4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. თუთბერიძის განმარტებით, მოსამართლე მიკერძოებულია და ვერ გამოიტანს სამართლიან განაჩენს.
"ახლა გაიგეთ?" — განაცხადა მოსამართლე მარიდაშვილმა და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა. მისი განცხადებით, ოცნების წევრობა არ გულისხმობს მის არაობიექტურობას და დასძინა, რომ მისი მოსამართლედ დანიშვნა საკრებულოში მოღვაწეობას არ უკავშირდება.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, ლელა მარიდაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბერს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.
მარიდაშვილი 2017-2023 წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ლელა მარიდაშვილი ფიგურირებს სხვა სინდისის პატიმრების — საბა სხვიტარიძის, ანატოლი გიგაურის და გიორგი ახობაძის საქმეებში, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამქეშიც.
4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
უფრო კონკრეტულად, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეტი 4 ოქტომბრის აქციაზე:
- პაატა ბურჭულაძე: ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს, რომ მიდით, დაარტყით დანა და მოკალით
- 4 ოქტომბრის საქმეს 2017-2023 წლებში "ოცნების" ყოფილი წარმომადგენელი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს
- მიხეილ სააკაშვილი: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში.
- პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ბრალი წაუყენა
- პაატა ბურჭულაძის ადვოკატი: იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბატონი პაატა მხნედ გრძნობს თავს... ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია
- პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე დააკავეს
- პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს
- შსს-ს განცხადებით, აქციაზე 14 სამართალდამცავი დაშავდა — გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით დაიწყო
- პაატა ბურჭულაძე: აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება
- მოქალაქეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს მესერი შეანგრიეს
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
კომენტარები