კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
27 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" პროევროპულ აქციებზე დაკავებული არჩილ მუსელიანცის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გაავრცელა, რომელსაც მალევე გამოეხმაურა პენიტენციური დაწესებულებაც.
რას ედავებოდნენ არჩილ მუსელიანცს?
არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად 2024 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, თუმცა შემდეგში ქმედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულად გადაუკვალიფიცირდა. მუსელიანცს პარლამენტის სათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედებით სახელმწიფოს "534 ლარის ზიანი მიადგა".
"აქ ჩვენ ადამიანებად არ ვითვლებით"
მუსელიანცი წერს, რომ კარანტინში პატიმრებს არაჰიგიენურ და მძიმე პირობებში ამყოფებენ. მისი თქმით, საკნებში კანალიზაციის წყალი ამოდის, არის ტარაკნები და ვირთხები, პატიმრებს კი ხშირად უწევთ გადატვირთულ და მცირე ფართობის საკნებში ყოფნა. მუსელიანცი ასევე ამბობს, რომ კარანტინში პატიმრებს დეზინფექცია არ უტარდებათ და მათთვის ტანსაცმლის ქონაც შეზღუდულია.
მუსელიანცი ასევე საუბრობს სამედიცინო მომსახურებისა და კვების პრობლემებზე. მისი თქმით, პატიმრების დიდი რაოდენობის გამო ექიმები დროულად ვერ ემსახურებიან ყველას, ხოლო საკვებში ხშირად არის უმი, ჭუჭყიანი ან უხარისხო პროდუქტები. მუსელიანცი აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პრობლემებზე საუბრის გამო პატიმრებზე ზეწოლაც ხდება და ამბობს, რომ თუ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, პენიტენციურმა სამსახურმა ამის საპირისპირო უნდა დაამტკიცოს.
ამას გარდა, მუსელიანცი კორესპონდენციის გახსნისა და ამოღების ორ შემთხვევაზე წერს. მისი თქმით, 8 სექტემბერს მორიგე ოფიცერმა მას გახსნილი, ანუ შემოწმებული კორესპონდენცია გადასცა. ხოლო 11 სექტემბერს იმავე ოფიცერმა კვლავ გახსნილი კორესპონდენცია მიაწოდა, თუმცა ამჯერად, მისი თქმით, წერილიდან ფურცელი იყო ამოღებული. მუსელიანცი ამას ცენზურის დაწესებად აფასებს.
"თქვენ ყოფილხართ ისეთ სარდაფში, საიდანაც ფიზიკურად ვერ გამოხვალთ და გიწევთ იქ ყოფნა, სადაც კანალიზაციიდან განავალი ამოდის? ახლა ვსაუბრობ კარანტინზე, საპირფარეშოში მილიდანაც და ნიჟარის მილიდანაც განავალი ამოდის პატარა წვიმის დროსაც, წვიმა რომ მთავრდება განავლის ვულკანიც მთავრდება. თავად ნიჟარა საპირფარეშოში არ არის, 1 ნიჟარაა და საერთო ოთახშია, საკანში. წვიმა რომ დამთავრდა, ხომ არ გგონიათ, რომ სხვა საკანში გადაგვიყვანეს? არა, რადგან გადასაყვანად ადგილები არ იყო, კანალიზაციის წყალი იმ სარდაფშივე შრებოდა და ჩვენ პატიმრები ამას ვსუნთქავდით. მთელი დღე რომ გავიდა, უკვე ჩვენ დავუძახეთ კარანტინის მორიგეს და ვთხოვეთ, რომ სხვა მშრალ საკანში გადავეყვანეთ, რადგან გაუსაძლისია აქ ყოფნა.
...კარანტინში გდია 6 ლეიბი და 6 ბალიში, რომლებიც ძალიან ბინძურია, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბინძურია. მატყლის ლეიბია და ათასჯერ დაშარდული, ათას ადამიანგამოვლილი, ტარაკნები ყველა ზომის, ყველა ჯიშის და ყველა სახის, ფიზიკურად ვერ დაიძინებ. ვირთხები, რომლებიც საპირფარეშოდან ამოდიან-ჩადიან. ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, გაგრძნობინონ, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი, საქონელი, რადგან კანონი დაარღვიე შენ არ ხარ საზოგადოების წევრი. კარანტინში არ შეიძლება ტანსაცმელი, დეზინფექციას არ გიტარებენ, არ გაბანავებენ, როგორც ნომერს ისე გექცევიან, შენ არ ხარ ადამიანი, როგორც საგანს, ისე გამწყვდევენ" — წერს არჩილ მუსელიანცი.
პენიტენციური სამსახური მუსელიანცის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა. სამსახურის თქმით, მუსელიანცი სხვა მსჯავრდებულებთან და ადმინისტრაციასთან კონფლიქტური ქცევით გამოირჩევა, რის გამოც საკნებს ხშირად იცვლის და ასეთ დროს კარანტინში გადაყვანა დადგენილი წესით ხდება. უწყება ასევე უარყოფს ინფორმაციას დაწესებულებებში ანტისანიტარიის, სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობისა და უხარისხო კვების შესახებ.
რაც შეეხება კორესპონდენციას, სამსახურის განმარტებით, წერილების მიღება, გაგზავნა და შემოწმება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, შინაარსის გაცნობის გარეშე ხდება. უწყება ამბობს, რომ მუსელიანცის მიერ ამის "ცენზურად" წარმოჩენა საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. პენიტენციური სამსახური მედიასა და სხვა დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას გადამოწმებულ და დადასტურებულ ფაქტებს დაეყრდნონ.
დღეს, 28 სექტემბერს, არჩილ მუსელიანცის დედობილი ცარო ოშაყმაშვილი სახალხო დამცველის ოფისში მივიდა. ცარო ოშაყმაშვილი ითხოვს, რომ სახალხო დამცველი ჯერ მას შეხვდეს, შემდეგ კი თავად მოინახულოს ციხეში არჩილ მუსელიანცი და ადგილზე გაეცნოს მის მიერ აღწერილ პატიმრობის პირობებს.
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები