მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა.
წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
- ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
- ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა — მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
თითოეულ ფინალისტს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო — 5000 ლარი გადაეცა. კონკურსის გენერალური სპონსორისგან, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან კი გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე 9 წელია ემსახურება მთავარ მიზანს, აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მოსწავლეების ცხოვრებას უკეთესობისკენ და წლევანდელი გამარჯვებულიც სწორედ ამის მაგალითს იძლევა. ჯილდო არის მოტივაცია არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მომავალში ამ პროფესიის არჩევაზე ფიქრობს” ,— აღნიშნავს თამუნა გურგენიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის, განათლების შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მასწავლებლებს ენიჭებათ. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერები ვართ. მინდა მივულოცო პირველ რიგში კონკურსის გამარჯვებულს და ფინალისტებს და მადლობა გადავუხადო მათ, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. თითოეულ მონაწილეს კარგად ესმის, რომ სწორედ მასწავლებლები განსაზღვრავენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, მომავალ წელს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და გაეცნონ უფრო ფართო აუდიტორიას” — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები