დოროთე ყურაშვილი

19 Oct. 2025, 11:55

"დღეს ჩვენმა მთავრობამ ჩამოგვართვა უფლებები...
თავისუფლებას გვართმევს, გვართმევს არ ჩერდება.

რუსთაველის პროსპექტზე რომ გავდივარ, მე რომ იქ ხალხს ვხედავ ერთად შერკებილს, პროფესორებს, ქართული გული იქ დგას, როგორ ორჭოფობაში ვარ იცით? ეს მთავრობა ვიცი, რომ მალე ჩამოიშლება და ეს უბედურება მალე გაქრება, მაგრამ მერე ამ ხალხს სად ვნახავ ერთად შეკრებილს? უბედურება არის, მაგრამ ამ უბედურებამ ეს ბედნიერება მოგვიტანა.

საქართველოს კარიბჭე გახდა რუსთაველის პროსპექტი, იქ ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, იქ დგას ყველაზე ერთგული და მტკიცე ხალხი, მიდით შეუერთდით და ნახავთ, რამხელა ბედნიერებას იგრძნობთ.

ტელევიზიაში რომ ვიყავი ინგა გრიგოლიასთან, ასე მითხრა, მამაო დაგსჯიანო, ელით სასჯელსო? და მე ვუთხარი, ჩემთვის სასჯელი იქნება ამ პარლამენტში რომ დამსვა და ბედნიერება იქნება ციხეში რომ ჩამსვა ამ ბიჭებთან, მე მართლა ასე მირჩევნია, ვიდრე ამ უგუნურებთან პარლამენტში - ჩემთვის ეს იქნება ბედნიერება.

რუსთაველის პროსპექტი არის საოცრება, გამოდით, იქ საოცარი ხალხი დგას."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია

თბილისში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათგან 3 წარსულში ნასამართლევია. ამის შესახებ…