სუხიშვილების აფიშების ქრონიკა საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ჰაეროვანი კოსტიუმები, გამორჩეულად ჟღერადი ელექტრონული მუსიკა და განსაკუთრებული ქორეოგრაფია სუხიშვილების სავიზიტო ბარათია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აფიშები, რომლებიც ანსამბლის 80-წლიანი გზის ცოცხალი ქრონიკა გახლავთ. თითოეული მათგანი, თავისი უნიკალური დიზაინითა და სტილით, მკაფიოდ ასახავს კონკრეტულ ეპოქას, იმდროინდელ განწყობასა და ხედვას.
ეს აფიშები ქართული კულტურის, ისტორიისა და ეროვნული სიამაყის ცოცხალი სიმბოლოებია. მათი ნახვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ანსამბლისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი, სუხიშვილებმა შეძლეს ქართული ფოლკლორის საზღვრებს გარეთ გატანა. თანაც ისე, რომაფიშებზე ეწერა ანსამბლი საქართველოდან, და არა საბჭოთა კავშირიდან.
პირველი წლები
დასის ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ცეკვის სიყვარულით გაერთიანებულმა წყვილმა, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა, ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს. იმდროინდელი საზოგადოება რთულად ეგუებოდა სიახლეებს. განსხვავებულობა, ინოვაცია და სითამამე ხშირად პროვოკაციად ითვლებოდა. თუმცა ნინოს და ილიკოს არ აშინებდათ არც კრიტიკა, არც აკრძალვა და არც ბიუროკრატიული წინააღმდეგობები. პირიქით, მუდმივად ცდილობდნენ ახალი სახეების აღმოჩენას, კონკრეტული კუთხისთვის დამახასიათებელი ცეკვების სცენაზე გაცოცხლებასა და საერთაშორისო არენაზე ღირსეული სახელის წარმოჩენას.
ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა ქართველ სცენოგრაფ სოლიკო ვირსალაძეს, რომლის მიერ შექმნილი კოსტიუმები არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო შემდგომი თაობებისთვის. კოსტიუმები და ცეკვა სუხიშვილებისათვის მხოლოდ ხელოვნება არ იყო. ეს იყო მანიფესტი, რომელიც მაყურებელს სცენიდან თავისუფლებას აგრძნობინებდა.
აფიშები კი, ფოტო-ვიდეო არქივის მსგავსად, სწორედ ამ დაუოკებელი ჟინის, ახლის ძიებისა და ინოვატორობის დოკუმენტური მტკიცებულებაა.
მსოფლიო აღიარება
სუხიშვილების აფიშების დიზაინი და ტექსტი ხშირად ასახავს ეპოქის კონტექსტს, საზოგადოებრივ განწყობასა და პოლიტიკურ გარემოს. ზოგიერთი აფიშა ფესტივალებს, მსოფლიო ტურნეებსა და საიუბილეო საღამოებს ეხმაურება.
გამორჩეული ფერები, მოცეკვავეთა ელეგანტური სილუეტები, მამაკაცები წითელ ჩოხებში, ხორუმი, სამაია და სხვა ცეკვები მიუთითებდა იმ ძალისხმევაზე, სითამამესა და შემოქმედებით გამბედაობაზე, რომელთა წყალობითაც ანსამბლი პატარა დასიდან ნამდვილ დინასტიად იქცა. ზოგიერთი მათგანი ბუნებრივად მიგვახვედრებდა, რომ დასი საბჭოთა კავშირიდან იყო. ამის ფონზე წარწერა — ანსამბლი საქართველოდან განსაკუთრებულ მნიშვნელობის იძენდა. ვინაიდან, სხვებს არა თუ მსგავსი იდეის განხორციელება არამედ, მასზე ფიქრიც კი არ შეეძლოთ.
არქივში გამორჩეული ადგილი უჭირავს 1967 წლის აფიშას. წელს, როდესაც ანსამბლმა კონცერტი გამართა ლა-სკალაში, სადაც ფარდა 14-ჯერ აიწია. სუხიშვილები დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. წარმოდგენის შესახებ გაზეთებში წერდნენ:
"ბალეტის ქართველი არტისტები თავად სრულყოფილებაა. ქარიშხალია სცენაზე! მამაკაცური სიძლიერისა და ქალური გრაციოზულობის კავშირია. მოცეკვავეები ჰაერში იჭრებიან კალეიდოსკოპური გეომეტრიითა და სამხედრო სიმკვეთრით".
გამორჩეულად მნიშვნელოვანია 1980-იანი და 1990-იანი წლების მსოფლიო ტურნეების აფიშები, როდესაც სუხიშვილები სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ სცენებს იპყრობდნენ. სწორედ ამ წლებში გაჩნდა აფიშები ამერიკული ტურნეებიდანაც, მათ შორის მეტროპოლიტენ ოპერაში უცხოელი მაყურებელი სრული აღტაცებითა და ეიფორიით შესცქეროდა ქართულ ქორეოგრაფიას.
ასეთი ისტორიის ფონზე რა გასაკვირია, რომ ნაციონალური ბალეტის მიერ შექმნილი ფასდაუდებელი არქივი არაერთ ენაზე შესრულებულ აფიშებს ინახავს.
მასშტაბების წარმოსადგენად, გეტყვით, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა.
დღეს დასს სუხიშვილების მესამე თაობა ხელმძღვანელობს. უმცროსი ნინო და ილიკო სუხიშვილები ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზით განაგრძობენ ისტორიის წერას. ამ საქმეში მათი მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. მხარდამჭერი, რომელთანაც მუდმივი განახლება, დაუოკებელი ჟინი და წინსვლა აერთიანებთ. პარტნიორობა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება: რომ დინასტია არ გაჩერდეს და, იმავდროულად, მსოფლიო არენაზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.
სწორედ ამ მიზნით, ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 დეკემბრის ჩათვლით გამოფენა — ტრიუმფის 80 წელს მასპინძლობს. დამთვალიერებელს დროში მოგზაურობა ელის, რადგან ფოტოარქივი, ვირსალაძის კოსტიუმები და ისტორიული აფიშები სუხიშვილების წარსულსა და თანამედროვეობას ერთ სივრცეში აცოცხლებენ.
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
კომენტარები