ნუ წახვალ იქ, ივაჭრე აქ: შემოსავლების უთანასწორობის აღმოფხვრის მარტივი გზა
ახალი კვლევის თანახმად, მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ტრანზაქციების თუნდაც 5 პროცენტის ღარიბ უბნებში გადამისამართება, უთანასწორობას 80 პროცენტით შეამცირებს.
წარმოიდგინე, რომ ყოველდღიურ საყიდლებზე ნაცნობ მაღაზიებში სიარულისას, შენი ტელეფონის "სამართლიანი განაწილების აპლიკაციამ" უკეთესი ვარიანტები შემოგთავაზოს. მაგალითად, თუკი Siri გეტყვის: "სურსათი რომელიმე ამ მაღაზიაში იყიდე, რომლებიც ჩვეული მაღაზიის მანძლზეა", ან "რამდენიმე კილომეტრის რადიუსში სამი კაფეა, თუმცა აქ ჯერ არ ყოფილხარ".
დღეს, ჩვენ უკვე ვიღებთ რჩევებს შოპინგისთვის Google Map-ისგან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სმარტფონზე GPS კოორდინატების გადაცემა გააქტიურებული გვაქვს. იდენტური გაანგარიშებები ხდება Facebook-ისა და Twitter-ის ალგორითმებშიც, რომელთა მიზნობრივი რეკლამების სიზუსტე, ხანდახან, შემაშინებლიც კია.
მაგრამ, რა მოხდება თუკი სმარტფონები ფასდაკლებების რეკლამირების ნაცვლად, ისეთ სოციალურ პრობლემებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიც შემოსავლების უთანასწორობაა?
საფრანგეთისა და ესპანეთის მკვლევართა ჯგუფმა შესაძლოა მიაგნო გზას, რომელიც ამ გამოწვევას გასცემს პასუხს. სტატიაში "რობინ ჰუდის ეფექტის ქრაუდსორსინგი ქალაქებში" (Crowdsourcing the Robin Hood Effect in Cities), რომელიც ივნისში, ჟურნალ Applied Network Science-ში გამოქვეყნდა, მკვლევარები მათ მიერ შექმნილ კომპიუტერულ ალგორითმს აღწერენ, რომელიც კომერციული ტრანზაქციების კომპლექსური ქსელისა და ყოველდღიური საშოპინგო მარშურტების "გადალაგებას" ახდენს. ალგორითმის მიზანი ფულის ნაკადების ღარიბი უბნებისკენ გადამისამართებაა, რამაც ქალაქის ღარიბ და მდიდარ ნაწილების შორის სიმდიდრის დაბალანსება უნდა გამოიწვიოს.
კვლევა 150 000 ადამიანისა და ბარსელონასა და მადრიდში განთავსებულ 95 000 სავაჭრო ობიექტის მონაცემებს ეყრდნობა. ტრანზაქციებისა და დახარჯული ფულის ანალიზისას კი, უჩვენა, რომ ზოგიერთი უბანი დანარჩენებზე ხუთჯერ უფრო მდიდარია. თუმცა, მკლევრების გაოცება სხვა ფაქტმა გამოიწვია - აღმოჩნდა, რომ კომერციული ტრანზაქციების მხოლოდ 5%-ის მიმართულების შეცვლით, რაც კაპიტალის მდიდარი უბნებიდან ღარიბი უბნებისკენ გადამისამართებას გულისხმობს - შემოსავლების უთანასწორობა ამ ქალაქებში მთელი 80%-ით კლებულობდა.
"ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო", ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მაქსიმ ლენორმანი, მონპელიეს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტიდან. "მე ალგორითმიც კი გადავამოწმე, რადგან ვიფიქრე რომ კოდში ყველაფერი წესრიგში არ იყო".
რობინ ჰუდის ეფექტის კვლევაში, ლენორმანის გარდა, კიდევ სამი მეცნიერია ჩართული: ტომას ლუალი, პარიზის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის საქალაქო გეოგრაფიის დეპარტამენტიდან, ხუან მურილიო, BBVA Data & Analytics-ის მადრიდის ოფისიდან და ხოსე რამასკო, ქალაქ პალმას კომპლექსური სისტემებისა და ინტერდისციპლინარული ფიზიკის ინსტიტუტიდან.
კლვევა სატრანსპორტო დაგეგმარების მცდელობიდან დაიწყო, რომლის მიზანიც მოსახლეობის სამსახურებში მისასვლელად ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება იყო. ამასთანევე კვლევას ეკონომიკური უთანასწორობის არეალებიც უნდა დაეფარა.
აღსანიშნავია კვლევის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც "სამეზობლოს ეფექტის" წინააღმდეგ არის მიმართული. "სამეზობლოს ეფექტი" თვითმასტიმულირებელი ტრენდია, რომელიც ინდივიდის საცხოვრებელი უბნის ფარდობითი სიმდიდრის, ამავე ინდივიდის კეთილდღეობაზე ზეგავლენას აღწერს, სადაც ინდივიდი, თავის მხრივ, სამეზობლოს/საცხოვრებელი უბნის სიმდიდრისა თუ სიღარიბისკენ სვლის შემადგენელია. საშოპინგო მარშრუტების გადანაცვლება კი, რაც ამ უბნების საზღვრებიდან გაღწევას გულისხმობს, მიმდინარე გეტოიზაციის შეჩერების შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა, ჯერ-ჯერობით, ეს მხოლოდ ალგორითმია. "პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის ის, თუ რამდენად განხორციელებადია ეს სცენარი", ამბობს ლუაი. "რა იქნება საჭირო მის რეალურ ცხოვრებაში გადმოსატანად და როგორ უნდა მოვახდინოთ ადამიანების მოტივირება იმისათვის, რომ შეცვალონ ჩვეული საშოპინგო მარშრუტები."
ეგრედწოდბული "მონაცემთა დიდი ბაზების" ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი საინტერესო კითხვა ჩნდება სოციალური მეცნიერებისა და ანტი-სიღარიბის აქტივისტების სამუშაო მიდგომებთან დაკავშირებით, ამბობს სარა ელვუდი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი, რომელიც გეოინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების სოციალურ სამართლიანობასა და უთანასწორობასთან კავშირს სწავლობს. "პრაქტიკაში ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ ისეთ მიდგომას, როდესაც ინდივიდუალების ქცევაზე ზეგავლენის მცდელობა ხდება, რათა აიძულონ მათ რაღაცის სხვაგვარად კეთება".
მისი თქმით, სოციალური ცვლილებებისთვის ინდივიდუალური ქცევის შეცვლა და მასზე ზემოქმედება შესაძლებელია - როგორც საინიციატივო ჯგუფების, ასევე "ბიძგის პოლიტიკის" დონეზე, რომელსაც ხშირად მიმართავენ მთავრობები - თუმცა, მსგავსი მცირე მასშტაბის მოქმედებები სიღარიბის სტრუქტურულ მიზეზებზე გავლენას არ ახდენს."მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან უთანასწორობისა და გაღარიბების საკითხები. საზოგადოებაში უთანასწორობის ხარისხის შემცირება, გაღარიბების პროცესებზე ზემოქმედების გარეშეც შესაძლებელია".
მოსაზრებას ლუაი და ლენორმანიც ეთახმებიან. თუკი მიზანი უთანასწორობის შემცირებაა, მაშინ სმარტფონის აპლიკაციაში ჩაშენებული ალგორითმიც ისეთ ახალ საზომებს მოითხოვს, როგორიც საკანონმდებლო გადაწყვეტილებები და ადგილობრივი მთავრობების მიერ ჩართულობის გაზრდის მიზნით განხორციელებული წახალისებებია. "რა თქმა უნდა, ცალკე აღებული აპი პრობლემის გადაწყვეტას არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ალბათ ქალაქის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა მოიფიქრონ ისეთი აქტივობები რაც ადამიანების მსგავს კოლექტიურ მოქმედებებში ჩართვის მოტივაციას გაზრდიდა", ამბობს ლუაი.
"ჩვენ [კვლევის] მკითხველს ვახსენებთ, რომ ქალაქის მართავის მექანიზმების გამოყენება უთანასწორობის შესამსუბუქებლად აუცილებელია, თუმცა საკმარისი ყველა პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის", ამბობს იგი. "სწორედ ამიტომ გულისხმობს ჩვენი შეთმოთავაზება მართვის ხარვეზების შევსებასა და დახვეწას ქვევიდან ზევით წამოსული ინიციატივებით."
მკვლევარების აზრით, მათი ნაშრომი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდი მონაცემთა ბაზის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენების გზაზე. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მათ მთელი მსოფლიოდან უკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც "რობინ ჰუდის" ალგორითმის გამოყენება მობილური აპლიკაციისა თუ სხვა ტექნოლოგიურით საშუალებებით სურთ.
ლუაი და ლენორმანი ჯერ კიდევ განიხილავენ თუ რა იქნება მათ შემდგომი ნაბიჯები. ელვუდი კი ფიქრობს, რომ ეს კვლევაში ახალი განზომილების შეტანის კარგი შესაძლებლობაა: "მე ვფიქრობ, რომ დიდი მონაცემთა ბაზა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ვთვლი, რომ ქალაქებში და მათ სოციალურ ცხოვრებაში, გამოხატულია ადამიანური ცოდნისა და გამოცდილების ისეთი ასპექტები, რომელთა მონაცემთა ბაზაში ასახვა შეუძლებელია".
"მე ვისურვებდი, რომ მათი მონაცემების სამეცნიერო ანალიზი ისეთ ადამიანებთან ერთად მოგვეხდინა, ვინც სწავლობს ქალაქის ხელახალი განვითარების პოლიტიკას, ვინც ფიქრობს საბინაო პოლიტიკაზე ან მეგაპოლისების განვითარების არსებულ მიდგომებზე" ამბობს იგი. "ჩემთვის ეს ის მომენტია, როდესაც კომპლექსურ კვლევით ჯგუფებს ეძლევათ შეკითხვების სხვადასხვა კუთხიდან დასმის საშუალება და შესაძლებლობა ისეთი შედეგის მისაღწევად, რასაც ცალ-ცალკე ვერ მოახერხებდნენ".
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები