"სხვები ვერ დამიდგენენ, ვინ ვარ", — სიდნი სვინი თავის სკანდალურ კამპანიაზე
ფოტო: Getty Images
სიდნი სვინი American Eagle-ის კამპანიის — "სიდნი სვინის შესანიშნავი ჯინსები აქვს" — გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.
ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში სერიალ ეიფორიას ვარსკლავმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავდა კამპანიის გარშემო ატეხილ სკანდალზე კომენტარის გაკეთების აუცილებლობას. "მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ხალხს ვუთხრა, რა იფიქრონ", — აცხადებს ის.
ფოტო: American Eagle
"ვიცი, ვინც ვარ და რა ღირებულებებიც მაქვს. ვიცი, რომ კეთილი ადამიანი ვარ", — ამბობს ემის ნომინანტი მსახიობი — "სხვები ვერ დამიდგენენ, ვინ ვარ".
კამპანიასა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილებაზე საუბრისას, სვინი აცხადებს, რომ მან უბრალოდ ჯინსების რეკლამა გააკეთა და მისთვის რეაქცია მოულოდნელი იყო. მისი თქმით, კამპანიის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა მასზე საერთოდ არ იმოქმედა.
"ყოველდღე ეიფორიას გადაღებებზე ვიყავი, დღეში 16 საათი ვმუშაობდი და გადასაღებ მოედანზე ტელეფონი არ მიმქონდა. ამიტომ, კრიტიკული პოსტები დიდად არ მინახავს", — აცხადებს სვინი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ American Eagle-ის სარეკლამო კამპანიამ — რომელშიც მსახიობი სიდნი სვინი მონაწილეობს — ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები ამბობდნენ, რომ კამპანია რასისტულ მესიჯს შეიცავდა.
ფოტო: Entertainment
კამპანიის სლოგანი "შესანიშნავი გენების" სიტყვების თამაშია. ერთ-ერთ ვიდეოში, სვინი საკუთარი პოსტერის წინ დგას, სადაც წერია — "სიდნი სვინის შესანიშნავი გენები აქვს". ფოტოზე სიტყვა "გენები" გადახაზულია და ჩანაცვლებულია — "ჯინსებით".
სიტყვა "გენებზე" აქცენტმა, ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით კამპანია თეთრკანიანების უპირატესობაზე მიუთითებს და "ნაცისტურ პროპაგანდას" ეწევა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კამპანიის გარშემო არსებული მწვავე დებატები ხელოვნურად შექმნილი იყო.
American Eagles-მა კამპანიის გარშემო ატეხილ სკანდალზე კომენტარი ჯერ კიდევ აგვისტოში გააკეთა. კომპანიის განცხადებით, რეკლამის სათქმელი მხოლოდ ის იყო, როგორი კომფორტულია მათი ჯინსები და როგორ სძენს მომხმარებელს თავდაჯერებულობას.
მოგვიანებით, კამპანიას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რეკლამა ცეცხლოვანი იყო და მსახიობს წარმატება უსურვა.
ფოტო: Getty Images
რაც შეეხება სვინის, მისი უახლესი პროექტი მოკრივე ქალის, ქრისტი მარტინის, ცხოვრებაზე გადაღებული ფილმია, რომლის პრემიერაც 7 ნოემბერს შედგება.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები