვანე ჩაის ფოთლებისგან მიიღება და გავლენას ახდენს GABA-სა და სხვა ნეიროტრანსმიტერებზე. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ასევე, იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან, აუმჯობესებს ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარს.
- გვირილას (მარტიკარია — 50 მგ) — ის ხშირად გამოიყენება რელაქსაციისთვის, ძილის გასაუმჯობესებლად და სტრესისა და შფოთვით წარმოქმნილი უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ვამელისის თითოეული კომპონენტი სხეულის სხვადასხვა მექანიზმზე მოქმედებს. მათი კომბინაცია კი ერთდროულად უზრუნველყოფს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებას, გონებრივი ფუნქციებისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მას სამართლიანად მიიჩნევენ კომპლექსური მოქმედების მედიკამენტად.
ვამელისის 4 ძირითადი უპირატესობა
მედიკამენტს მრავალი უპირატესობა აქვს, მათ შორის, ძირითად უპირატესობებს ქვემოთ განვიხილავთ:
- მცენარეული წარმოშობის კომპონენტები — მისი ფორმულა 100%-ით ვეგანურია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უარს ამბობს ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების მიღებაზე.
- კომპლექსური მოქმედება ორგანიზმზე — როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პროდუქტი აერთიანებს მცენარეულ ექსტრაქტებსა და ამინომჟავებს, რისი დამსახურებითაც, აუმჯობესებს სხეულის რამდენიმე აუცილებელ ფუნქციას.
- მაღალი შეთვისება და ბიოშეღწევადობა — მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ GABA-სა და L-თეანინის კომბინაციას ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე დამოუკიდებლად მიღებისას.
- თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული კაფსულები — შედეგად, მედიკამენტი კარგად ინახება და კომპონენტების ეფექტიანობა დიდხანს ნარჩუნდება.
როგორ და როდის უნდა მიიღოთ ვამელისი მაქსიმალური ეფექტისთვის?
მოზარდებისა (12 წლიდან) და ზრდასრულებისთვის, რეკომენდებულია 1 კაფსული დღეში 2-3-ჯერ, უმჯობესია ჭამის დროს. უძილობის შემთხვევაში 2 კაფსული დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, რაც მისცემს ორგანიზმს ძილისთვის მომზადების საშუალებას.
გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის აუცილებელია ვამელისის რეგულარული მოხმარება და არა მისი ერთჯერადად მიღება. გახსოვდეთ ისიც, რომ პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბალანსირებულ კვებას. ამიტომ, მაქსიმალურად დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე და გამოიყენეთ ვამელისი, როგორც დამხმარე საშუალება.
სად და როგორ შეიძენთ ვამელისს?
ვამელისის ყიდვა ონლაინ სმარტფარმის ვებგვერდზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში სწორედ სმარტფარმია, რაც დამატებითი გარანტიაა პრეპარატის ხარისხის, ორიგინალობისა და უსაფრთხოების.
სმარტფარმი სამკურნალო საშუალებების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია, ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ხარისხის, ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული პრეპარატებით ამარაგებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმასაც, რითიც საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ მედიკამენტები პირდაპირ ოფიციალური იმპორტიორისგან, ხარისხისა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები