სტუდენტობა ჩვენი ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპია — სავსე ახალი გამოწვევებით, აღმოჩენებით, მეგობრებითა და იმ პატარა დეტალებით, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ალამაზებს. ამავდროულად, ეს ის პერიოდია, პასუხისმგებლობით ხარჯვა რომ უნდა ვისწავლოთ. ფინანსები სწორად გავანაწილოთ ისე, რომ გემრიელ ყავას, ლანჩსა და ყველა სხვა საჭიროებას მოვარგოთ.

სწორედ ამიტომ, თიბისიმ, რომელიც ყოველთვის ახალი თაობის გვერდით დგას, მათთვის გამორჩეული შეთავაზება შექმნა.

დეკემბრის ბოლომდე, 18-23 წლის სტუდენტები, ახალი თიბისი ბარათით, უნივერსიტეტების კაფეტერიებში განსაკუთრებული შეთავაზებით — 20%-იანი ქეშბექით სარგებლობას შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ:

სტუდენტებს ლექციებს შორის ყავის, ან სწრაფი ლანჩის შეკვეთისას, ფული უკან დაუბრუნდებათ.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

სად მოქმედებს შეთავაზება?

უნივერსიტეტებში, სადაც ლექციებს შორის კაფეტერიაში შესვენება, აქტიური სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის | KIU შერჩეულ ობიექტში: პიკნიკი
  • ევროპის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი | CU
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის | GIPA შერჩეულ ობიექტში: გურმე
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კაფეტერიის შერჩეულ ობიექტებში: Meama, ნუში, მსუნაგი ფისო
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში | IBSU შეთავაზება ვრცელდება აგროჰაბში
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში | TSMU შეთავაზება ვრცელდება აგროჰაბში
  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

რა უნდა ვიცოდეთ ქეშბექის შესახებ?

  • მხოლოდ თიბისის პოს-ტერმინალით უნდა გადაიხადოთ.
  • თვეში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებთ.

რატომ არის თიბისის ეს აქტივობა მნიშვნელოვანი?

თიბისის ეს შეთავაზება, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ხარჯების ოპტიმიზაცია, სასწავლო მასალების, ტრანსპორტისა და ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

თიბისი ახალი თაობისთვის

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა პრიორიტეტულია, რაც ახალგაზრდების მოტივირებაში, გაძლიერებასა და მათზე მორგებული საუკეთესო პირობების შექმნაში გამოიხატება.

შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.